ფიქრმა საძირკველი რახან მოხნა,
სხეული გამიხდა მოსარწყავი.
მოდი, ტკივილები გადათოხხნე!
მოდი, იმედები მომაყარე!
მოდი, ოცნებები დამიპურე
და ჩაგიტკბილდები ნასამხრობი.
ტოტებიანად გავიტრუნე,
ფესვებიანად გასახმობი...
ფიქრმა საძირკველი რახან მოხნა,
სხეული გამიხდა მოსარწყავი.
მოდი, ტკივილები გადათოხხნე!
მოდი, იმედები მომაყარე!
მოდი, ოცნებები დამიპურე
და ჩაგიტკბილდები ნასამხრობი.
ტოტებიანად გავიტრუნე,
ფესვებიანად გასახმობი...