Litclub.ge

ცეკვა ფარდებთან (მთარგმნელი გაგუა ნანა)
ქალებზე ვსაუბრობდით, მანქანიდან გადმოსვლისას მათ ფეხებს ვაკვირდებოდით და ფანჯრებში ვიჭყიტებოდით იმ იმედით რომ ვინმეს ჟიმაობა გვენახა, მაგრამ არავინ არასოდეს გვინახავს. ერთხელ საწოლში წყვილი გამოვიჭირეთ და ვუთვალთვალებდით, ყმაწვილი თავის ქალს ბორჯღნიდა და ვიფიქრეთ, რომ გაგვიმართლა და ჩვენც სეირს ვნახავდით, მაგრამ ქალმა თქვა: 
“ ამ საღამოს ამის გაკეთება არ მინდა!” და კაცს ზურგი შეაქცია. კაცმა სიგარეტს მოუკიდა და ჩვენც ახალი ფანჯრის მოსაძებნად წავედით.
“ ძაღლის შვილი, არც ერთი ქალი უარს არ მეტყოდა!”
“ არც მე.

ნეტა, ეს რა ჯიშის კაცი იყო ?”
სულ სამნი ვიყავით, მე, მელოტი და ჯიმი. Kკვირა ჩვენთვის დიდი დღე იყო. კვირაობით მელოტის სახლში ვხვდებოდით ერთმანეთს და მეინ სტრიტზე ტრამვაის მივყვებოდით. ტრამვაით მგზავრობა შვიდი ცენტი ღირდა. 
იმ ხანად, სულ ორი პაროდიის თეატრი იყო, “ფოლისი” და “ბურბანკი”. “ბურბანკ-ში” სტრიპტიზის მოცეკვავეებზე შეყვარებულები ვიყავით და თან იქაური ხუმრობებიც ცოტათი უკეთესები იყო, ამიტომ ბურბანკში მივდიოდით. ბინძურ კინო სახლშიც ვცადეთ სიარული,მაგრამ ფილმები სულაც არ იყო უხამსი და ყველას ერთი შინაარსი ჰქონდა. პატარა, უმანკო გოგოს ორი ბიჭი აიყვანდა და სანამ ეს უკანსაკნელი ბახუსიდან გამოვიდოდა, ბორდელში მის კარებთან მეზღვაურებისა და კუზიანების რიგს დაინახავდა.

გარდა ამისა, მაწანწალები დღისით და ღამით ასეთ ადგილებში ცხოვრობდნენ. იატაკზე შარდავდნენ, ღვინოს სვამდნენ, და ერთმანეთს ძარცვავდნენ. შარდის, ღვინისა და ტალახის სუნი აუტანელი ხდებოდა. ჩვენც “ბურბანკში” მივდიოდით.
“ ბიჭებო, დღეს პაროდიის თეატრში მიდიხართ?” მელოტის ბაბუა გვკითხავდა.
“ ჯანდაბას, არა ბატონო, საქმეები გვაქვს.”
იქ ყოველ კვირას დავდიოდით. დილით ადრე, წარმოდგენის დაწყებამდე, დიდი ხნით ადრე, მეინ სტრიტზე ცარიელ ბარებს ავუვლიდით, სადაც გამყიდველი გოგოები კარებთან კაბებ_აკაპიწებულნი კოჭებს მზეზე ითბობდნენ, რომელიც ბნელ ბარში შეპარვას ლამობდა. გოგოებს გარეგნულად არა უშავდათ, მაგრამ ჩვენ გაგონილი გვქონდა და ვიცოდით. ახალგაზრდა ყმაწვილი ერთი ჭიქის დასალევად შედის და მისი და გოგონას სასმელში ზედმეტს ახდევინებენ, თუ ფულს მეპატრონეს უჩვენებ, სასმელში ნარკოტიკს გაგირევენ, რის შემდეგაც ამქვეყნად არა ხარ და საფულეც გაქრება.

ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით.
ქუჩაში სეირნობისას რვა ცენტიან ჰოთ დოგს და დიდი ტოლჩით აქაფებულ ლუდს მივირთმევდით. სიმძიმეებს ვწევდით და ამიტომ გაბერილი კუნთები გვქონდა, რომლებიც სახელდახელოდ აწეული პერანგის სახელურიდან მოსჩანდა. თითოეულ ჩვენთაგანს მკერდთან ჯიბეში ერთი კოლოფი სიგარეტი ედო.
ჩარლზ ატლასის კურსები ” დინამიური დაჭიმვა” გავიარეთ მაგრამ სიმძიმის აწევა უფრო ძლიერად და ცხადად ჩანდა. სანამ ჰოთდოგს და ლუდს მივირთმევდით, ერთ გროშიან პინბოლის მანქანას, ვთამაშობდით. პინბოლის მანქანას ალღო კარგად ავუღეთ. მაღალი ქულების მოპოვების შემთხვევაში, თამაშის ერთი ხელი უფასოდ გერგებოდა. საუკეთესო ქულები უნდა მოგვეპოვებინა, რადგან ასეთი ფული ჩვენ არ გაგვაჩნდა.
ფრენკი რუზველტის ხანა იდგა, უკეთესობა იყო მაგრამ მაინც დეპრესია მძვინვარებდა.

არც ერთი ჩვენთაგანის მამა არ მუშაობდა. ჯიბის ფულს სასწაულებრივად ვშოულობდით, გამახვილებული თვალებით, რაც მიწაზე დაცემენტებული არ იყო ყველაფერს ვიღებდით. არ ვიპარავდით, ვიყოფდით. ვიგონებდით. ცოტა ფულით ვიყავით თუ უფულოდ, დროის გასაყვანად თამაშებს ვიგონებდით, ერთ_ერთი მათგანი იყო სანაპიროზე წასვლა და უკან დაბრუნება.
ჩვეულებრივ, ეს ზაფხულის დღეებში ხდებოდა და ჩვენი მშობლები არასოდეს წუწუნებდნენ როცა სადილზე გვაგვიანდებოდა. მათ არც ჩვენს ფეხის გულზე ამოსული დიდი მბზინავი ბებერა ადარდებდათ. როცა ქუსლები და ფეხსაცმლის ძირები გაცვდებოდა შენიშვნების მიცემა მაშინ დაიწყებოდა.

ახლოს მდებარე ფეხსაცმლის შესაკეთებელ ჯიხურში გვაგზავნიდნენ, სადაც ქუსლიც, ძირიც და წებოც გონივრულ ფასად მზად იყო. 
ზუსტად იგივე ხდებოდა, ქუჩაში ფეხბურთის თამაშისას. ადგილობრივმა მთავრობამ სათამაში მოედნებისთვის სახსრები არ გამოყო. ისეთი მაგრები ვიყავით, რომ ქუჩაში ფეხბურთს ვთამაშობდით მთელი ფეხბურთის, კალათბურთის, ბეისბოლის და მომდევნო ფეხბურთის სეზონებზე. თუ ასფალტზე დაგანარცხებდნენ საქმე ცუდად იყო. კანის გაკაწვრა, ჩალურჯება, სისხლი შენთვის ვითომც არაფერია.
ჭრილობაზე ფუფხი, სისხლი და სილურჯე ჩვენს მშობლებს არ ადარდებდათ; მაგრამ, შარვლის მუხლებზე ნახვრეტი, საშინელი და უპატიებელი ცოდვა იყო. რადგან, თითოეულ ბიჭს, ორი წყვილი შარვალი გააჩნდა: ყოველდღიური და საკვიარო. შარვლის მუხლებზე ნახვრეტი კი იმას ნიშნავდა, რომ ღარიბი და ღატაკი იყავი, და შენი მშობლებიც ღარიბები და ღატაკები იყვნენ.

ამრიგად, თამაშისას ხელის კვრას ისე სწავლობდი რომ მუხლებით არ წაქცეულიყავი. და შენი მსხვერპლიც სწავლობდა დაცემას დაჩოქების გარეშე.
ჩხუბით, საათობით ვჩხუბობდით და მშობლები არ გვშველოდნენ. მე მგონი, ალბათ იმიტომ, რომ თავი ძლიერებად მოგვქონდა და წყალობას არ ვითხოვდით, ისინი ელოდნენ რომ შველას ვთხოვდით. მაგრამ მშობლები გვძულდა და ამას ვერ გავაკეთებდით და ამიტომაც მშობლებსაც ვძულდით, ისინი პარმაღებზე დადიოდნენ და ჩვენს გაუთავებელ, საშინელ ბრძოლას გულგრილად უყურებდნენ. შემდეგ, უბრალოდ დაამთქნარებდნენ და ნაგავში ჩაგდებულ განცხადებებს ისევ ამოიღებდნენ და შინ შევიდოდნენ.
ერთ ბიჭთან ვჩხუბობდი, რომელიც მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტში დიდი კაცი გახდა. ერთ დღეს, დილის 8:30 მზის ჩასვლამდე ვჩხუბობდით. არავინ არ შეგვაჩერა.

თუმცა ჩხუბი მშვენივრად მოსჩანდა მისი სახლის მინდვრიდან, ორი უზარმაზარი თუთუბოს ხის ქვეშ, რომლის ტოტზე ჩამომჯდარი ბეღურები მთელი დღე გვასკლინტავდნენ. ეს იყო ულმობელი ბრძოლა და დასასრულს უახლოვდებოდა. ის ჩემზე დიდი, ცოტათი უფროსი და მძიმეც იყო, მაგრამ მე უფრო გიჟი ვიყავი. ბრძოლა საერთო შეთანხმების საფუძველზე შევწყვიტეთ_არ ვიცი ეს როგორ ხდება, რომ გაიგო უნდა გამოსცადო, როცა ორი ადამიანი რვა ან ცხრა საათის განმავლობაში ერთმანეთს ურტყამს, ბოლოს მათ შორის უცნაური ძმობა მყარდება.
მეორე დღეს მთლიანად დალილავებული ვიყავი. ტკივილისაგან ტუჩებს ვერ ვამოძრავებდი. ლოგინში სასიკვდილოდ გამზადებული ვიწექი, როცა დედა შემოვიდა იმ პერანგით ხელში რომელიც ჩხუბის დროს მეცვა.

სახის წინ ამიფრიალა და მითხრა: 
“ შეხედე, პერანგზე სისხლის ლაქებია! ლაქები!”
“მაპატიე!”
“ ამ ლაქებს ვერასოდეს ამოვიყვან! ვერასოდეს!”
“ეს მისი სისხლის ლაქებია.”
‘”რა მნიშვნელობა აქვს ვისია! სისხლია! არ ამოდის!”
ჩვენი დღე კვირა იყო, წყნარი და უდარდელი დღე.

ბურბანკში მივდიოდით. წარმოდგენა, თავიდან ცუდი ფილმით იწყებოდა. ძალიან ძველი ფილმით და შენც უყურებდი და ელოდი. გოგონებზე ფიქრობდი. საორკესტრო ორმოში სამი ბიჭი იჯდა, კარგად ვერა მაგრამ ხმამაღლა უკრავდნენ, საბოლოოდ სტრიპტიზის მოცეკვავეებიც გამოჩნდებოდნენ და ფარდას კაცივით ჩაავლებდნენ ხელს და ტანს შეარხევდნენ. ფარდაზე ქანაობდნენ და სტრიპტიზს აწყობდნენ. თუ ფული გქონდა ერთ პარკ ბატიბუტს იყიდდი თუ არა და ჯანდაბას ბატიბუტიც.
 პირველ აქტამდე ანტრაქტი იყო.

პატარა კაცი დგებოდა და ამბობდა:
”ქალბატონებო და ბატონებო, ნება მიბოძეთ თქვენი ყურადღება მივიპყრო....”
იგი ბეჭედ-ჭუჭრუტანას ყიდდა.თუ სინათლეში დაიჭერდით, ყოველი ბეჭდის მინაში, ლამაზი სურათი გამოჩნდებოდა. ისინი ამას გპირდებოდნენ. ყველა ბეჭედი 50 ცენტი ღირდა, მთელი ცხოვრების ქონება 50 ცენტად ხელმისაწვდომი მხოლოდ ბურბანკის მფლობელებისთვის იყო. “უბრალოდ სინათლეში დაიჭირეთ და ნახავთ! რაც მთავარია, ქალბატონებო და ბატონებო, მადლობა ყურადღებისათვის. ახლა, თქვენს რიგებში კარისკაცები ჩამოივლიან.”
 მუსკატის სუნით აყროლებული ორი მათხოვარი, ბეჭედი_ჭუჭრუტანის ჩანთით ხელში სკამებს შორის რიგს დაუყვებოდნენ. კაციშვილი არ მინახავს ერთზე მეტი ბეჭედი ეყიდოს. ჩემი წარმოსახვით, სინათლეში დაჭერისას მინაში გამოსახული სურათი შიშველი ქალისა უნდა ყოფილიყო.
ჯგუფი ისევ დაკვრას იწყებდა, ფარდა იხსნებოდა და კორდებალეტის გუნდი გამოჩნდებოდა.

უმეტესობა ყოფილი სტრიპტიზის მოცეკვავეები იყვნენ, დაბერებულნი, ბევრი ფერუმარილით, წითელი პომადით, ხელოვნური წამწამებით და ცდილობდნენ მუსიკას ცეკვით აჰყოლოდნენ. სულ რჩებოდნენ მაგრამ მაინც აგრძელებდნენ. მაშინ ვფიქრობდი, რომ ისინი ძალიან მამაცები იყვნენ.
შემდეგ, არც თუ ისე მოსაწონი მამაკაცი მომღერალი გამოდიოდა და გზააბნეულ სიყვარულზე, ძალიან ხმამაღლა მღეროდა. სიმღერის არაფერი გაეგებოდა. როცა სიმღერას დაამთავრებდა მკლავებს გაშლიდა და პატარა აპლოდისმენტების ჩქრიალზე მადლობის ნიშნად თავს დააქნევდა.
შემდეგ, კომედიანტი გამოდიოდა. ის კი მართლა კარგი იყო! იგი გამოდიოდა ყავისფერ ლაბადაში გამოწყობილი, თვალებთან ჩამოწეული ქუდით, წელში მოხრილი და მაწანწალასავით დადიოდა. იმ მაწანწალასავით რომელსაც არაფერი აქვს გასაკეთებელი და არსად წასასვლელი.

სცენაზე გამვლელ გოგოს თვალს გააყოლებდა. მერე აუდიტორიას მიუბრუნდებოდა და უკბილო პირით ამბობდა, ”წყეულიმც ვიყოო!”
სცენაზე, მეორე გოგოც ჩამოივლიდა და კომედიანტი გაჰყვებოდა, სახეს ახლოს მიიტანდა და ამბობდა,” მოხუცი, 44 წლის კაცი ვარ, მაგრამ როცა ლოგინი ტყდება იატაკზე ვათავებ_”ო.” ეს მაგრად გამოსდიოდა. როგორ ვიცინოდით! მოხუცებიც და ახალგაზრდებიც ერთნაირად გულიანად ვიცინოდით. შემდეგ, ჩემოდნის ამბავი იწყებოდა. ვიღაც გოგოს ჩემოდნის ჩალაგებაში ეხმარებოდა. ჩემოდნიდან ტანსაცმლის გადმოყრას აკავებდა.
“ ვერ ვატევ!”
“ნება მიბოძე დაგეხმარო!”
“ისევ გადმოიყარა!”
“ მოიცა! ჩემოდანზე დავდგები!”
“რა? ო,არა, მასზე ვერ დადგები!”
ასე გრძელდებოდა ჩემოდნის რუტინა. ის მართლა სასაცილო იყო!
საბოლოოდ, სამი თუ ოთხი სტრიპტიზის მოცეკვავე ისევ სცენაზე გამოდიოდა.

ყველას ჩვენ_ ჩვენი საყვარელი სტრიპტიზის მოცეკვავე გვყავდა და მათზე შეყვარებულები ვიყავით. მელოტმა თავისთვის ფრანგი ასთმიანი გოგო აირჩია, რომელსაც ჩაშავებული და შესიებული თვალები ქონდა. ჯიმის ქალი_ ვეფხვი მოსწონდა. ქალი_ვეფხვს, აშკარად ერთი მკერდი მეორეზე დიდი, რომ ქონდა ჯიმის მოვახსენე. ჩემი როზალი იყო.
 როზალის დიდი საჯდომი ქონდა და მას არხევდა და არხევდა, სასაცილო, მხიარულ სიმღერებს მღეროდა და როცა სტრიპტიზის საცეკვაოდ გადიოდა თავისთვის ლაპარაკობდა და ხითხითებდა. ის აქ ერთადერთი იყო, ვისაც სამუშაო მართლა სიამოვნებას ანიჭებდა. როზალიზე შეყვარებული ვიყავი.

ხშირად ვფიქრობდი, მიმეწერა მისთვის და მეთქვა როგორი დიდებულია მაგრამ როგორღაც ამას თავი ვერ მოვაბი.
 ერთ ნაშუადღევს, წარმოდგენის მერე ტრამვაის ველოდებოდით და იქვე ქალი_ვეფხვიც ტრამვაის ელოდებოდა. ტანს მოტმასნილი მწვანე კაბა ეცვა და პირდაღებული მივშტერებოდით.
“აი შენი ქალი ჯიმი, ქალი_ ვეფხვი.”
“ბიჭო, რა მაგარია! შეხედეთ ამას!”
“გამოველაპარაკები,” თქვა მელოტმა
“ ეს ჯიმის გოგოა.”
“არ მინდა გამოველაპარაკო,” თქვა ჯიმიმ.
“მე გამოველაპარაკები,” თქვა მელოტმა. სიგარეტი პირში ჩაიდო, მოუკიდა და ქალთან მივიდა.
“გამარჯობა, პატარავ!” მელოტმა კბილები დაკრიჭა. 
  ქალი_ვეფხვმა არ უპასუხა. ტრამვაის მოლოდინში იგი პირდაპირ, წინ იყურებოდა. 
“ვიცი ვინც ხარ. დღეს შენი სტრიპტიზის ცეკვა ვნახე. მაგრად გამოგდის, პატარავ მართლა მაგრად!”
ქალი_ვეფხვმა ისევ არ უპასუხა.
“საჯდომს მაგრად ანძრევ, ღმერთმანი მაგრად!”
ქალი ისევ წინ იყურებოდა. მელოტი, იდიოტივით კბილებდაკრეჭილი იდგა ქალის წინ.

”შენთან დაწოლა მინდა პატარავ!”
მივედით და მელოტი გამოვათრიეთ. ქუჩაში გავიყვანეთ.
 “სულელო, რა უფლება გაქვს ასე ელაპარაკო.!”
“ მერე რა, კაცების წინ დგება და საჯდომს ანძრევს! “
“ ამით პურის ფულს შოულობს.”
“მხურვალეა, გავარვალებულია, თვითონ მას უნდა.!”
“სულ გაგიჟდი.”
მელოტი ქუჩაში გავიყვანეთ.
მალე ამის შემდეგ, კვირაობით მეინ სტრიტზე სიარულის ინტერესი დავკარგე. მგონი,”ფოლისი” და ”ბურბანკი” ისევ იქაა. რათქმა უნდა, ქალი_ ვეფხვი, ასთმიანი სტრიპტიზის მოცეკვავე და როზალი, ჩემი როზალი დიდი ხანია გაქრნენ. სავარაუდოდ, გარდაიცვალნენ. როზალის დიდი მოქანავე საჯდომიც ალბათ მკვდარია. და როცა ჩემს მშობლიურ უბანში აღმოვჩნდები, იმ სახლს ჩავუვლი სადაც ვცხოვრობდი.

იქ ახლა უცნობი ადამიანები ცხოვრობენ.
და მაინც, ის კვირა დღეები კარგი იყო, უმეტესობა ამ დღეებისა მართლა კარგი იყო, პატარა სინათლე ბნელი დეპრესიის ხანაში, როცა ჩვენი მამები, უმუშევრები და უმწეოები, პარმაღზე სიარულს იწყებდნენ. ალმაცერად გვიყურებდნენ თუ როგორ უმოწყალოდ ვცემდით ერთმანეთს, შემდეგ შიგნით სახლში შედიოდნენ და კედელს მიშტერებოდნენ, რადიოს მოსმენის შიშით, შუქის გადასახადი ქვითრის გამო.