Litclub.ge

უსახელო
როგორც ტირილი ქარის,
როგორც სიმღერა ქნარის,
როგორც დუმილი თარის
ჯერ უსახელო შენში
არის, რაღაცა არის.

როგორც ტკაცუნი შეშის,
როგორც სიჩუმე სხვენში,
როგორც თვისტომი სხვებში
ჯერ უსახელო რაღაც
ნამდვილად არის შენში.

სევდა რომ დაჰკრავს ნახატს,
მზგავს რომ ვეღარსად ნახავ.
კაცი ერთად-ერთ ნამდვილს
ლექს რომ დაწერს და დახევს,
რომ ვერ მოარგებ სახელს
რაღაც ეგეთი შენში
ვნახე, ნამდვილად ვნახე.