Litclub.ge

* * * "რომ ახლაც შენი "
რომ ახლაც შენი 
მელექსე ვარ, 
ის მაწევს დარდად, 
რომ ვარ გაჭრილი 
ხოტბად შენად, 
შენად ქებადა... 

...შენ ვერაფერი 
გაიმეტე- 
სხეულის გარდა, 
სხეულის გარდა, 
კაცმა რომ თქვას, 
არც რამ გებადა...