Litclub.ge

მანძილი ჩემი სახლიდან სამსახურამდე
კილომეტრებით არა,
სიმღერებით თუ გავზომავთ
ნახევარი სიმღერაა
ჩემი სახლიდან
სამსახურამდე.

მთავარი პირობა:
მანქანით თუ მივდივარ და
რადიომიმღებიც თუა ჩართული.