რამდენჯერ მითქვამს აგეწვა ღვაწი,
მაგარ ტრანსში ხარ, გამო ელიოზ!
ნეტავ რას იზამს საწყალი კაცი,
გზას რომ აღმართი გამოელიოს.
არავის უნდა გიშრისფერ თმაში
ნელი ნელ თეთრი გამოელიოს?
ნეტავი კაცი რას იზამს მაშინ
საფიქრალი რომ გამოელიოს?
კაცი თავის თავს ვერ ერევა და
ერთ თავად სცდილობს სხვას მოერიოს?
ნეტავ ცხოვრებას გაუვა ვადა
გულს რომ ტკივილი გამოელიოს?
რას უპასუხებს, უცებ კაცმა რომ
თავის თავს კითხოს, რას მოელიო?
ნეტავი ჯვარცმა შესდგება კვლავაც
დარდს რომ გოლგოთა გამოელიოს?