მე დაგიჩემებ ყველა ციდან, ყველა მიწიდან,
რადგან ტყე არის აკვანიც და ჩემი საფლავიც,
რადგან მიწაზე, ფრინველივით, ცალ ფეხზე ვდგავარ
და სიმღერითაც არ მგავს არავინ.
მე დაგიჩემებ ყველა ჟამის ყველა ღამიდან
და წაგგვრი ყველა მოელვარე დროშას და მახვილს,
მე შემიძლია ყველა ძაღლი დავიფრინო ჩვენი კარიდან,
უერთგულესმა ქვეყანაზე სუყველა ძაღლის!
არავის საქმროს – ქვეყანაზე –არავის ცოლი,
მე დაგიჩემებ! დაგიჩემებ! შენ კი – გაჩერდი!
წამოგაყენებ ფეხზე ბოლო შერკინებიდან –
ისე, რომ სულაც არ იტკინო მუხლი არცერთი!
მაგრამ იქამდე, სანამ გულხელდაკრეფილს გნახავ,
ყველგან, ყოველთვის –
შენ – "შენი" რჩები!
და გიკავია დედამიწა, როგორც აკვანი (ან საფლავი)
ზეცისაკენ აწვდილი ფრთებით!