Litclub.ge

ფოტო სურათი
1
ჩასვა გოგონამ დიდ ჩარჩოში ჭკნარი ყვავილი
და კედელზე დაკიდა ფრთხილად
როგორც ძველი შეყვარებულის
            ფოტო სურათი...

2
ისე გულგრილად ჩაუარა კაბის შრიალით,
თითქოს ნასახლარს წეროთა გუნდმა გადაუფრინა.