Litclub.ge

***** უკვე შორს დარჩა ძველი ორგია
უკვე შორს დარჩა ძველი ორგია,
ბუნდოვნად ჩანხარ წარსულის მტვერში,
სევდით გავცქერი წვიმას ქოლგიანს
და ათას სტრიქონს ათასჯერ ვწერ-ვშლი.

აღარ მახსოვხარ, არა და არა,
არადა, თბილად დაგვხვდა ცივი ტყე...
ალბათ  შემომხვდი, თავი დახარე
და მეც ნელ-ნელა გადაგივიწყე...

როგორც შემთხვევით გარეცხილ ფოტოს,
რომელიც ბედად ჯიბეში ჩარჩა.
არ მახსოვს შენი კისკისის ფორტე,
თუმცაღა კარგად მახსოვდა შარშან.

ხსოვნაც  - ნარევი თაფლის და შხამის,
სულ გაქრობისგან მთხოვს - დამიხსენო
და მეც, გიხსენებ სულ ერთი წამით,
რომ მერე ხშირად ვერ გაგიხსენო...