Litclub.ge

ფრიდონ ხალვაშს
არ სჭირდება ამ ამბავს,
ბევრი მიეთ-მოეთი,
მთავრდებოდა სიცოცხლე,
იწყებოდა პოეტის _
სულ ახალი ხარისხი,
სულ სხვა განზომილება...
ქედის კენტი ხარისთვის,
ღმერთმა სხვა რამ ინება...
გადავიდა უჩუმრად!
ფეხი გადააბიჯა...
დრომ ჩათვალა ეს წასვლა,
უკვდავების ნაბიჯად.