Litclub.ge
გულგრილობა პაპანაქებაში
ჭყოპიანიდან ჩაჩუბეთამდე
მზის სხივი იშვა,
ვითარცა პლაშზე ლამაზი ქალი.
ჩვენ მოვდიოდით სამოჭალიდან.
და თეძმის პირას გაწოლილ ნათელს
ისე გულგრილად ჩამოვუარეთ,
საჭურისსაც კი შეშურდებოდა.