Litclub.ge

* * * შენ ამ ლექსის დედა ხარ
შენ ამ ლექსის დედა ხარ,
მე მამა ვარ ამ ლექსის,
გამახარე ხანდა ხან
და დამღალე ალერსით.

რთული არის საწუთრო, 
რას გაიგებ ბედისას,
მენატრები აწ უფრო
რაც ამბორი მეღირსა.

თუ ვერ შევქმნით ოჯახს და
თუ ჯვარსაც ვერ დავიწერთ,
მაინც ვრჩები ყოჩაღად 
არც სიბრალულს არ ვიწვევ.

რადგან მსუბუქ ფლირტითაც
ჩვენ შვილები გვიჩნდება,
მეტს მეც არას ვილტვი რას,
დაე, იყოს ღვთის ნება...

ჩვენ საერთო შვილი გვყავს 
თანაც ეს მერამდენე...
ჩემი ხარ და შენი ვარ
სხვა რას ფიქრობს რა მერე?

შენ ამ ლექსის დედა ხარ, 
მე მამა ვარ ამ ლექსის. 
ამ გულს სხვა ვერ შელახავს
თუ შენ დამღლი ალერსით...

ნუ გაოცებს რაც გესმის
და ნურც გრძნობებს დამალავ,
შენ ხარ დედა ამ ლექსის,
მე ამ ლექსის მამა ვარ!