უწინ მეგონა,
მეზობლის ბაღში ალუბლისათვის
უნებნიეთ შეპარულ ფეხებს
დავმალავდი საბნის ქვეშ ღამით.
მაგრამ ყოველთვის
საწოლამდე მომყვებოდნენ ნაფეხურები
შეჩვეული ფინიებივით.
უწინ მეგონა,
ხელებს მეზობლის ალუბლით დათხვრილს
ბალიშის ქვეშ დავმალავდი საგულდაგულოდ.
თუმცა ბალიშზე
მუდამ რჩებოდა წითელი ლაქა,
როგორც ნიშანიქ ალწულობისა,
რომელიც ამხელს შეყვარებულთა
პირველ მზაკვრობას.
უწინ მეგონა ... ახლაც იგივე მეგონებოდა ...
ან აღარა მწიფს ალუბალი მეზობლის ბაღში,
ან და ალუბლის ხე აღარ მოსჩანს ამ სიშორიდან ...