Litclub.ge

გაუთვალისწინებელი ბედნიერება
რამხელა ბედნიერებაა,
ავს იზრახოდე,
მიდიოდე სისრულეში მოსაყვანად და
შუა გზაში გადავიფიქრო.

ვინც კეთილია,
ვინც სიკეთეზე ფიქრობს და ზრუნავს,
ვერასდროს იგრძნობს
ასეთ უეცარ ბედნიერებას.