Litclub.ge
* * * ერთს უბეში შენი წიგნი უბის...
ერთს უბეში შენი წიგნი უბის,
ხელნაწერი - მე ვიცანი - ვაჟა,
ანაჟღერმა ლაჟვარდოვან გუბის
გაიღვიძა, შეკრთა, ირაჟრაჟა.
ოცნებაო მიმკრთალებულ მელნის,
შენ გვიჩვენე მოქანება მერნის -
მერმისს, ტკბილო ივერიის ზეცავ,
მშვენიერზე მშვენიერო, მერმისს!
1941