Litclub.ge

ჩემი სახელი
მე ვგრძნობ ყოველთვის,
ჩემი სახელი ხელს (კი არ უწყობს)
უშლის ჩემ ლექსებს.

ეს ასე ხდება:
იმირ მამედლის მეტის გაბედვა
(კარგი გაგებით)
არ შეუძლია.

თუ იტყოდა,
მხოლოდ და მხოლოდ
ასე იტყოდა იმირ მამედლი.

მან ისე უნდა თქვას,
არც მეტი და არც ნაკლები,
არც ნაკლები და არცა მეტი.
ჩემი სახელი
ჩინური კედელია,
ჩემ ლექსებს რომ
ერტყმის და ზღუდავს.

უსახელობა უსაზღვრობაა
და მოიცავს ზრდასრულს სიმართლეს,
ანუ სამყაროს.