Litclub.ge

სახლი
მე და ეს ცხენი
ცხენი და ხენი
ბინადარნი ვართ ამ სამყაროსი.
მე და ეს ჯორი,
ჯორი და ღორი
ბინადარნი ვართ ამ სამყაროსი.
მე და ეს ქალი
და ქალის ქმარი
ბინადარნი ვართ ამ სამყაროსი.
მე და ეს მწერი
და მწერის მტერი
ბინადარნი ვართ ამ სამყაროსი.

ბედმა ყველანი ერთად შეგყვარა
და უვალ გზებზე ერთად გვატარა.
ამიტომ არის ეს დიდი სახლი
ასე პატარა.