Litclub.ge
უცნობი
სდგას, თითქო ბოჭავს
კოშმარი - ჯადო
და მისი სახის
ამბობს იერი:
ხვალესაც წყევლით
უნდა უცადო,
შავი სინათლე
მოვა ცბიერი,
რომ განიცადო
და კვლავ უწოდო -
არარაობა!
სიცალიერე!
1940