Litclub.ge

პირობის გამო
ის დაიოდა ყოველდღე მათთან,
და შელანძღული ბრუნდებოდა თავის ბუნაგში.
და ის თავის თავს პირდებოდა (თითქმის ყოველდღე)
აღარ ვივლიო მათთან ხვალიდან.
და დადიოდა ყოველდღე მათთნ.
და ბრუნდებოდა თავის ბუნაგში.
და თავის თავთან პირგატეხილმა
ბუნაგშივე მოიკლა თავი,
რომ ერთხელ მაინც
დამდგარ იყო თავის სიტყვაზე
და აღარ ევლო მათთან ხვალიდან.