Litclub.ge

უკანასკნელი მონოლოგი
(მინდია გაბაიძეს)
 
ახლა უფრო ვხვდები რა შორს იყავი...
მე და დედას ღამით რომ გაგვახსენდებოდი 
მოვდიოდით და გვეგონა ასე ახლოს ვიქნებიდით შენთან.
წინაპრებს უთქვამთ არ ვარგაო ღამით საფლავზე სიარული, 
იქ დადის სიკვდილი მთიბავი...
ჩვენთვის კი დრო აღარ არსებობდა მა, 
შენ იყავი დროის ყველა მონაკვეთი.
სისხლში უცნაურად ტრიალებდა რაღაცნაირი ტკივილი.
ახლა ვხვდები ყველა ტკივილი ამაოა,
ამაოა ყველა..
ამაოა ღამე და დღე...
ამაოა სიხარული და მწუხარება...
მე უშენობამ მასწავლა შემგუებლობა...
ერთადერთს ვერ ვეგუები,
მარწუხებივით მოჭერილ ხმებს,
ბავშვური, სიცილის...
კისკისის, რომელიც უდრის ყველაზე მწარეს...
გაუგებარ, გაუცნობიერებელ, ბავშვურ სიხალისეს...
ნემსებივით მჩხვლეტარ ბავშვურ ტიტინს....
ერთადერთ ბარიერს.
მათი სათამაშო გასაბერი საპნის ბუშტივით გაიბერა 
და გამჩატდა მთელი ჩემი არსება...
და დამძიმდა ბაბუის სასაფლავის რკინის გვრიტივით.
რაღაც 10,43 წამში ჩაეტია ყოველივე...
ყველა სიხარული, 
მწუხარება, 
ტკივილი, 
ყველა ადამიანი რომელიც ოდესმე მინახავს.
გაუცნობიერებელი სიჩქარით მივექანებოდი უკუნეთი უღრანისკენ
და ეს ღრმა უღრანის შეგრძნება მზარავდა... 
ირგვლივ ბევრი ხე, 
ჩამუქებული, 
თითქმის შავი წიწვებით, მზრავდა.
მწარედ ერჭობოდა თითოეული მათგანი სულს
და ბოლოს გასკდა...
გასკდა და მარადიულ, 
ღია სიმწვანედ გადაეღვარა თითოეულს, 
თითქოსდა პატარა ბუშტის მილიონ წვეთად.
დარჩა მხოლოდ მძაფრი, 
მდუღარე სუნი სისხლნარევი ჰაერისა და უღრანის.