Litclub.ge

ქალი ზამთარში
გაიყინა გუბის წყალი,
მზე შიგ აღარ ირეკლება.
"შუბიანი" მიდის ქალი,
ქალს სიცივე ერეკება.

ქალს ძუნგლური მიაქვს ტანი
წინ ბუნაგის სითბო ელის.
ტანთ აცვია ვნებიანი,
მამალი და რუხი მგელი.