თუმცა კლდეები
ბეჭებს გიკაწრავს,
მაინც სიმღერით
კვდები, არაგვო,
დღეს დაცემული
თუ ხარ კლდეებში,
ხვალ ღმერთებს უნდა
ელაპარაკო.
ვიცი, დარჩება
შენი კურთხევა,
ჩუქურთმა სულში
დამათოველი,
მოჭრილი მკლავი
თუ არ ხორცდება,
ამაყად ხომ დგას
სვეტიცხოველი.
ვიცი, მეც მელის
არაგვის ბედი
და თაობები
ლექსს გახედნიან,
რა არის ერთი
პოეტის სისხლი,
საუკუნენი
როცა კვდებიან.
(ჩემი საჩუქრით დავამთავრებ...
თუ უხერხული არ იქნება...)
ქეთის
მინაწერი წიგნზე
წლები, წლებივით ანცი ხარ,
ხან ფიქრო, ხანაც ფანტელო,
ბეთანიაში ანთიხარ,
ჩემო პატარა სანთელი.