Litclub.ge

ვინ გაგიმეტა
ასეთი ტვირთი ვინ დაგადო
სუსტ და თხელ მხრებზე,
ვინ გაგიმეტა წინაპრთაგან,
ვინ დაგალოცა –
გეზიდა მძიმე,
პოეტური სიზიფეს ლოდი,
დალოდებოდი მარტოოდენ
სიტყვის წყალობას.
ღამეულ ლანდებს
ვერ დააფრთხობს შენი ძახილი,
მარადისობის გრილ ხელებში
კვდება სამყარო...
მადლობა უფალს, მოგცა ძალა _
შეხვდე გრიგალებს,
პ ი რ ი ს პ ი რ,
მაგრამ არ გაეცალო!