Litclub.ge

არ შემაჩერო
არ შემაჩერო, შენში მოვდივარ!
უნდა ჩაგიკრა გულში ძალუმად...
მე უშენობის ლოთი როდი ვარ,
ან მოთაღლითო ვინმე ხანუმა.

კაცი ვარ ნაღდი და პირდაპირი
და ალალმართალ განცდებით ვცხოვრობ,
ვიდრე გრიგალი გამინაპირებს
ამ გარდაუვალ სათხოვარს გთხოვ რომ:

გულში ჩავეკრათ მოდი ერთმანეთს 
და სხეულები ავრივდავრიოთ,
ცუდი არ მინდა შენთვის ღმერთმანი,
ეგ არ იფიქრო _ არ გადამრიო!

მაგრმ სულ ცოტა ტკივილებამდე
კი შემოგახვევ ხელებს მარყუჟად
ძარღვებში სისხლი კივის ნებაზე
და ყველა ნერვი შეაზარხოშა...

შემოგერევი ისე, არც კი ორს
არ ვემგვანებით _ მე ვარ თავდები!
და ვისაც უნდა იმან არკვიოს
შენ სად იწყები მე სად ვთავდები!