Litclub.ge

ფაშიანის გვირაბი
რაც მოვევლინე ქვეყანას ამას, ჯერ-
დედას მერე მივმართე მამას. ჩემი პირველი
გმირობა შედგა, როცა შიშით და ძრწოლით
მეც ფეხი ფაშიანის გრძელ გვირაბში შევდგი.
და იმ გვირაბის ბოლოში გასვლა,
მითუმეტეს რომ ის იყო შორი, გახლავთ, 
არც მეტი და არც ნაკლები, ცად გაგარინის 
გაფრენის ტოლი. და მაშინ ჩემთვის ჩუმად
გაისმა, გზა გვირაბიდან გვირაბში გადის.
თუმც ეს არ გახლავთ დილის ჩაის სმა, ან 
ბაირამზე მირთმევა ქადის.
   მერე შემომხვდა გრძელი გვირაბი
უმეცრობიდან  შემეცნებამდე, სხვაც გავიარე
გვირაბი გრძელი კაცის სიტყვიდან ღმერთის
მცნებამდე. და მერე ვნახე ძნელი და ძნელი
ვიწრო გვირაბი უმუშევართა, ცივი საკნიდან
გათხრილ გვირაბს ჰგავს, მიდის მიიწევს 
სამსახურამდე. არის უგრძესი გვირაბი რამე
ორთავ თვალიდან ორთავ ყურამდე. არის
გვირაბი მაგვის, თხუნელის; არის გვირაბი
ღრუბლებში გადის, ვითარცა ჟინი არწივის,
ქორის; ყველა გვირაბი ერთდა-იმავდროს
გადაჭემულია სურვილებს შორის. მეშვიდე
ციდან თუ დააკვირდი, ყოველი მოჰგავს
ბუნაგს და სოროს, რადგან საფლავში 
წყდება გვირაბი, ვით ფაშიანის მეორე
ბოლოს.