ცეკვავდით ჩემთან...
თავს იკლავდნენ სტვენით ჩიტები
და სასოებით მიბნედილი მახსოვს გრაცია,
აკლდა შტრაუსი და შეხება აკლდა თითებით
შორეულ სიზმრის უკანასკნელ დეკორაციას...
მე დამრჩა თქვენგან
სულის ფსკერზე დაღლილი ვარდი,
თქვენ-
მარტოობის მძიმე ბოხჩა თავსასთუმალად...
...მე ახლაც ისე,
ისე მინდა დავმალო დარდი...
თქვენ, ალბათ, ასე გულმოდგინედ
ასაკს თუ მალავთ...