Litclub.ge
აღსრულება
როცა ირგვლივ მიმოიხედა
საღამო უკვე მიწურულიყო.
და დუღდა ღამის უკუნეთი
ცხელი კუპრივით.
შენ მოკალიო დღე დღევანდელი! -
თავს დააბრალა.
და ამის გამო სიკვდილმისჯილმა
ჩაქინდრა თავი.
და იმავ წამში მეშვიდე ციდან
ნამგალა მთვარე დაქანდა როგორც
გილიოტინა.