Litclub.ge
*** ოცი წლის წინათ
ოცი წლის წინათ, როცა სევდაზე
წერას კრძალავდნენ კრიტიკოსები,
როცა მოსპობდა ჯვარს და ზედაზენს
ზეაწეული თითი რკოსებრი.
წამომცდა ცრემლი, როგორც პაროლი,
აღმოჩენილს მტრის გარემოცვაში,
თავს დამატეხეს მკაცრი კანონი
და მომისაჯეს უხმო ლოცვა შინ.