Litclub.ge
უხსენებელი
ძეშეცდომილის ბილიკივით დაკლაკნილია
უხსენებელი,
თავის გესლს ირგვლივ შემობლანდვია
ლაბირინთივით...
მაგრამ ვაი რომ,
ნატვრისთვალსაც იმ ბილიკზე მდგარნი ეძებენ,
მაგრამ ვაი რომ,
ნატვრისთვალი ეგულებათ იმ ლაბირინთში.