Litclub.ge

მამული, გესმის, როგორ გეძახის?
მამული, გესმის, როგორ გეძახის?
ომმა შეცვალა დარის დარება.
ვაჟკაცს სიზანტე ეხლა ეძრახვის -
გასაგებია, რომ გეჩქარება.

სანატრელი დღე მალე დადგება,
შენ გაიმარჯვებ ყველაზე ჩქარა.
შთამომავლობას გამოადგება
შენ მიერ ბრძოლით განვლილი შარა.

1941