Litclub.ge

შუაღამე...
(ტერენტის)

ვუყურებ, თუმცა ვერ ვიმეტებ,
სანთელზე ფრთებდამწვარ ფარვანას,
ერთი დღის ნაბოძებ იმედებს,
ნათლისკენ სწრაფვაში ავანებს.

და უკანასკნელზე მეც ვფიქრობ,
სულის იმ ღვთაებრივ როკვაზე,
მომეცა ცოტათი მეტი დრო,
რომ სამას სამოცი მოვხაზო -

ანუ წრე... ყოველთვის მსდევდა თან
სურვილი, როგორაც ფარვანებს...
სინათლე გაალღობს სევდას და
თვალებში სინესტედ ავანებს...

სხვა დილა სულ სხვა გათენებით,
სიფრთხილით ჩამაცვამს სამარეს,
და გაიჟღინთება ვენები
ბინდით, - ეს დუმილის ხმა არის.