Litclub.ge

ხვალის იმედი
კაცი გახლავარ  აზერთა ტომის,
თანაც თურქი ვარ, თურქი ხალასი.
რადგანაც მკითხავ, გულდასმით მომისმინე,
სხვად ყოფნის არ მაქვს ხალისი.

ვინ დამიფასებს ამაგს და შრომას,
ის, ვინაც გული გამიხალისა.
უფალო, ნათელ მომავალს მომასწარ,
იმედი მაქვს მხოლოდ ხვალისა.