ეშმაკი ხარო, რომ მითხრა,
თავი დემონი მეგონება.
ანგელოზი ხარო, რომ შემაქო,
ვიტყვი, შემამჩნიონ გოგონებმა.
მოღალატე ხარო, რომ დამწამო,
ათას დანაშაულს ვაღიარებ.
დევგმირი ხარო, რომ წამაქეზო,
გიჩვენებ მრავალ ნაიარევს.
შენ კი რას მემართლები, ვიცოდე,
რას ელი ჩემგან ნეტავი?!
მე ისეთი ვარ, როგორც წარმომიდგენ,
როგორც ეგ თვალები მხედავენ.