Litclub.ge
* * * "მიყვარდა რადგან"
მიყვარდა რადგან,
შევუნდე ცოდვა
და უკუღმართი
სულის ებანი,
მე ვაპატიე
დიდი და ცოტა
და უნებლიე
შეცოდებანი...
მაინც ჩამიქრა
სულში მთიები,
შემომებურა
იჭვის მანტია...
...ის კი წავიდა
ნაპატიები
და პატიება
არ მაპატია...