Litclub.ge

კაენ, სად არის აბელ, ძმა შენი
(გამოსამშვიდობებელი)

მივდივარ, თუმცა გელოდი დიდხანს,
თან გავიყოლებ სევდის გრძელ საბელს.
დრო მოვა, ღმერთი უთუოდ გკითხავს:
კაენ, სად არის ძმა შენი, აბელ?

რას უპასუხებ, გახედავს რისხვით
ბაღსა და ვენახსა შენგნით გაშენილს.
შემოგებურვის ხმა, როგორც ნისლი:
კაენ, სად არის აბელ, ძმა შენი?

გაგირისხდება უფალო ჩვენი,
გეტყვის: მოგყვება ქვეყნიდან ვიდრე ხვალ
შურისძიება, ვით განაჩენი,
ძმას არ მომიყვან შენსას ვიდრე ხვალ.

დაგეუფლება შიში და ძრწოლა,
შემოგაშვება გულს კაეშანი.
მოვალ და გეტყვი ღვთის გასაგონად:
კაენ, აქ არის აბელ, ძმა შენი.