ასე თუ ისე -
უშენოდ ვცხოვრობ
და ოცნების ხე ვერ გაიკვირტა...
თუ რამე მიკვირს -
ის მიკვირს მხოლოდ,
რომ რაც არ მიკვირს -
რატომ მიკვირდა...
შენ შემაგებებ,
ღიმილით ჯერაც,
ერთდროს საჩემოდ ნასწავლ მიმიკას,
მე კი,
ის ოდნავ დაღლილი მზერა
ახლა ძალიან დაღლილს მიმიგავს...