Litclub.ge

* * * "მარჩიელივით არჩევანს ბოლოს"
მარჩიელივით არჩევანს ბოლოს 
ისევ შენს სახელს თუ ჩავუთქვამდი, 
მრავალთა შორის 
შენ ერთი მხოლოდ 
მიყვარდი ბოლო ამოსუნთქვამდი... 

მოვკვდები? 
იმ სხვას მკვდარი გერჩიო, 
ნუ დაინანებ ცრემლს და ცხონებას... 
...დასწყევლოს ღმერთმა-სამიდღემჩიოდ 
შეყვარებული კაცის ცხოვრება...