ოპერაცია ღია გულზე
ფიქრები რეანიმაციის პალატაში
იმ ღალატის ხაფანგიდან
რა მიხსნის და რა მომარჩენს,
გული როცა გადამიხსნეს
ის ღალატი ამომაჭრეს:
გულში რაც ვთქვი, ხმამაღლა რო
ვერ ვთქვი-პირში ბურთი ჩამჩრეს...
გული როცა გადამიხსნეს
ის სათქმელი ამომაჭრეს...
რაც ვეფერე და ვერიდე
ამდენ ახვარს, ამდენ ჩაჩნებს,
რაც ახვრებმა მიჩათლახეს
ამომაჭრეს-როცა გამჭრეს...
აწი, რაკი შევეჩვიე,
ამ სიბერეს, ამ სიქაჩლეს,
აწი ვიღა მიღალატებს,
ვინ მაცდუნებს, ვინ რას მაჭმევს...
აწი, მაგრამ რაღა დარჩა
სანამ ქვაზე ამომფხაჭნეს....