Litclub.ge

* * * მიჭირს უფსკრულებთან შეფეთება
მიჭირს უფსკრულებთან შეფეთება,
სული მეფერფლება ნაცარივით,
მგონი უბედობა მებედება,
ზოგჯერ კი ვარ მაგრამ, ,,არცარივით”...

ირგვლივ ნისლია და უკუნია,
წყვდიადს ისევ ვებრძვი შიშველ ხელით,
ყველა სწორი გეზი უკანაა,
წინ ღრმა უფსკრულებში ვიჩეხებით.

ისე დავიღალე ჭიდილითაც
ყოფის ველურსა და ავ ფინტებით,
მაინც, ფრთებდამტვრეულ ჩიტივით ვარ -
მგონია რომ ცაში ავფრინდები.

სხვა სულ არაფერი არ გვჭირდება,
მხოლოდ სიყვარული უანგარო,
რომ არ ამამტვერონ ქარ-წვიმებმა
და რომ არსებობა მოვაგვარო...

თორემ უფსკრულებთან შეფეთებით
სული მეფეფლება ნაცარივით,
მგონი უბედობა მებედება,
ზოგჯერ კი ვარ მაგრამ ,,არცარივით”...