Litclub.ge
ტიპიური სურათი
ხელგამოწვდილი იჯდა მოხუცი,
იჯდა მშიერი და უიმედო.
როგორც მოკლული ოცნების კვიცი
მზე მათხოვრის წინ გუბეში ეგდო.
და დედამიწა იყო ვით ნული,
ნული ნულია, თუნდაც ბრუნავდეს.
და მიწის ფერი ის ხელისგული
ვეღარ აღწევდა ქვეყნის გულამდე.