Litclub.ge

თემა
ადრე გავდივარ სახლიდან,
გვიან საღამოს ვბრუნდები.
მერე იწყება ახლიდან:
ადრე გავდივარ სახლიდან,
გვიან საღამოს ვბრუნდები.
მთელი ცხოვრება ამ თემის
გამეორებას ვუნდები.
ადრე გავდივარ სახლიდან,
გვიან საღამოს ვბრუნდები.