Litclub.ge

ბიოგრაფია ხ.გ.
გიორგი ხორბალაძე, დაიბადა 1981 წლის 30 დეკემბერს. 
2004 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
2013 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა,
ამავე წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,გოდერძი ჩოხელის შემოქმედების ძირითადი ტენდენციები” და მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2010 წელს მუშაობდა გორის #3 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. 
2010-2011 წლებში იყო გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი. 
2011 წელიდან დღემდე, გიორგი ხორბალაძე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. ამავდროულად, არის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
გიორგი ხორბალაძე არის 2 პოეტური კრებულისა და ოცამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.
ლექსების პირველი კრებული ,,მთვლემარე განთიადი”, გამომცემლობა ,,სამშობლო”, 2003 წ.
მეორე კრებული ,,წვიმის სურათი”, გამომცემლობა ,,უნივერსალი” 2007 წ.
მისი ლექსები შეტანილია უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგიაში. 
ამჟამად გამოსაცემად მზად აქვს ერთი პოეტური კრებული და მონოგრაფია ,,იების სევდა” (გოდერძი ჩოხელის შემოქმედების ძირითადი ტენდენციები).
ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.