Litclub.ge

გუბე

 

პროლოგი

აქეთ, ჩემო ბატონო, აქეთ მობრძანდი. აქ ისეთი ხალვათობაა, ორივე თავისუფლად

დავეტევით. ირგვლივ რომ მღვრიე ბურუსი დგას, ეგ ნუ გაფიქრებს, მალე თვალს შეაჩვევ

და ყველაფერი გამოჩნდება. მობრძანდი. რაღაც განსაკუთრებულსა და უნახავ სანახაობას

გაჩვენებ-მეთქი, ვერ შეგპირდები. ან კი კოსტას თავში განსაკუთრებული რა უნდა იყოს!

მაგრამ, ავადაა თუ კარგად, კოსტა ადამიანია და მისი თავი ადამიანის თავია. ადამიანის

თავში კი, მოგეხსენება, ისეთი განუკითხავი არეულობა სუფევს, განსაკუთრებული და

უჩვეულო რომც არაფერი ხდებოდეს, დაინტერესებული თვალი მაინც მრავალ

თავშესაქცევს იპოვის. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ჯობდა ისეთი თავი ამერჩია,

ზოგადსაკაცობრიო სატკივრით იყოს გახურებული და შიგ მსოფლიო სევდის ნატიფი

სურნელი იდგეს, მაგრამ, სამწუხაროდ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ, ვინც

მკლავებდაკაპიწებული ვღრღნით ფანქრებს და ტვინს ვიჭყლეტთ, რათა თქვენ, თქვენს

შემდეგ მოსულთ, თქვენს შემდეგ მოსულთა შემდეგ მოსულთ და .. (შეძლებისდაგვარად

უსასრულოდ) სულიერი საზრდო არ მოგაკლოთ, ჩვენ, ჩემო ძვირფასო მკითხველო

ღმერთმა მოგცეს მაღალი გემოვნებაალალბედზე დავეხეტებით და არჩევანი არა გვაქვს.

რომელ თავშიც წავაწყდებით ხვრელს, იმ თავში უნდა შევძვრეთ. მართალია, ამას მერე

ისეთი ბუნდოვანი და უფორმო სახელით ვნათლავთ, როგორიცაამუზა”, მაგრამ ეს

უწყინარი ხუმრობაა. სინამდვილეში არავითარი მუზა და ჭინკა არ არსებობს. ჩვენ

მთლიანად მათემატიკურ ალბათობაზე ვართ დამოკიდებული: ათასი თავი მაინც უნდა

გავჩხრიკოთ, რომ ერთ მათგანში ხვრელი ვიპოვოთ. შეიძლება კაცმა არც ეძიო ხვრელი.

ზოგი ასეც იქცევა. მაგალითად, ისინი, ვინც საზოგადოებრივ ინტერესებს საკუთარზე

მაღლა აყენებენ და გმირული გულმოდგინებით ცდილობენ მკითხველს დროულად

მიაწოდონ ცხელ-ცხელი სულიერი საზრდო, იძულებული არიან ოპერატიულად იმუშაონ

და ოქროს ფასად ღირებული დრო ხვრელის ძებნაში არ დაკარგონ.

კი, ზოგი რამ გარეგნობაშიც ჩანს. თუ გაჭირდა, იმასაც შეიძლება დაეთანხმო, ვინც იტყვის,

რომ გარეგნობა შინაგანი ბუნების ხატია და სიმბოლო, მაგრამ ერთი ესეც ვიკითხოთ: არის

ვინმე ამ სიმბოლოს ამხსნელი? მით უმეტეს, მწერალი, რომელიც ყველა სიკეთესთან

ერთად იმაზეც უნდა ფიქრობდეს, რომ პატიოსანი კაცის შესახედაობა ჰქონდეს. ისეთ

ასპარეზზე, სადაც ხირომანტებსა და ასტროლოგებს მოეცარათ ხელი და თვით ყავაზე

მკითხავებსაც კი ზოგიერთი ნიშნის მიხედვით იგივე ბედი ელით, საწყალი მწერალი რას

გახდება! არა, გარეგნობის ცოდნა არ კმარა. გარეგნობის მეშვეობით მხოლოდ ზოგადი

ბუნების დადგენა შეიძლება. ეს არის და ეს. მაგალითად, მე და შენ რომ კოსტას თავში

მიმავალი ყველა გზა გადაკეტილი დაგვხვედროდა და იძულებული შევქნილიყავით,

მხოლოდ გარეგნულ მონაცემებს დავყრდნობოდით, რას ვიზამდით? ვთქვათ, ერთხელ

შემოვუვლიდით ირგვლივ, ორჯერ, რამდენჯერაც გაგვეხარდებოდა. ვთქვათ, უკან

გუბე

ავედევნებოდით, წინ გადავუდგებოდით, თვალების გამომეტყველებას

დავაკვირდებოდით, ხმის კილოს დავიხსომებდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბოლოს

დავსხდებოდით და დავწერდით: “კოსტა არის ოცდაშვიდი-ოცდარვა წლის კაცი, ზომაზე

მეტად დაბალი და ზომაზე მეტად გამხდარი, იქამდე გამხდარი, რომ მის დანახვაზე უმალ

სიტყვაწვრილიმოგივათ თავში. ხელ-ფეხიც წვრილი აქვს, თავიც წვრილი აქვს,

ყველაფერი წვრილი აქვს”. ამას რომ დავწერდით, ზედ მცირე კომენტარს მივაყოლებდით:

ეს ცუდია. ისეთ დაბალ კაცს, როგორიც კოსტაა, ურჩევნია მსუქანი იყოს, რადგან სიმსუქნე,

თუნდაც დონდლო სიმსუქნე, დარბაისლურ იერს შეჰმატებდა და სიმაღლის თვალშისაცემ

ნაკლებობას ცოტათი მაინც აანაზღაურებდა. მაგრამ, – დავასკვნიდით იქვე, – ეს კოსტას

ბრალი არ არის. ეს შეცდომა ბუნებას მოუვიდა. კოსტას ბრალი ისაა, რომ მუდამ

გაპარსულია, თმა გულმოდგინედ აქვს გვერდზე გაყოფილი და ფაქიზად დავარცხნილი,

ყოველი ბეწვი მორჩილად და პასუხისმგებლობის ღრმა შეგნებით წევს თავის ადგილას,

გაუთოებული შარვალი აცვია და გაუთოებული პერანგი ისე დაკვირვებითა აქვს

ჩატნეული შიგ, ერთ ზედმეტ ნაოჭს ვერსად უპოვით. ეს კიდევ უფრო ცუდია

(განვაგრძობდით შემდეგ ჩვენ). როდესაც ზომაზე მეტად დაბალი და ზომაზე მეტად

გამხდარი კაცი ასე სათუთადაა გარანდული და გაუთოებული, მის დანახვაზე თვალს

არავითარი დაბრკოლება არ ეღობება, ყურადღება მთლიანად სიტყვაწვრილისირგვლივ

იყრის თავს და ჩვენც ჩვენდაუნებურად რაღაც მაღვალაკური შედარების ძებნას ვიწყებთ.

შედარება იქნებ ვერც ვიპოვოთ, მაგრამ თავად ფაქტი, რომ შედარების მოთხოვნილება

გვიჩნდება, საკმაოდ მჭევრმეტყველია. კოსტამ რომ ფსიქოლოგიის ანბანი იცოდეს, რამეს

იღონებდა: ან შარვლის ცალ ტოტს დატოვებდა გაუუთოებელს, ან პერანგს ამოიჩაჩავდა, ან

თმას გაიბურძგნიდა, ან სახეზე მურს წაისვამდა. მაშინ ჩვენი ყურადღება ამ პატარ-პატარა

დაბრკოლებებზე დაბანდდებოდა და მთავარ ნაკლამდე გაფანტული და შესუსტებული

მიაღწევდა. მაგრამ კოსტამ, ეტყობა, ამდენი არ იცის”.

(კოსტამ არ იცოდა, რით ეშველა, თორემ თავისი ნაკლი შეგნებულიც ჰქონდა და

მტკივნეულადაც განიცდიდა. ამას გვიდასტურებს თუნდაც მისი წარსულის ის ფურცელი,

სადაც ულვაშზეა ლაპარაკი. კოსტამ ერთხელ ულვაში მოუშვა. კოსტა ვარაუდობდა, რომ

პატარა და წვრილ კაცს ერთი რამ მაინც უნდა ჰქონდეს დიდი და, რაკი სხვა არა ჰქონდა რა,

იმედი ულვაშზე დაამყარა. მაგრამ როცა ულვაში კარგად წამობიბინდა, ზედა ტუჩს ქვედა

ტუჩამდე გადმოეფინა, ხოლო ბოლოები ნიკაპზე დაეკიდა, სადღაც, სარკეში, ახლობელთა

ცნობიერებაში თუ სადმე ისეთ ადგილას, რომლის გეოგრაფიული განსაზღვრა არ

ხერხდება, უეცრად აღმოჩნდა, რომ კოსტა საკუთარი ულვაშის წანამატად იქცა. ულვაშმა

პატრონი განდევნა და მისი ადგილი დაიკავა. მაშინ კოსტამ მოღალატე ულვაში გაიპარსა.

ამის შემდეგ ერთადერთ ნუგეშად თავის დაჭერა დარჩა: დინჯი მიმოხრა, ნელი,

გამოზომილი სიარული, აუჩქარებელი მეტყველება. რა თქმა უნდა, ეს ნუგეში კი არა თავის

მოტყუებაა, მაგრამ კოსტამაც რა ქნას: მან ხომ არ იცის, რომ ღირსებით ნაკლის მიჩქმალვა

შეუძლებელია, ნაკლი მხოლოდ სხვა ნაკლით თუ მიიჩქმალება. სამწუხაროდ, ეს ისეთი

სიბრძნეა, კიდევ დიდი ხანი გავა, ვიდრე კოსტას რომელიმე წვრილი შთამომავალი მის

სიღრმეს ჩაწვდება).

საბოლოოდ რას დავადგენდით ამ გარეგნული დაკვირვებით? იმას, რომ კოსტა ზედმეტად

წვრილია და ამ ნაკლს მტკივნეულად განიცდის? მაგრამ ეს ხომ წვეთია კოსტას

ვნებათაღელვის ზღვაში! ესეც არ იყოს, ასე შეიძლება კოსტა სულაც გაგვისხლტეს

ხელიდან. რამდენი ზედმეტად წვრილი კაცია ქვეყანაზე, რამდენი ზედმეტად მსხვილი,

რამდენი ზედმეტად კოჭლი და რამდენი ზედმეტად კუზიანი, რამდენი ზედმეტად

სულელი და რამდენი ზედმეტად ჭკვიანი! ყველა მათგანი მტკივნეულად განიცდის თავის

ნაკლს. მაშ, კოსტა სადღაა?

ღვთის მადლით ჩვენთვის ეს კითხვები ლიტონი კითხვებია, რადგან ჩვენ კოსტას თავში

ვართ მოკალათებული და შეგვიძლია ყოველივეს, ასე ვთქვათ, დედანში ვადევნოთ თვალი.

ასეც მოვიქცევით.

ოღონდ, სანამ რეპორტაჟს დავიწყებდეთ, საჭიროა მცირე განმარტება მივცეთ მათ, ვინც

სხვის თავში არასოდესაა ნამყოფი. პირველ ყოვლისა ის უნდა ვუთხრათ, რომ, როცა თავს

ვამბობთ, ცნობიერებას ვგულისხმობთ. ცნობიერების ბურუსში ვართ შეპარული და

ჩასაფრებული.

კარგი და პატიოსანი, მაგრამ თავად ცნობიერება რა არის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა

ძნელია. სიტყვას არ შეუძლია ცნობიერების არსი გადმოსცეს, რადგან ცნობიერება უსაგნოა,

სიტყვა კი ნივთიერი საგანი, რის გამოც მათ შეხების წერტილი არ გააჩნიათ. მაშ, რა ვქნათ?

ერთადერთი გზა ის არის, რომ ვილაპარაკოთ იგავით, ანუ ვილაპარაკოთ არა თვით

ცნობიერებაზე, არამედ იმ ნივთიერ შთაბეჭდილებაზე, რასაც ეს ცნობიერება აღგვიძრავს.

ამიტომ მათ, ვისთვისაც ეს განმარტება იწერება, მხედველობაში უნდა მიიღონ, რომ ამ ორ

მოვლენას შორის კავშირი ისევე არარეალურია, როგორც, ვთქვათ, ზეთის საღებავსა და

მონა ლიზას ღიმილს შორის. თუკი ამაზე შევთანხმდით, შეგვიძლია ცნობიერების

განსაზღვრაზეც გადავიდეთ.

წარმოვიდგინოთ შემოდგომის ცრიატი დღე. თეთრი, მღვრიე ნისლი. პატარა, გაუმდინარე

გუბე, რომელსაც ზემოდან წვიმა დასდის. გუბის ზედაპირზე კონცენტრირებული წრეები

თანაბარი სიჩქარით იშლებიან ყველა მხარეს და ცენტრიდან პერიფერიისაკენ მიისწრაფიან.

გუბის სიღრმიდან გაურკვეველი შიშინი ისმის. ეს წყალქვეშა დინებებია. ისინი მოუსვერად

დაძრწიან გუბეში ნაირ-ნაირი მიმართულებით და ზედაპირზე ამოსვლას ლამობენ.

ზედაპირზე ვერ ამოდიან, მაგრამ, როდესაც წვიმის წვეთების მიერ წარმოქმნილი წრეები ამ

დინებათა გზას გადაკვეთავენ, ჩნდება ჭავლი, რომელიც ზედაპირზე ამოიწვერება და მერე

ფერებად იშლება, წითლად, ცისფრად და იისფრად. ზოგჯერ სხვა ფერებიც გვხვდება,

მაგრამ ეს სამი ფერი ყოველთვის ჭარბობს. ფერებად დაშლილი ჭავლები ფიქრებია. ჭავლი

უმრავლეს შემთხვევაში (კოსტას თავის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ) სუსტია და უღონო,

ოდნავ ასცდება თუ არა ზედაპირს, ერთს დაკვესავს და გაქრება. ზოგჯერ საკმაო

სიმაღლეზე ამოდის და ფერებსაც შედარებით უხვად ყრის. იშვიათად ისიც ხდება, რომ

რამდენიმე ჭავლი შორს ასცდება ზედაპირს, მერე ერთმანეთისკენ გადაიხრებიან, თავებს

ერთმანეთს მიადებენ და ტკბილი ჩუხჩუხით ეშვებიან უკანვე, გუბეში. მაგრამ ეს გუბის

მხრივ დიდ დაძაბვას ითხოვს, წყალი მტკივნეულად აწვება ნაპირს და ყველაფერი ამ

ნაპირის გამძლეობაზეა დამოკიდებული.

ახლა კი, რაკი ეს იძულებითი განმარტება მოვითავეთ, ვახსენოთ ღმერთი და პირდაპირ

საქმეს შევუდგეთ.

ნაწილი პირველი

განსაცდელი

წერილი, რომელზედაც ქვემოთ კიდევ გვექნება ლაპარაკი, სამშაბათ საღამოს ამოიტანა

მეზობლის ქალმა და სამშაბათ საღამოდან პარასკევ დილამდე კოსტას თავში ფიქრები,

ფიქრების ნაწყვეტები და ფიქრების შორეული მინიშნებები ორ მოწინააღმდეგე ბანაკად

გაიყო.

უფრო დაწვრილებით ეს ამბავი ასე მოხდა: მზე რომ მთას მიეფარა და ჰაერს ბინდი შეერია,

ჭიშკარს მეზობლის ქალი მოადგა და მაროო (კოსტას ცოლი) დაიძახა. კოსტამ, რომელიც

კაკლის ძირას იჯდა და ჯამბულასთვის ხის ხმალს თლიდა, ერთი პირობა დააპირა

გაპასუხებოდა, მაგრამ ისევ გადაიფიქრა, რადგან ამ დროს ცოლიც გამოვიდა სახლიდან.

ცოლი სტუმარს აივნიდანვე შეეხმიანა, შემოდი, ქალო, რა შორიდან იძახიო. მეზობელმა,

არა, გენაცვა, შემოსასვლელად სადა მცალია, ეს წუთია ჩამოვედი ქალაქიდან, სახლიც

მისახედი მაქვს, საქონელიც და ქმარ-შვილიცო. ნათელა (კოსტას ცოლისდა) ვნახე და

წერილი გამომატანა, ამიტომ შემოგიარეო.

წერილის ხსენებაზე კოსტას გულმა რეჩხი უყო. ცნობიერების პატარა გუბე, თითქოს

მოულოდნელმა ქარიშხალმა დაუბერაო, ერთბაშად აღელდა, აწრიალდა, აბუყბუყდა.

რამდენიმე ჭავლი ერთდროულად წამოიქოჩრა და მუქ წითელ ნაპერწკლებად დაიშალა.

მაინც რამ ააფორიაქა ასე კოსტა? რატომ აამღვრია და ააღელვა ცოლისდის წერილმა მისი

ცნობიერების გუბე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ უძრავი იყო, წყნარი და მთვლემარე?

შაბათს (გუბე ნელ-ნელა დაიწმინდა, გზააბნეული წყალქვეშა დინებები თავთავიანთ

კალაპოტს დაუბრუნდნენ და ზედაპირზე განსჯის ჭავლები ამოიმართა) ნათელა თვითონ

აპირებდა ამოსვლას. ბავშვი უნდა წაეყვანა. მაშ, რა ისეთი სიყვარულის გუდა გაუსკდა,

სამი დღე ვეღარ მოითმინა და წერილი გამოგზავნა? “იქნებ რამე ცუდი ამბავია?”, ცისფრად

და იისფრად დაიშალა ჭავლი. “არა”, წითლად დაკვესა საპასუხო ჭავლმა, “მაგათ ისეთი

ბედი აქვთ, ცუდი არაფერი შეემთხვევათ”.

მეზობლის ქალი რომ წავიდა, კოსტა წამოდგა.

რაო, რა მინდაო? – დაუძახა ცოლს და თითი ბარათს მიაშვირა.

აბა რა ვიცი, ჯერ რო არ წამიკითხავს!

აივანზე ცოლმა წერილი გახსნა და ხმამაღლა წაიკითხა:

ჩემო მარია! (კოსტას ცნობიერების გუბეში წამით იელვა მუქი წითელი ფერის უწმაწურმა

ჭავლმა) ამ პატარა ბარათს ნაჩქარევად ვწერ ბაზარში. აქ ერთ თქვენებურ ქალს წავაწყდი და

იმას ვატან. პირველ ყოვლისა, იმედი მაქვს ყველანი კარგად და ჯანმრთელად იქნებით:

ახლა კი, ჩემო დაიკო, რა უნდა გითხრა: არც მე და არც იაშას (კოსტას ქვისლი) ამ შაბათ-

კვირას ამოსვლა არ გვიხერხდება (წყალქვეშა დინებათა საგანგაშო ხმაური). ვიცი,

გაწუხებთ, მაგრამ ერთი კვირა კიდევ უნდა დაიტოვოთ ჩემი სერაფიტა და იქითა შაბათს

უსიკვდილოდ ამოვალ. თვითონაც ალბათ როგორ მოენატრა სახლი, მოუკვდეს დედა! ისე,

ყველაზე უკეთესი იქნება, თქვენ რომ ჩამოხვიდეთ. შენი ჯამბულა, ენაცვალოს დეიდა,

დიდია უკვე და მგზავრობა არ გაუჭირდება. ან რა შორს ჩვენა ვართ! სერაფიტასაც

ჩამოიყვანდით, ერთმანეთსაც მოვესიყვარულებოდით, იაშა და კოსტაც დასხდებოდნენ,

დაილაპარაკებდნენ. დაძალებით კი ვერ დაგაძალებთ, მაგრამ, თუ საშუალება გაქვთ და

ჩამოხვალთ, მეც ძალიან გამახარებთ და იაშასაც. აბა, თქვენ იცით! კოსტა და დედამთილი

მომიკითხე. ჯამბულა დამიკოცნე. აქედან იაშამ დიდი სიყვარულით მოგიკითხათ ყველანი.

გკოცნი შენი ნათია” (ისევ უწმაწური ჭავლი და ისევ წყალქვეშა დინებათა საგანგაშო

ხმაური).

წავიდეთ? – იკითხა ცოლმა.

კილო კი ჰქონდა ისეთი, ვითომ წასვლა და წაუსვლელობა სულ ერთი იყო, მაგრამ კოსტამ

თვალებში შენიშნა იმედის ნაპერწკალი და მიუგო:

არა.

არასფეხდაფეხ დაედევნაჰო”. “ჰოისეთი სისწრაფით მიქროდა, რომარამსულ ერთი

ნაბიჯით მიასწრო დანიშნულების ადგილას.

ცოლმა არ იცოდა, “ჰოცთუ არსებობდა (ის ხომ ჩვენსავით კოსტას თავში არაა!), თორემ

ალბათ უფრო მოქნილ ხერხს იხმარდა და, ვინ იცის, გაეტანა კიდეც თავისი. რაკი არ

იცოდა, ისევ წუწუნის ნაცად გზას დაადგა:

შენ სულ ეგრე იცი ხოლმე. მე თუ რამე მომინდა... რა იქნება ვითომ, რომ წავიდეთ!..

მაშ, ვეახლო? ეგებ ძღვენიც მიგვერთმია, ეამებოდათ.

ამაზე ცოლს აღარაფერი უთქვამს და უხმოდ გაშორდა, მაგრამ, დასაძინებლად რომ

დაწვნენ, მაინც კიდევ ერთხელ სცადა ბედი:

იქნებ წავსულიყავით, კაცო...

კოსტამ ვაჟკაცურად გაუძლო ფაშფაშა სხეულის მაცთუნებელ სურნელს და თქვა:

არა.

იმ ღამეს კოსტას წვრილ თავში დიდი ორომტრიალი იდგა. ირგვლივ პირველყოფილი

ქაოსი სუფევდა, ათასგვარი ხმები ერთმანეთში ირეოდა, ყველაფერი გუგუნებდა და

ყველაფერი ზანზარებდა. დარახტული ცხენების ჭიხვინსა და ფლოქვების თქარა-თქურს

ჯაჭვის პერანგებში გამოწკეპილი მხედრების ომახიანიჰკა მაგასა!” ერთვოდა; მხედრების

ყიჟინას შეთქმულთა ჩუმი და შავი ჩურჩული შხამივით ეწვეთებოდა; შორიახლო

განსწავლული დიპლომატები გამოსავალს ეძებდნენ და მათი ნაჭედი სიტყვები

ფოლადივით ჟღრიალებდა; აჯანყებული ერი ხმაშეუწყობლად გაჰყვიროდა რაღაცას;

ჯაშუშები კვალში ედგნენ ერთმანეთს და კრიალოსანის მარცვლებივით ტრიალებდნენ

წრეზე. ქარი ღმუოდა და წელში მოკაკვული ხეები გულისმომკვლელად ჭრიალებდნენ.

სადღაც შორს წერტილივით ჩანდა მწირი, რომელიც თავმოდრეკილი იდგა და უხმოდ

ლოცულობდა. ყველაფერი მტვრის ღრუბელში იყო გახვეული, შეშფოთებული გუბე

ღელავდა და ბობოქრობდა, ტალღები ნაპირს ასკდებოდნენ და ნაპირი ტკივილისაგან

კვნესოდა.

კოსტას თავში მიმავალი ყველა გზა რომ გადაკეტილი დაგვხვედროდა და იძულებული

გავმხდარიყავით, მხოლოდ გარეგნულ მონაცემებს დავყრდნობოდით, ყოველივე

ზემოთქმულისა და ქვემოთ სათქმელის ნაცვლად დაახლოებით ასეთი მშრალი ცნობით

შემოვიფარგლებოდით: “ის ღამე კოსტამ თეთრად გაათენა. შამფურივით ტრიალებდა

ლოგინში, ხან ერთ გვერდზე გადაბრუნდებოდა, ხან მეორეზე, ხან პირქვე დაწვებოდა, ხან

გულაღმა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ (“თქვენც არ მომიკვდეთაუცილებელი არაა და

შეიძლება არც დაგვეწერა), ისე დაათენდა, თვალზე რული არ მიკარებია. ჩანდა, მისი

არსება რაღაც მძიმე საფიქრალს მოეცვა”. საბედნიეროდ, ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ

სწორედ ამმძიმე საფიქრალისშუაგულში ვიმყოფებით, როგორც მსტოვრები, და

ყველაფერი ხელისგულზე გვიდევს. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ, დიდხანს გაგრძელდა

კოსტას თავში ალიაქოთი თუ ცოტა ხანს, გამთენიისას მშფოთვარე და აღელვებული გუბე

შუაზე გაიყო და ორ მძლავრ ტალღად იქცა. ერთი ტალღის წვერზე დროშასავით

ყელყელაობდაარა”, მეორეზეჰო”, ხოლო ტალღასა და ტალღას შუა უფსკრული

გადაჭიმულიყო და შიგ საბოლოო განაჩენის მოლოდინში უძრავად იწვა კითხვა: “წავიდე

თუ არ წავიდე?” “არასაცდაჰოსაცირგვლივ თანამოაზრეთა, მრჩეველთა, დიპლომატთა,

მჭევრმეტყველთა და ერთგულ მეომართა ლაშქარი ერტყა. სასტიკი ბრძოლა იყო

მოსალოდნელი და წინასწარ ვერავინ იტყოდა, თუ ვის დარჩებოდა გამარჯვება.

როდესაც კოსტამ პირველად თქვაარა”, ბუნდოვნად იგრძნო, რომჰოსთქმა ერჩივნა.

მერე ის იგრძნო ბუნდოვნად, “ჰორომ ეთქვა, “არასთქმას არჩევდა. ესარასთქმაცა და

ჰოსთქმის სურვილიც სტიქიური ძალები იყო, პირველყოფილი, ინსტინქტური და

აურიდებელი. იგი მზის დაბნელებასავით ჩამოემხო კოსტას ცნობიერების გუბეს და ისე

დააწვა, ფიქრთა ჭავლებს თავის ამოყოფის საშუალება არ მისცა. მერე, როდესაც ამ

პირველმა ტალღამ გადაიარა და წვიმის წვეთები კვლავინდებურად აწკაპუნდა გუბის

ზედაპირზე, კოსტა მიხვდა, რომ ნამდვილი გადაწყვეტილება აწი უნდა მიეღო. მართალია,

ძილის წინ კიდევ ერთხელ თქვაარაო”, მაგრამ ამჯერად ესარაადრე ნათქვამის ჯიუტი

ინერცია იყო და სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა: ახლა რომ ეთქვა, ჯერ არ

გადამიწყვეტიაო, ცოლს ეგონებოდა მისმა მუდარამ მოულბო გული. ასეთი ვარაუდის

უფლებას კი ოჯახის უფროსი ცოლს ვერ მისცემს.

ამგვარად, ცოლს უთხრა, არაო, და მერე მთელი ღამე ფიქრში გაატარა. ქანქარასავით

ირწეოდაარასადაჰოსშორის, მაგრამ მტკიცე აზრზე ვერ იქნა და ვერ მივიდა. როდესაც

ჰომთავისი საბუთები წარმოადგინა, “არამპასუხად აკანკალებული ხელით ნერვულად

დახატა სურათი, რომელზედაც კოსტას ქვისლისა და ცოლისდის ოჯახი იყო გამოსახული.

კოსტას არ უყვარდა ეს ოჯახი და მის დასახასიათებლად ისეთი მრავლისმომცველი სიტყვა

გამოძებნა, როგორიცააგატყლარჭული”. ამ სიტყვას გულში ამბობდა. ერთხელ ხმამაღლაც

თქვა. ცოლს უთხრა, არ მომწონს მაგათი გატყლარჭული ცხოვრებაო. თან ისეთი დრო

შეურჩია, როცა ცოლი რაღაცის გამო ცოტა ნაწყენი იყო დასა და სიძეზე. მაგრამ ეს მცირე

წყენა საკმარისი არ გამოდგა საიმისოდ, რომ ცოლს კოსტას ფორმულირებისათვის

დასტური მიეცა. პირიქით, ძალიანაც იტკიცა, ის მცირე წყენა წამსვე გადავარდა გულიდან

და დაუყოვნებლივ გადაწვდა დედამთილსა და ქმრის დანარჩენ ნათესავებს. ამის შემდეგ

კოსტა სიტყვაგატყლარჭულსმხოლოდ თავის გუნებაში ამბობდა. თუ ვინმე იკითხავს,

მაინც რას გულისხმობდა ამ სიტყვაშიო, პასუხი მიახლოებითი იქნება, რადგან ზუსტი

პასუხი კოსტას ცნობიერების გუბეში, ყოველ შემთხვევაში, მის ზედაპირზე, ვერ ვიპოვე.

მიახლოებითი პასუხი კი ასეთი გახლავთ: კოსტა გულისხმობდა იმას, რომ ცოლისდა

მაროსმარიასეძახდა, თავის თავსნათიას”. მართალია, ქმრის სახელი არ გადაუკეთებია,

იაშა ერქვა და იაშას ეძახდა, მაგრამ იაშას იკლიკანტური სახელი არც სჭირდებოდა,

უამისოდაც იკლიკანტური იყო: თხასავით ჰქონდა წვერი მოშვებული (მარტო ნიკაპზე,

ლოყებს იპარსავდა) და ხელში მუდამ ყალიონი ეჭირა, ხან ანთებული, ხან აუნთებელი. რაც

შეეხება მათს სიმდიდრეს, კოსტა ცდილობდა ამაზე არ ეფიქრა, რადგან, რა უცნაურადაც არ

უნდა მოეჩვენოს ეს ვინმეს (ფსიქოლოგებს ალბათ შეუძლიათ ახსნან ეს ფაქტი), მათი

სიმდიდრის გახსენებაზე აგონდებოდა არა თავისი სიღარიბე, არამედ თავისი გარეგნობა,

თავისი სიწვრილე.

რაკი ახლობელი ნათესავები იყვნენ, კოსტას, უნდოდა თუ არ უნდოდა, დრო და დრო მაინც

უხდებოდა მათთან ყოფნა. და რამდენჯერაც კი ყოფილა, ყოველთვის ისე გრძნობდა თავს,

როგორც მოწაფეობისას, მასწავლებელი რომ დაფასთან გამოიძახებდა. იაშას და ნათელას

დიდი და ბრწყინვალე ბინა ჰქონდათ. ოთახების რიცხვი კოსტამ ვერ დაადგინა, მით

უმეტეს, რომ ზემო სართულში, სადაც ხვეული კიბე ადიოდა, საერთოდ არ იყო ნამყოფი.

კედლები მუხით იყო მოპირკეთებული და შიგ კარადები იყო დატანებული. ჭერზე ყველა

ოთახში (აგრეთვე შემოსასვლელში) ძველებური თუ ძველებურ ყაიდაზე გაკეთებული

(ასეთი ნიუანსები კოსტას უბირ თვალს, ცხადია, იოლად გამოეპარებოდა) ჭაღები ეკიდა.

მთელი ბინა გამოტენილი იყო საუცხოო ავეჯით. ავეჯს (და საერთოდ მთელ სახლს) ბზინვა

გაუდიოდა. ამ საქმეს ნათელა აგვარებდა. იგი ერთთავად ოთახიდან ოთახში დადიოდა და

ყურადღებით ათვალიერებდა ყოველივეს, რომ ადამიანის ცხოვრების კვალი არაფერს

დამჩნეოდა. იმავე მიზნით ნათელა კრიტიკულად აკვირდებოდა ხოლმე ფეხსაცმელებს,

რომლებიც მათთან მოსულ სტუმრებს ეცვათ. სააბაზანო ოთახი, სადაც კოსტა ერთხელ

დასათვალიერებლად შეიყვანეს, კიდევ უფრო ბზინავდა. კედლებზე, იატაკზე და ჭერზე

ფერადი კაფელი ელავდა. კაფელსა და კაფელს შუა კედლებზე და ჭერზე სარკეები ისე იყო

ჩადგმული, რომ, საითაც არ უნდა გაგეხედათ, ყველგან თქვენს თავს დაინახავდით (რის

გამოც კოსტამ, რამდენადაც ამის საშუალებას ზრდილობა იძლეოდა, სწრაფად მოათავა

იქაურობის დათვალიერება). აი, ტუალეტში კი ხანდახან პრაქტიკული საქმიანობისთვის

უხდებოდა შესვლა. როდესაც ეს ნაბიჯი პირველად გადადგა (ხანგრძლივი ყოყმანისა და

უკანასკნელ ზღვრამდე მისული მოთმინების შემდეგ), ნათელა, რომელიც ყველგან იყო და

ყველაფერს ხედავდა, კართან წამოეწია და ღიმილით უთხრა, ხომ იცი, კოსტა, როგორ უნდა

ჩარეცხვა, ბაკის სახელური ჯერ გვერდზე უნდა გასწიო და მერე დააწვეო. ჭკუის სწავლება

და შენიშვნების მიცემა ნათელას საყვარელი საქმიანობა იყო. ოღონდ ამას ყოველთვის

ხუმრობის კილოთი და სიცილ-სიცილით აკეთებდა, ვითომ მნიშვნელობას არც ანიჭებდა;

კოსტას ყოველ ასეთ ხუმრობაზე ტანში ბურძგლავდა, შენიშვნას კარგად იმახსოვრებდა და

მუდამ ფრთხილობდა, რომ შემდგომში მსგავსი საქციელი აღარ ჩაედინა. ჩარეცხვის საქმეში

ასეთი მოურიდებელი ჩარევა კი მაინც მეტისმეტი მოეჩვენა. ქალი, რაც არ უნდა ცოლისდა

იყოს, ფეხსალაგში არ უნდა მოგდევდეს. კოსტას ნათელას მაგივრად შერცხვა, შეიშმუშნა,

აიწურა, თავი მხრებში ჩარგო და გულში გაბრაზდა. შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. მით

უმეტეს, რომ მართლა არ იცოდა, ბაკის სახელური თუ ჯერ გვერდზე უნდა გაეწია და მერე

დასწოლოდა.

იაშასთან საერთო ენის გამონახვა შეუძლებელი იყო. კოსტა მასთან საუბრის გაბმას ვერ

ახერხებდა. კაცმა რომ თქვას, არც სურვილი ჰქონდა. თვითონ იაშას კი ეს საკითხი სულაც

არ ადარდებდა. ქვისლს სუფრაზე ბოლომდე ყოფნას არ აცლიდა. კოსტა რომ ეშხში

შევიდოდა და ცოტა თითქოს გუნებაც გამოუკეთდებოდა, ის ამ დროს ყავას მოითხოვდა.

კოსტაც იძულებული ხდებოდა, სმა შეეწყვიტა და გულში იბოღმებოდა. რაკი სულ მთლად

მუნჯად ყოფნაც არ შეიძლებოდა და დალაპარაკება ზოგჯერ მაინც აუცილებელი იყო, იაშას

ამისთვის ერთადერთი თემა ჰქონდასოფლის მეურნეობა. როგორც ჩანს, კოსტას

სოფლელობას უწევდა ანგარიშს, თორემ სოფლის მეურნეობისა არაფერი გაეგებოდა.

ზოგჯერ გვარიან სისულელესაც წამოროშავდა ხოლმე. კოსტა არ უსწორებდა. იაშას

ნათესაობაში და ნათესაობის იქითაცღმერთმა იცის, სადამდეჭკვიანი და

განათლებული კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი და კოსტას ვერ გაებედა, ასეთი კაცი

ემხილებინა და უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა.

ერთი სიტყვით, ქვისლის სახლში სამადლოდ შეფარებული ობოლივით გრძნობდა თავს.

ზოგჯერ იაშას მეგობრები ეწვეოდნენ და ისეთ საკითხებზე და ისეთი სიტყვებით

საუბრობდნენ, რაც კოსტასთვის ჩინური მეცნიერება იყო. ასეთ დროს კოსტას თვლემა

ერეოდა, მაგრამ თავს იკავებდა. იჯდა და კეთილსინდისიერად ცდილობდა ისეთი სახე

მიეღო, ვითომ სწორედ ამ ხალხის გვერდით იყო მისი ადგილი. ერთადერთი შემთხვევა

ახსოვს, როცა საუბარში ისიც ჩარიეს. რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, რაღაც გაუგებარ სიტყვებს

ამბობდნენ, განსაკუთრებით ხშირად იმეორებდნენ ორ გაუგებარ სიტყვას, რომლებიც

კოსტას არ დაახსომდა. თანდათან გახურდნენ, ხმას აუწიეს, ხელების ქნევას უმატეს.

ბოლოს ერთი სათვალიანი, ულვაშებაპრეხილი სტუმარი იაშას მიუბრუნდა, რას ვიკლავთ

თავს, აგერაა კოსტა, ამ საქმის მცოდნე, და ამას ვკითხოთო, და ჰკითხა: წელს ვაშლს რა ფასი

ჰქონდა ბაზარზეო. ყველაფერს იფიქრებდა კოსტა, მაგრამ იმ უცხო და გაუგებარი

სიტყვებით თუ ვაშლის ფასზე ლაპარაკობდნენ, მოკალით და ვერაფრით ვერ

წარმოიდგენდა. ხანდახან იაშა მოულოდნელად გამოუცხადებდა კოსტას, აბა, მე ახლა

ცოტა სამუშაო მაქვს და შენ უჩემოდ არ მოიწყინოო, და თავის ყალიონიანად იმ ხვეული

კიბით მაღლა სართულს შეუყვებოდა. კოსტა ქვისლის დანაბარებს ვერ ასრულებდა და

მოიწყენდა ხოლმე. ნათელას მისთვის არ ეცალა. ნათელა ოთახიდან ოთახში დადიოდა და

სახლის ელვარებას ამოწმებდა. კოსტა ცოტას მოიწყენდა, მერე იმ ოთახს მიაშურებდა,

სადაც ისა და მისი ცოლი ღამეს ათევდნენ ხოლმე, ისევ თავის მაროს მოსძებნიდა და

ხმადაბლა (რატომ ხმადაბლა? ეს კოსტამ არ იცოდა) გაუბამდა ლაპარაკს. კოსტას ყველაზე

მეტად ცოლი მაშინ უყვარდა, როცა სტუმრად იყვნენ, განსაკუთრებით, როცა იაშასა და

ნათელასთან იყვნენ სტუმრად.

არა, სხვა დროსაც უყვარდა, ეგრეც არაა საქმე. უფრო მეტიც: მოსწონდა კიდეც. ცხადია, ისე

არა, როგორც სხვისი ცოლისხვისი მაინც სხვისიამაგრამ საკუთარი ცოლის კვალობაზე

ძალიანაც მოსწონდა. თავს არ იტყუებდა, მშვენივრად იცოდა, რომ მარო შეუხედავი ქალი

იყო, გადაბმული წარბები მაინცდამაინც არ უხდებოდა, სახეც რაღაცნაირი მომჟავო-

უგერგილო ჰქონდა. მაგრამ სამაგიეროდ მსუქანი იყო, ფუშფუშა, ტანზე ხორცი უხვად

ეყარა და, გახდილს რომ დაინახავდით... თუმცა თქვენ რას დაინახავდით... ძილის წინ რომ

გაიხდიდა, კოსტას მუცლის ძირში ტკბილი სიმხურვალე ბორბალივით

დაუტრიალდებოდა ხოლმე. ისე, ძვალტყავა ქალების ყადრიც იცოდა. ზაფხულში,

ქალაქიდან რომ დასიცხული დამსვენებლები ამოლაგდებოდნენ, კოსტა თხელ-თხელ,

კნაჭა-კნაჭა გოგოებს ზოგჯერ კუდიძირში მიაჩერდებოდა ხოლმე და თვალგაშტერებული

მძიმედ ყლაპავდა ნერწყვს. ერთხელ ერთ მათგანს, რომელიც ღამის ბინდ-ბუნდში

მოჩვენებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ქალს, არშიყობაც კი წამოუწყო, კერძოდ, ამინდზე

ჩამოუგდო სიტყვა. მაგრამ ყოველივე ეს დროებითი და წარმავალი რამ იყო, წამიერი

გახალისება, შორ გზაზე მიმავალი კაცი რომ შიგადაშიგ შეისვენებ და ამოიქაქანებ (ჩვენ,

ნასწავლ ხალხს, შეგვიძლია ამას ლირიკული გადახვევაც ვუწოდოთ), თორემ არჩევანი რომ

მიეცათ, კოსტა ამ ფიცარივით ქალებს ისევ თავის შავ მაროს ამჯობინებდა, სავსეს,

ფუმფულას, თბილს. ოღონდ, როცა იმ სიყვარულზეა ლაპარაკი, რომლითაც კოსტას

ქვისლის სახლში უყვარდა ცოლი, უნდა ითქვას, რომ ეს სულ სხვანაირი გრძნობა იყო,

რაღაც ღრუბელივით დიდი და ღამის ნისლივით ბუნდოვანი. ჩვეულებრივ სიყვარულს არ

ჰგავდა, რადგან ასეთ დროს მარო თითქოს თეძოსავსე, ჩათქვირებული ქალი კი არ იყო,

არამედ ტრიალ მინდორში ამოსული ტოტებგანიერი ხე, რომელსაც ხვატშიაც შეგიძლია

შეეფარო და თავსხმაშიაც. სიმართლე რომ ითქვას, კოსტას ეს გრძნობა არ მოსწონდა,

რადგან მას ქალაჩუნობის იერი დაჰკრავდა და მამაკაცურ ღირსებას გაურკვეველ, მაგრამ

აშკარა ხიფათს უქმნიდა. ამიტომ ძალიან უხაროდა, რომ, მოათავებდნენ თუ არა

სტუმრობას და ქვისლის სახლიდან წამოვიდოდნენ, ეს ბუნდოვანი გრძნობა წამსვე

იფანტებოდა, როგორც კვამლი, რომელმაც ბუხრის ვიწრო ყელს თავი დააღწია.

არა, არ უყვარდა კოსტას ნათელასა და იაშასთან სტუმრობა. მართალია, მეზობლებში და

შინაურებში უნებური სიამაყით იტყოდა ხოლმეჩვენებიო”, მაგრამ სტუმრად სიარულს,

რამდენადაც ამის საშუალებას გარემოება და ცოლი იძლეოდა, ერიდებოდა. მით უმეტეს,

რომ ყოველ ჩასვლას გვარიანი ხარჯი ახლდა თან. ავტობუსის ფულს ვინ ჩივის! კოსტა არც

ასეთი წვრილმანი კაცი იყო. საქმე ისაა, რომ მაროს აზრით, ქალაქელ ნათესავებთან

ხელცარიელი მისვლა არ შეიძლებოდა. ან ხილი უნდა წაეღოთ, ან ღვინო, ან თონეში

გამომცხვარი პური, ან, თუ რამე განსაკუთრებული დღე ახლოვდებოდა, ყველაფერი

ერთად. კოსტას ვერ გაეგო, თუკი იმათ შეეძლოთ ხელცარიელი მოსვლა, რატომ ამათ არ

შეეძლოთ. ცოლი ამას უბრალოდ ხსნიდა: ჩვენ ბაღი და ვენახი გვაქვს, იმათ არა აქვთო.

კოსტას აზრით ასე მარტივად არ იყო საქმე. ბაღი და ვენახი მისთვის იმასვე ნიშნავდა,

რასაც იაშასთვის მისი ხელფასი. მეტიც: იაშა მის ხელფასს იოლად იღებდა, კოსტას კი

რამდენი უნდა ეწვალა და ეწანწალა ბაზარ-ბაზარ, რომ მისი ბაღი და ვენახი ხელფასად

ქცეულიყო! ერთი ხანობა აპირებდა, დაუფარავად ეთქვა ცოლისთვის, რასაც ფიქრობდა და,

თუ საჭირო შეიქნებოდა, ხანგრძლივ გაბუტვასაც არ მორიდებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც

თავი შეიკავა. არა გაბუტვის გამო. გაბუტვას კი გაუძლებდა. ცოლის დამცინავ გამოხედვას

ვერ იტანდა. გამოხედვას და სიტყვაწუწურაქს”, რომელსაც მარო განსაკუთრებული

გამოთქმით ამბობდა ხოლმე (ისევე, როგორც სიტყვადუხჭირსადა სიტყვაბეჩავს”).

მოგვიანებით თავადვე მიხვდა, რომ მთლად ხარჯშიც არ იყო საქმე. დამცირებულად

გრძნობდა თავს. ჩადი, ეახლე, მიართვი! ვინ არიან ბოლოს და ბოლოს?! მე მაგათზე

ნაკლების...

მაინცდამაინც არც იაშასა და ნათელას უკვნესოდათ გული კოსტას სიყვარულით. ეგ კი არა,

ალბათ არასოდეს ფეხს არ ამოადგამდნენ, სოფელში რომ ასეთი სუფთა და ჯანსაღი ჰაერი

არ ყოფილიყო. კოსტას დიდად არც ამ ჰაერის სისუფთავე და სიჯანსაღე სჯეროდა.

სოფელში ისეთი არავინ უნახავს, განსაკუთრებით ჯანმრთელი ყოფილიყო, ან

განსაკუთრებით დიდხანს ეცოცხლა. ქალაქელები უკეთესადაც გამოიყურებიან, უფრო

გვიანაც ბერდებიან და უფრო გვიანაც იხოცებიან. ამიტომ, ზაფხულობით რომ თავიანთ

გაჩახჩახებულ დარბაზებს მიატოვებენ, აქაურობას მოაწყდებიან და გომურებივით

ოთახებში ქვეყნის ფულს იხდიან, ამის მიზეზი კოსტას აზრით ჯანსაღი ჰაერი კი არ იყო,

არამედ ის, რომ ზედმეტი ფული აწუხებდათ და არ იცოდნენ, რაში დაეხარჯათ.

ნათელას და იაშას ყოველ ზაფხულს ამოჰყავდათ სერაფიტა. ადრე ნათელაც რჩებოდა.

ბოლო ორი წელიწადია, ეტყობა, ჩათვალეს, რომ გოგონა საკმაოდ წამოიზარდა და დედა

აღარ სჭირდებოდა. ამოიყვანდნენ, დატოვებდნენ და მერე წასაყვანად ამოაკითხავდნენ.

კოსტას არავინაც არ სძულდა, თუ მაინცდამაინც თავს არ შეაძულებდნენ. დიდი არ

სძულდა და პატარას სიძულვილი რა სათქმელია. ეგ კი არა, თავიდან უყვარდა კიდეც

სერაფიტა. მშვენიერი ბუთხუზა გოგო იყო, მრგვალი, თეთრი, ცისფერთვალა და

ქერათმიანი. ვის რას უშავებდა! დატანტალებდა თავისთვის და თამაშობდა. ხან ყვავილს

ჩაუცუცქდებოდა და ხმადაბლა ელაპარაკებოდა, ხან პეპლებს დასდევდა ჭყივილითა და

ხითხითით. სულ კარგ გუნებაზე იყო და სულ მღეროდა (რაც შეეხება სიმღერას, როგორც

ქვემოთ დავინახავთ, სამწუხაროდ, იმაზე მეტს მღეროდა, ვიდრე სასურველი იყო). მაგრამ

ზომაც ხომ უნდა იცოდე კაცმა! ერთი ზაფხული, ორი, სამი... აგერ ექვსი წლისა გახდა,

მეშვიდე წელშია და უკვე ხუთი ზაფხულია ამოჰყავთ და ამოჰყავთ. სხვისი კი არა, ამდენ

ხანში საკუთარი მოგბეზრდება ადამიანს. ჭამა უნდა, სმა უნდა, მოვლა უნდა, პატრონობა

უნდა, დარეცხვა უნდა, დაუთოება უნდა...

თავიდან, როგორც ითქვა, კოსტას უყვარდა კიდეც პატარა სერაფიტა. ეს იყო პირველი

წელიწადი, პირველი ზაფხული, პირველი სტუმრობა. მაშინ მარტო სერაფიტა კი არა,

ნათელაც უყვარდა, იაშაც. ისე უყვარდა, რცხვენოდა კიდეც ამ დაუოკებელი სიყვარულის.

საქმე ის გახლავთ, რომ მაშინ მარო ახალი შერთული ჰყავდა. კოსტას ცნობიერების გუბე

ფსიქიკის რთულ მექანიზმში ვერ ერკვევა (სიყვარული კი მრავალი სახისაა), მას მხოლოდ

შიშველი განცდების მოწოდება შეუძლია. სამაგიეროდ, ჩვენ ყველაფერში მშვენივრად

ვერკვევით და დანამდვილებით ვიცით, რომ, როდესაც კაცი ცოლს შეირთავს, დრომდე და

ვადამდე მას ცოლის ნათესავები, ცოლის მეგობრები, ცოლის ახლობლები ისე უყვარს,

თავისიანებს ურჩევნია. ამ დროს სიყვარული ადიდებულია, კალაპოტიდან გადმოსულია

და ღობე-ყორეს ედება. ცოტა ხანში ჩაწყნარდება და კალაპოტში ჩადგება. გვალვამ თუ

მოუჭირა, შეიძლება სულაც დაიშრიტოს და დაშრეს.

კოსტა და მარო ოქტომბრის ბოლოს დაქორწინდნენ. სერაფიტა ნათელამ ივლისის

დასაწყისში ამოიყვანა. შუაში რვა თვე იყო. რვა თვეში, თუ სიძე ყოჩაღია და არც სხვა რაიმე

ობიექტური დაბრკოლება არსებობს, წესით პატარძალი კი უნდა დაორსულდეს. მაროს

ჯერჯერობით არაფერი ეტყობოდა. ამის გამო სხვა ქმარი შეიძლება შეშფოთებულიყო

კიდეც და ცოლოურის სიყვარულშიც შესაბამისი შესწორება შეეტანა, მაგრამ კოსტა არ

შფოთავდა. არც კი ფიქრობდა ამაზე. ჯერხნობით ქვისლი ჭკვიანი კაცი იყო, დაფასებული,

შემკობილი, წვერი და ყალიონი დიდად შვენოდა. ნათელაც ანგელოზი იყო, სითბოს,

სინაზისა და გულისხმიერების განსახიერება. კოსტა შემთხვევას არ გაუშვებდა ხელიდან,

რომ ეს ახალი, საამაყო წრე არ ეხსენებინა და თავისი ბნელი ნათესავებისთვის არ

დაეპირისპირებინა. სერაფიტა მაშინ ორი წლისა იყო. დაბაჯბაჯებდა ეზოში და ჭყიოდა.

ყველაფერი უკვირდა და ყველაფერი უხაროდა. მაშინ კოსტასაც ყველაფერი უხაროდა.

მაგრამ, ერთი წელი რომ გავიდა, ადიდებული სიყვარული კალაპოტში ჩადგა, იაშას წვერმა

და ყალიონმა გამორჩეულობის ნიშან-თვისებები დაკარგა და ცოტა მეტიჩრობის ნიშან-

თვისებები შეიძინა. აღარც ნათელას გულისხმიერება იყო შარშანდელივით უზადო და

უცოდველი. ხოლო რაკი დროის მეთოდური მუშაობა უფრო დაჩქარდა იმით, რომ მარო

დაორსულებას არა და არ აპირებდა, მომდევნო ზაფხულს, როდესაც ნათელამ ისევ

ჩამოიყვანა სერაფიტა, კოსტას მოეჩვენა, თითქოს გოგონა ზომაზე მეტად ჭყიოდა, ისეთი

რამეები აკვირვებდა, რაც სამი წლის ბავშვს აღარ უნდა აკვირვებდეს, და ისეთი რამეები

უხაროდა (ვთქვათ, კოსტას დედას რომ ექვსი კბილი აკლდა), რაშიაც არაფერი არაა

სასიხარულო. და, რაც მთავარია, ყველაფერ ამაშიჭყივილშიც, გაკვირვებაშიც,

სიხარულშიცკოსტა ნიშნისმოგებას ხედავდა, თითქოს ესმოდა გოგონას გამომწვევი ხმა:

მე ვარ და ის არ არისო. “ისკი არა და არ ჩაისახა, თუმცა კოსტა თავის მხრივ ცდას არ

აკლებდა. დრო იკარგებოდა უქმად, თორემ, ჯამბულა რომ გაჩნდებოდა, ამაში კოსტა

არასოდეს დაეჭვებულა. ჯამბულა ადრე თუ გვიან გაჩნდებოდა, მაგრამ ეს იყო, იგვიანებდა,

საქმეს კი უკვე ისეთი პირი უჩანდა, რომ შეიძლება ამასობაში მისი საძოვრები სხვას

მოეოხრებინა. სერაფიტას საკვირველი მადა ჰქონდა და ხარბი ჭამა იცოდა. ერთხელ კოსტამ

ნიადაგის მოსასინჯად ამ თემაზე ცოლთან დაიწყო (შორიდან) ლაპარაკი. თავი ისე

დაიჭირა, ვითომ ჯამბულას მომავალი ქონების დარდი კი არ ჰქონდა, არამედ იმას

წუხდა,ზედმეტ ჭამას სერაფიტას ჯანმრთელობა არ შეერყია, და მზრუნველი ბიძის

კილოთი თქვა, კაცო, ეს ბავშვი რომ გაძღომას ვერ იგებს, კუჭს არაფერი აუტეხოსო. ცოლმა

მისი ტაქტი არად ჩააგდო და მწყრალად მიუგო, ნუ გეშინია, მოცუცქნული ბავშვი რომ

ერთი კვირა შევინახოთ, ამით არ გავღატაკდებით, ოჯახში ისედაც კეთდება თითო

ზედმეტი ულუფაო. კოსტამ კილოზე შეატყო, რომ ცოლს უკვე ენის წვერზე ადგა

რომელიმე საშიში სიტყვა (“წუწურაქი”, “ბეჩავი”, ანდუხჭირი”), ამიტომ გაჩუმდა და

სათქმელი გულში ჩაიკლა. არადა, ცოლმა მის ბოღმას კიდევ ახალი ბოღმა მიუმატა: ვერ

გაეგო კოსტას, რატომ ამბობდა, ერთი კვირით შევინახოთო, როცა ყოველ ზაფხულს, სულ

მცირე, თითო თვით ინახავდნენ. მით უმეტეს ვერ გაეგო ზედმეტი ულუფის საკითხი: თუ

სადილად ერთი ულუფა ყოველთვის ზედმეტი კეთდება, ის ერთი ულუფა ხომ უკვე მაგ

ბავშვს სჭირდება, ამიტომ კიდევ ერთი ულუფა უნდა მიამატო, რომ ისევ ერთი ზედმეტი

ულუფა გამოვიდეს. ბოლოს და ბოლოს ქვეყანა მართლა ჩალით ხომ არაა დახურული! ან

იქნებ ვინმეს ჰგონია, კოსტამ ამდენი ანგარიში არ იცის?

კოსტას თანდათან დასჩემდა შიში, რომ სერაფიტა ყველაფერს შესჭამდა და პატარა

ჯამბულას, რომელიც სადღაც, შორეულსა და უცხო, სქელი ნისლით გარემოცულ

თვალმიუწვდომელ სამყაროში უკვე არსებობდა, აღარაფერს დაუტოვებდა. გოგონა ისე

გრძნობდა თავს, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი და შენი არ იცოდა. ყველაფერს თავისად

თვლიდა. ყველგან მიძვრებოდა, ყველაფერს აღებდა, ყველაფერს სინჯავდა, ყველაფერს

აფუჭებდა. ისეთი აღარაფერი რჩებოდა, რომ ჯამბულას უხმარი და ხელუხლებელი

დახვედროდა. ერთხელ კოსტამ შიბაქი გამოთალა (რითაც ხაზი გაუსვა ჯამბულას მოსვლის

გარდუვალობას) და ჩუმად ჩაკეტა უჯრაში იმ იმედით, რომ მისი პირველი მომხმარებელი

ჯამბულა იქნებოდა. კოსტა თავის გულში დიდხანს ეფერებოდა და ელოლიავებოდა ამ

ფიქრს, სიყვარულით წარმოიდგენდა ხოლმე, როგორ ჩააწყობინებდა მომავალ ვაჟიშვილს

შიგ პაწაწკინტელა რაღაც-რუღაცეებს. მაგრამ სერაფიტამ შიბაქს მიაგნო. თავიდან ყალიონს

მიამსგავსა, პირში გაიჩარა, მამიკო ვარო, საკუთარ თავს გამოუცხადა და ზურგსუკან

ხელებდაწყობილმა დინჯად გაიარ-გამოიარა აივანზე. მერე ეზოში ჩავიდა და ყალიონი

ყვავილებსა და პეპლებს შეახარბა. ბოლოს, როდესაც ეზოს გადაღმა, ნაკადულის პირას

გაისეირნა, უცებ სხვა აზრი დაებადა. ტალახი მოზილა, ნამცხვრის გამოცხობა დაიწყო და

ჯამბულას რაღაც-რუღაცეების ჩასაწყობი შიბაქი ფორმების გამოსაყვანად იხმარა. კოსტამ

ეს რომ გაიგო (საღამოს, შინმობრუნებულს, თავად სერაფიტა შეეგება ეზოში და მიახარა,

ნახე, ბიძია კოსტა, მე რა მაქვსო), გაცოფდა, წამოენთო, მაგრამ ცოლის შიშით ვერაფერი

თქვა, მხოლოდ კბილები გააღრჭიალა და გულში შეიგინა.

ახლა, რაც შეეხება სიმღერას. ბოლო ხანებში (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მშობლებმა

ჩათვალეს, რომ იგი უკვე დიდი გაიზარდა, და მარტო ტოვებდნენ სოფელში) სერაფიტა

სიმღერამ გაიტაცა. ხოლო რაკი გატაცება სრული და ყოვლისმომცველი იცოდა, დილით

რომ გააღებდა პირს, მხოლოდ ჭამისა და ძილის გამო თუ მოკუმავდა. მღეროდა და

მღეროდა. ერთ სიმღერას რომ მოათავებდა, არ ამოისუნთქავდა, ისე გადააბამდა მეორეს.

როცა ცოდნა უღალატებდა და რეპერტუარი შემოაკლდებოდა, იქვე, ექსპრომტად თხზავდა,

მელოდიასაც თვითონ იგონებდა და სიტყვებსაც. კოსტას მისი გაუთავებელი სიმღერა

ყურებს უყრუებდა და ტვინს უხვრეტდა, მაგრამ გოგონას ამ გატაცებას მშვიდად და ცოტა

სიხარულითაც კი შეხვდა, რადგან, ჯერ ერთი, სამუშაო დღეებში თვითონ სამსახურში იყო,

რაიონის ცენტრში, იქამდე კი გოგონას ხმა ვერ აღწევდა, გარდა ამისა, მთელი არსებით

სიმღერაში დანთქმული სერაფიტა სხვა საქმიანობისთვის ნაკლებად იცლიდა და კოსტას

იმედი მიეცა, რომ ჯამბულას მოსვლისთვის ოჯახში ცოტა რამ მაინც გადარჩებოდა

დაუმტვრეველი, დაუხეველი, გაუფუჭებელი, შეუჭმელი.

კოსტას პატარა სახლი ედგა, ორი ოთახი და ერთი შუშაბანდი ჰქონდა. რა ხანია აპირებდა

ახალი სახლის აშენებას, მასალის ნაწილი უკვე მოზიდა კიდეც და ეჭვი არ იყო, თავის

დროზე ჯამბულა უკეთეს სახლში იცხოვრებდა, მაგრამ ჯერჯერობით მშენებლობის

დაწყება ვერ მოხერხდა. დიდი ოთახი გაქირავებული იყო. იქ გასაჯანსაღებლად ჩამოსული

ქალაქელები იდგნენ. პატარა ოთახში კოსტასა და მაროს ეძინათ, შუშაბანდშიკოსტას

დედას. სერაფიტას სადღა ეძინა? სერაფიტას პატარა ოთახში ეძინა დეიდასა და ბიძასთან

ერთად. მართალია, შუშაბანდი ოთახზე უკეთესი იყოუფრო დიდიც, უფრო ნათელიც,

უფრო ჰაერიანიცმაგრამ სერაფიტა იქ არ იძინებდა. სერაფიტას კოსტას დედა არ უყვარდა

და ღამე მასთან არ რჩებოდა. თავიდანვე არ მოუვიდა თვალში. დაინახა თუ არა, “მეშინია

ამისიო!”, ცივი ხმით იკივლა, დედამისს ჩაეკრო და მკლავები მაგრად შემოაჭდო კისერზე.

კოსტას დედა საფრთხობელა არ ყოფილა. მართალია, შიგადაშიგ სხვა ბავშვებსაც

ეშინოდათ, განსაკუთრებით პირველ ნახვაზე, მაგრამ ასეთი კივილი არავის აუტეხია.

კოსტას დედას მაშინ ბავშვის საქციელი ეწყინა და გაიბუტა. ნათელამ და მარომ გაიცინეს

და სცადეს ყველაფერი უწყინარ ხუმრობად ექციათ. კოსტამაც გაიცინა. კოსტას

სიყვარულის მდინარე ამ დროს არ იყო კალაპოტში ჩამდგარი. კოსტას ჯერხნობით

სერაფიტაც უყვარდა, ნათელაც, იაშაც და ყველა, ვინც კი მაროსთან იყო დაკავშირებული.

სერაფიტა ნელ-ნელა შეეჩვია კოსტას დედას. შიშით ისევ ეშინოდა, მაგრამ აღარ ტიროდა.

სანამ ნათელა სოფელში რჩებოდა, დედა-შვილს შუშაბანდში ეძინა. სერაფიტა თითქოს

არავითარ ყურადღებას არ აქცევდა კოსტას დედას, რომელიც ხის ტახტზე იწვა და

შუაღამემდე ხვნეშოდა, მაგრამ, მარტო რომ დატოვეს, ცივი უარი თქვა შუშაბანდში

დაწოლაზე და იძულებული შეიქნენ ისიც პატარა ოთახში გადაეყვანათ. კოსტას ეს ამბავი

არ ესიამოვნა, მაგრამ დიდადაც არ განუცდია, რადგან საღამოს ცხრა საათზე გოგონას,

როგორც წესი, გუდურასავით ეძინა ხოლმე და არავის არაფერში ხელს არ უშლიდა. ამ

დროს კოსტამ ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ რა განსაცდელს უმზადებდა მუხთალი ბედი.

ერთ საღამოს სერაფიტა, მთელი დღის ნამღერი და დაქანცული, ჩვეულებისამებრ ცხრის

ნახევარზე დააწვინეს. თორმეტის ნახევარზე კოსტა და მაროც დაწვნენ. სანამ მარო ტანთ

იხდიდა, კოსტა უყურებდა და მუცლის ძირში ვნების ცხელი ბორბალი უტრიალებდა. მერე

თვითონაც გაიხადა, გვერდით მიუწვა ცოლს, ტკიპასავით მიეკრო, ხელი მოხვია და

მოემზადა იმ ძილისწინა საქმიანობისათვის, რომელიც, ადრე თუ გვიან, ჯამბულას

გაჩენით უნდა დაგვირგვინებულიყო. “შეიფრთხიალა მგოსანმააა!”, გაისმა ამ დროს

სერაფიტას ფხიზელი, წკრიალა ხმა. კოსტას ძარღვები მოუდუნდა და სხეულში გაციებული

ვნების მღვრიე ტალღამ დაუარა. გოგონას გამოხდომა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ

მარომაც კი ვერ მოითმინა და მწყრალი ხმით დატუქსა: “რას წიკვინებ, გოგო, გაჩუმდი და

დაიძინეო!” კოსტა გულაღმა დაწვა. “უნდა წაახრჩო კაცმა ეს კატის კნუტი!”, გაიფიქრა და

გინებას შეუდგა. აგინებდა თავის ბედს, თავის გაჩენის დღეს, მაროს, ნათელას, იაშას,

აგინებდა ყველას და ყველაფერს. ცოტა რომ დამშვიდდა, გადაწყვიტა დაეცადა, სანამ

სერაფიტა დაიძინებდა. სერაფიტა მღეროდა. ცოტა კი დაუწია ხმას, დეიდა რომ გაუწყრა,

მაგრამ ოთახში მაინც კარგად ისმოდა მისი სიმღერა და გაწყალებული ვნებით გაჟღენთილ

სიბნელეში დიდხანს იღვრებოდა ნაირ-ნაირი მელოდიები. სერაფიტა მღეროდა,

დაძინებით კი მარომ დაიძინა. ბოლოს და ბოლოს, რა თქმა უნდა სერაფიტამაც დაიძინა,

მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან ცოლის გაღვიძება კოსტამ ვერ გაბედა.

ამის შემდეგ პატარა სერაფიტას ღამეული კონცერტები კოსტას ცხოვრების საზაფხულო

ლაიტმოტივად იქცა. გოგონა მღეროდა და წვეთ-წვეთობით უშხამავდა სიცოცხლეს ბიძას.

კოსტა შფოთავდა, ტრიალებდა ლოგინში, კბილებს აკრაჭუნებდა და ამაოდ ელოდა

სერაფიტას დაძინებას. პირველი ყოველთვის მარო იძინებდა. ერთხანს კოსტა მაინც არ

ჰკარგავდა იმედს, ფიქრობდა, ამდენ უძილობას ბავშვი ვერ გაუძლებს და გადაიღლებაო. ეს

ვარაუდი თავისთავად მართებული იყო, მით უმეტეს, რომ დილით ადგებოდა თუ არა,

კოსტა საგანგებოდ ახმაურდებოდა ხოლმე და გოგონას დილის ძილს არ აცლიდა. მაგრამ

სერაფიტამ სხვა გზა გამონახა: თუ აქამდე დღისით ნახევარ საათს წაიძინებდა, ახლა

მთელი სამი საათი ეძინა, რათა მერე, ღამით, უფრო ფხიზლად და ხალისიანად ემღერა.

ვითარება იმდენად მძიმე შეიქნა, რომ ერთი-ორჯერ მარომაც კი ქმრის მხარე დაიჭირა და

შეეცადა გოგონასთვის დღე ძილის საშუალება არ მიეცა. მაგრამ ამ მცდელობას სასურველი

შედეგი არ მოჰყოლია. ნაშუადღევის ორ საათზე სერაფიტა სულ ერთიანად მოდუნდებოდა,

მოეშვებოდა, მოიმჩვარებოდა, ნახევრად თვალდახუჭული ბარბაცით შევიდოდა ოთახში,

მოწყვეტით ჩაეშვებოდა თავის საწოლში და სამი საათი ისე ეძინა, ფეხს არ გაატოკებდა.

კაცი იფიქრებდი, იცის, რასაც აკეთებს, და შეგნებულად იბრძვის იმისათვის, რომ

ჯამბულას გაჩენას საფუძველი არ ჩაეყაროსო.

მაშინ კოსტამ იმედი დაკარგა და ნელ-ნელა გაგარეულდა. სამსახურში გვიანობამდე

რჩებოდა და იმის მაგივრად, რომ ხუთი საათის ავტობუსით დაბრუნებულიყო, შვიდი

საათის ავტობუსით ბრუნდებოდა. ზოგჯერ შუაღამემდეც გადაიკარგებოდა. ცდუნება უკვე

იოლად სძლევდა და ერთ-ორ ძველ ამფსონთან ერთად ბუზებით გამოტენილ ბინძურ

სასადილოს მიაშურებდა, რათა, როგორც ასეთ შემთხვევაზე იტყვიან, დარდი ღვინოში

ჩაეხრჩო. დარდი არ იხრჩობოდა. მცირე ხნით კი ჩაყურყუმალავდებოდა ღვინოში და

გაიტრუნებოდა, მაგრამ მეორე დილით საღ-სალამათი ისევ ზედაპირზე ამოჰყოფდა თავს.

და, რაც მთავარია, ამ უკვდავ დარდს ასეთ დროს თან ახლდა მწარე განცდა იმისა, რომ ის

ფული, რაც წუხელ დაიხარჯა, ჯამბულას მოაკლდა.

რა დასამალია და, ვნების სიმწრით გათანგულს ზოგჯერ ჯამბულა ავიწყდებოდა კიდეც.

მხოლოდ ამით თუ აიხსნება ის, რომ გულმა რამდენჯერმე ქუჩის ქალებისკენ გაუწია.

თუმცა აქედან არა გამოვიდა რა. მართალია, ადრე, სანამ ცოლს შეირთავდა, ამ საქმეში

რაღაც გამოცდილება კი ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოჯახს მოეკიდა, ის გზა ნელ-ნელა

გადაავიწყდა და ახლა, როცა დასჭირდა, ვეღარ გაიგნო. თანაც ეშინოდა. საკმარისია ვინმემ

თვალი მოგკრას აქ, რაიონის პატარა ცენტრში, სადაც ყველა ყველას იცნობს...

მერე და მერე შაბათ-კვირეებშიც დაიწყო ამფსონებში სიარული და მთლად გატყიურდა. რა

ექნა? სერაფიტას დანახვას ვეღარ იტანდა. როცა შინ იყო, სულ იმას ცდილობდა

გოგონასთვის თვალი აერიდებინა. ხანდახან ძლივს იკავებდა თავს, რომ ერთი მაგრად არ

გაესილაქებინა. გასილაქებას ვერ ბედავდა, ცოლის ეშინოდა. თუმცა შურისძიების პატარ-

პატარა ზომებს კი მიმართავდა. ეს ზომები სამარცხვინო იყო და შესრულების შემდეგ

დანაშაულის ამაფორიაქებელ გრძნობას ბადებდა, რომელსაც მოტკბო-მომჟავო გემო

ჰქონდა. ერთხელ, მაგალითად, სერაფიტას ეზოში ტაბურეტი გამოეტანა და ზედ კუბიკების

კოშკს აგებდა. ის იყო კოშკი თითქმის დაამთავრა, რომ კოსტამ გვერდით ჩაუარა და

ტაბურეტს ვითომ უნებურად წამოედო. ტაბურეტი შეირყა, კოშკი დაინგრა, გოგონა

აღრიალდა. კოსტას თან ესიამოვნა, თან ისეთი გრძნობა გაუჩნდა, ზემოთ რომ ვთქვი, თან

შეეშინდა, მარო არ გამოჩენილიყო და მისი საქციელის წინასწარგანზრახულობას არ

მიმხვდარიყო. მეორედ კაკლის ძირას პაწაწკინტელა ბაყაყი იპოვა და ხმამაღალი სიმღერით

გართულ სერაფიტას კალთაში ჩაუგდო, თან, საქმისთვის რომ ხუმრობის ელფერი მიეცა,

მოვიდა-მოვიდაო, სიცილით უთხრა. გოგონამ მაშინაც ბევრი იბღავლა. ისე კი, უნდა

ითქვას, რომ სერაფიტა ბიძის ამ ავკაცურ გამოხდომებს მალევე ივიწყებდა. უფრო მეტიც:

სერაფიტას კოსტა უყვარდა. ზოგჯერ, კოსტა რომ სადმე, ეზოში ან აივანზე, თავისთვის

იჯდა პატარა ჯორკოზე, გოგონა უკნიდან წამოეპარებოდა, ხელებს კისერზე მოჰხვევდა,

თავს თავზე მიადებდა და გაიტრუნებოდა. კოსტა ასეთ დროს ცივად იშორებდა ხოლმე მის

ხელებს.

ნათელა რომ ამოვიდოდა და სერაფიტას წასაყვანად მოამზადებდა, კოსტა თითქოს

ცოტათი მოლბებოდა, გოგონაზე გული მოუბრუნდებოდა, უკვე აღარ ეჩვენებოდა

ჯამბულას დაუძინებელ მტრად და გულში ისე შერცხვებოდა თავისი წვრილმანი

შურისძიებებისა, რომ ოფლიც კი ასხამდა. მერე, როცა ისიც გაახსენდებოდა, რომ წინ

თავისუფალი, უსიმღერო და უკონცერტო ღამე ედო, გამოთხოვებისას, ცოტა არ იყოს,

ჭარბი გულმხურვალებითაც კი აკოცებდა ხოლმე საფეთქელზე.

ამასობაში რწმენამ და მონდომებამ თავისი გაიტანა და ერთ მშვენიერ დღეს მარო

ფეხმძიმედ შეიქნა. ეს მოხდა ზამთარში, როცა სოფელში წელამდე თოვლი იდო, ხოლო სამ

სექტემბერს, მზის ამოსვლის ჟამს, ჯამბულაც გაჩნდა. სერაფიტა სულ ერთი კვირის

წაყვანილი ჰყავდა ნათელას, მაგრამ, ჯამბულას დაბადება რომ შეიტყვეს, მთელი ოჯახი

სერაფიტაც, ნათელაც, იაშაცუკანვე ამოვიდა. თან საჩუქრებიც ამოიტანეს. კოსტას

საჩუქრები ესიამოვნა, თუმცა სტუმრების მოსვლა დიდად არ ეპიტნავა. ერჩივნა ჯამბულას

დაბადებით გამოწვეული სიხარული სხვისთვის არ გაეზიარებინა და მარტო თვითონ

განეცადა. თანაც გულში სულ იმის შიში ჰქონდა, სერაფიტას ახალი ოინი არაფერი

მოეგონებინა და კოსტას სიხარულის ზღვაში შხამის მდინარე არ მიეშვა. ეს შიში არ

ასვენებდა, რაც შეეძლო ყურადღებით იყო, თვალი მუდამ გოგონაზე ეჭირა, რათა

მოსალოდნელი ხიფათი წინდაწინვე გამოეცნო და მანამ აერიდებინა, სანამ შედარებით

იოლი ასარიდებელი იქნებოდა.

დაკვირვებული მკითხველი ამ ადგილას, ეჭვი არაა, უკვე მიხვდა, რომ კოსტას

სიფრთხილიდან არაფერი გამოვიდა, რადგან დაკვირვებულმა მკითხველმა იცის, რომ

ზედმეტი სიფრთხილიდან სასიკეთო არასოდეს არა გამოდის რა. ჯამბულა და მარო რომ

სამშობიაროდან გამოწერეს, მათ ამოსაყვანად რაიონის ცენტრში იაშას მანქანით წავიდნენ.

იაშა საჭესთან იჯდა, კოსტა გვერდით უჯდა, ნათელა უკან იჯდა. სერაფიტა შინ დარჩა.

ასეთ დროს ყოველი ნორმალური ბავშვი, თუ გულში რამე ავი განზრახვა არა აქვს, როგორც

წესი, წაყვანას ითხოვს. მშობლები უარს ეუბნებიან, ის კი ჭირვეულობს და ტირის.

სერაფიტას მით უფრო უნდა მოენდომებინა წასვლა, რომ შინ კოსტას დედასთან მოუწევდა

დარჩენა. აქ კი ყველაფერი უკუღმა მოხდა. მშობლებს წაყვანა უნდოდათ და მან დარჩენა

ამჯობინა. კოსტა, ცხადია, ვერ მიხვდა, რომ გოგონას ამ არაბუნებრივ საქციელში უკვე

ბედისწერის ხელი ერია. ერთი სიტყვით, წავიდნენ, ჯამბულა და მარო ჩამოიყვანეს,

ჩამოვიდნენ და პიპინ-პიპინით შეგრიალდნენ ეზოში. ის იყო იაშამ მანქანა დაამუხრუჭა,

რომ კოსტამ გაიხედა და რას ხედავს: ახალთახალი აკვანი, რომელიც ორი დღის წინ იყიდა

და რომელიც პირველად ჯამბულასთვის უნდა დარწეულიყო, რათა ამით ჯანმრთელობა,

სიმდიდრე და ხანგრძლივი სიცოცხლე დაბედებოდა, სერაფიტას აივანზე გამოეტანა, შიგ

თავისი საყვარელი თოჯინა ჩაესვაბანჯგვლიანი, შავი მაიმუნი, რომელსაც არასოდეს

იშორებდა და მუდამ და ყველგან თან დაათრევდაწყნარად არწევდა, დედობრივი

სიყვარულით დაჰყურებდა და ტკბილად უმღეროდა. მანქანის ხმაზე გოგონამ მოიხედა,

საჩვენებელი თითი ტუჩებზე მიიდო დაჩჩუო”, ხმადაბლა თქვა. ვითომ ჩემს მაიმუნს

ძინავს და არ გამიღვიძოთო. ამის დანახვაზე იაშამ გაიცინა, ნათელამ გაიცინა, მარომაც კი

გაიცინა. კოსტას გული ჩასწყდა და მთელი სხეული ისე მოემჩვარა, თითქოს ყველა

სასიცოცხლო ძალა გამოცლოდეს. ჯამბულამ აბა რა იცოდა, რა ამბავი ტრიალებდა მის

თავს! კოსტამ ჩუმად გააკრაჭუნა კბილები, ტკივილი უხმოდ გადაიტანა და შეეცადა ისეთი

სახე მიეღო, ვითომ სერაფიტას საქციელი უწყინარი და ხალისიანი ხუმრობა ყოფილიყოს.

ან კი რა ექნა? იცოცხლეთ, სიამოვნებით გააწნავდა სილას, სიამოვნებით დაავლებდა ხელს

მის ბანჯგვლიან მაიმუნს, შუაში გახლეჩდა და ნაწილ-ნაწილ მოისროდა ღობის იქით.

სიამოვნებით შეაყრიდა სახეში ნათელასა და იაშას მათ ჩამოტანილ საჩუქრებს და მთელ

ოჯახს კინწისკვრით გაისტუმრებდა, მაგრამ ვაი, რომ კაცი ათასი ჯაჭვით ხარ შებორკილი

და, რაც გინდა, იმას არავინ გაგაკეთებინებს!

კოსტამ ეს შეურაცხყოფაც გადაყლაპა. გულში კი დაიქადნა, დამაცადონ, ჯამბულა რომ

წამოიზრდება და ამათთან სტუმრად ჩავიყვან, მეც ასე თავის ნებაზე მივუშვებ, რაც არ

უნდა ჩაიდინოს, არაფერს დავუშლი, ვნახოთ ერთი რა გუნებაზე დადგებიანო, მაგრამ, საცა

ეს ქადილი გაჩნდა, იმის ცოტა იქით, გულის შორეულ კუნჭულში, გრძნობდა, რომ ამ

ტრაბახს ასრულება არ ეწერა. ქვისლის დაწკრიალებულ სახლში, სადაც ნათელა ჩვრით

დადიოდა და მტვერსა და უწესრიგობას არ აჭაჭანებდა, კოსტა ვერ გაბედავდა ნებაზე

მიეშვა ჯამბულა. კოსტა საერთოდ ვერ გაბედავდა, გამუდმებით არ ეფიქრა იმ ჩვარზე,

რომელიც ნათელას ყოველთვის გრძელი, საუცხოო ხალათის ჯიბეში ედო...

მაროს ეძინა. ჯამბულას ეძინა. სერაფიტას ეძინა.

შუშაბანდში დედას ეძინა.

ღობის იქით მეზობლებს ეძინათ.

მთელ სოფელს ეძინა.

ამდენ ხალხში მარტო კოსტა ფხიზლობდა და თვალზე რული არ ეკარებოდა. ყოველმა

კაცმა მოილია თავისი დარდი და დაიძინა. ან, თუ ვერ მოილია, მეორე დღისთვის გადადო.

კოსტამ ვერც მოილია და ვერც გადადო. კოსტა შფოთავდა, წუხდა, ოხრავდა, ტრიალებდა

და ღამეს თეთრად ათენებდა. “ჰოსადაარასლაშქარი შეეყარათ და სამკვდრო-

სასიცოცხლო ბრძოლისთვის ემზადებოდნენ. ომის ასპარეზი კოსტას თავი იყო. აქ

შუბმომარჯვებული მხედრები ქურან ცხენებს დააგელვებდნენ და ფლოქვების

თქარათქურს ყრუ ტკივილით ირეკლავდა საფეთქლები.

ყველას ეძინა კოსტას გარდა.

არათავის ლაშქრით კოსტას თავმოყვარეობას იცავდა.

ბოლოს და ბოლოს, თუ იაშა ადამიანია, კოსტაც ადამიანია. რას მიქვია ამოსვლა არ

გვიხერხდება და ბავშვი თქვენ ჩამოიყვანეთო! თქვენმა მზემ! ჩამოგიყვანთ, როგორ არა!

სხვა ხომ არაფერი გნებავთ? იქნებ საყიდლებზე გაგეგზავნოთ?.. ამ ნათელას ჰგონია, მისი

ქმარი განათლებული თუა და პირში ყალიონი თუ აქვს გაჩრილი, ამით კოსტაზე უკეთესია.

კი ბატონო, იყავით უკეთესი! გქონდეთ თქვენი განათლება, თქვენი ყალიონი, თქვენი

წვერები, თქვენი სიმდიდრე. გქონდეთ და იყავით თქვენთვის. კოსტას თავი დაანებეთ.

წარმოსადეგია ხომ იაშა, ჭკვიანი, კარგი მოლაპარაკე? იყოს, ბატონო, მოუკვდეს მოშურნე!

ოღონდ კოსტას მოეშვით. თქვენ მოეშვით და, კოსტა წვრილია თუ მსხვილი, თავის საქმეს

თვითონ მიხედავს და თავის ჯამბულას თვითონ მოუვლის. როგორც მე ვარ შენი ქვისლი,

ისე შენა ხარ ჩემი ქვისლი. რა შუაშია აქ განათლება და ყალიონი! სხვის სახლში ისე

გრძნობენ თავს, ვითომ თავიანთი მამა-პაპის დანატოვარ კარ-მიდამოზე იყვნენ. ესაა

მაგათი განათლება, მე მაგათი განათლება კი... ნათელა ყველაფერს თავის ჭკუაზე

გადაადგილ-გადმოაადგილებს, აქაო და თქვენზე უკეთესი გემოვნება მაქვსო. საცა უნდათ,

იქ წამოგორდებიან, რასაც უნდათ, იმას შეჭამენ. ერთი არაფერზე იკითხავენ, შეიძლება თუ

არაო. მაგათ მაგივრად კოსტას რცხვენია და საკუთარ სახლში სტუმარივით იქცევა.

ყველგან კოსტა რატომ უნდა იყოს სტუმარი?! ის არ ეყოფა, რომ, როცა მათსაა, სულ ფეხის

წვერებზე დადის და ერთთავად იმის შიშშია, ისეთი არაფერი ჩაიდინოს, ნათელამ შენიშვნა

მისცეს? თქვენ ჩამოგვიყვანეთ ბავშვიო! მოგგვრით, როგორ არა! ეტყობა, მანქანა

გაუფუჭდათ, ან იაშას არა სცალია. უმანქანოდ კი ნათელა აბა როგორ ამოვა! ავტობუსით

მგზავრობას ხომ არ იკადრებს! თქვენმა მზემ! ოღონდ ნათელა არ შეწუხდეს, და კოსტა

დედაბუდიანად აიყრება და წამოვა. პატარა ჯამბულა თუ ირაყრაყებს ავტობუსში ამოდენა

გზაზე, ეს არაფერი! მთავარია, ნათელა გაუფრთხილდეს თავს. ვერ მოგართვით!

ამობრძანდით და თქვენ თვითონ წაიყვანეთ თქვენი შვილი!

არამედგრად იცავდა კოსტას თავმოყვარეობას. “არაამაყი იყო, ზვიადი, გულმხურვალე

და ცოტა სულელიც, როგორც ყველა, ვინც ამაყია, ზვიადი და გულმხურვალე.

ახლაჰოსბანაკს გადავავლოთ თვალი.

ჰოთეთრ ცხენზე ამხედრებულა და წინდახედულად, ზომიერი სიფრთხილით, მაგრამ

მტკიცე ნაბიჯით მიჰყავს ლაშქარი ბრძოლის ველისაკენ. “ჰოდიდებული სანახავია.

შეჯავშნულია, შეაბჯრული, შეჯაჭვისპერანგებული. თავზე ჩაჩქანი ახურავს, მუზარადი,

ჩაფხუტი. სამკლაური შემოუკრავს, საბარძაყე, სამუხლისთავე, საწვივე. და მზადაა

სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლოს კოსტას სიმშვიდისა და კეთილდღეობისათვის.

მართლაცდა, თუ არ შეასრულებს ნათელას თხოვნას (სწორედ თხოვნა ეწერა ნათელას

წერილში და არა ბრძანება. თუ მოახერხებთო, კოსტა თუ მოიცლისო, თქვენი ჭირიმეო,

იმიტომ კი არა, რომ სერაფიტაა ჩამოსაყვანიო, ჯამბულა უკვე ერთი წლისა ხდება,

ენაცვალოს დეიდაო), მაშინ სერაფიტა ერთი კვირა კიდევ აქ უნდა ჰყავდეს. არა, მართლა

ეგრე კი არაა საქმე, მარო რომ ვითომ უმისამართოდ ჩაილაპარაკებს ხოლმე სიტყვა

წუწურაქს”! კოსტას სულაც არ ენანება ის საჭმელი და სასმელი, რასაც სერაფიტა ამ ერთ

კვირაში შეჭამს და შესვამს (თუმცა, რაღა თქმა უნდა, ჯობდა დაზოგილიყო და ჯამბულას

მომავალს მოხმარებოდა). არა, ამას შედარებით იოლად აიტანდა, მაგრამ ის როგორღა

აიტანოს, რომ კიდევ ერთი კვირა უნდა უჯდეს სახლში და თვალებში ეჩხირებოდეს? კოსტა

თავს ისე გრძნობდა, როგორც ტუსაღი, რომელსაც შაბათს ციხიდან უშვებენ და

თავისუფლების საამო მოლოდინში გული სიხარულით უჩქროლავს. იმთYავითვე რომ

სცოდნოდა, პატიმრობის ვადა ამ შაბათს კი არა იმ შაბათს გაუდიოდა, შეჩვეული იქნებოდა

ამ აზრს და გულის ჩქროლაც ერთი კვირის მერე დაეწყებოდა. თავზარი არ დაეცემა

ტუსაღს, სამი დღის მერე რომ ციხიდან გამოსვლას მოელის და უცებ გამოუცხადებენ,

სასჯელი ერთი კვირით გაგიგრძელდაო? ეს ღლაპი კიდევ, ეს ლაწირაკი, გაუთავებლად

მღერის და მღერის! კაცს მუცელში (სულ ქვემოთ, ფსკერზე) ცხელი ბორბალი გიტრიალებს,

თან აგერ გვერდით გიწევს შენი ჩათქვირებული მარო. ტანთ რომ იხდიდა, ცდილობდი

მისკენ არ გაგეხედა, მაგრამ თვალი შენდაუნებურად გაგექცა და ხინკალივით ჭიპის

დანახვაზე ცხელი ბორბალი კიდევ უფრო სწრაფად დატრიალდა. ჯამბულა, წესიერი კაცი,

შენს მდგომარეობაში შედის და პატიოსნად ძინავს. და ამ დროს ეს ძაღლის ლეკვი უცებ

შემოსძახებს: “ჩემო კარგო ქვეყანაავ, რაზედ მოოგიწყენიაა...” ეს უგუნურიარაკიდევ

შემომჯდარა თავის შავ ცხენზე, მკერდზე მჯიღებს იცემს დათავმოყვარეობაოგაიძახის.

ვის რაში სჭირდება შენი ცარიელი თავმოყვარეობა? თავმოყვარეობა არა ის! დაავლე ხელი

ამ ცინგლიანს, ჩააგდე ავტობუსში, წაათრიე და მიაშავე პატრონს! თავმოყვარეობა!..

ხუთის ნახევარზე კოსტა დაღლილობისა და გამოფიტულობის ნაპირს მიადგა და ძილის

ხრამში გადაიჩეხა, მაგრამ იქ საშინელი სიზმარი დახვდა და ისევ ფაცხაფუცხით ამოვარდა

ღვიძილის ბექობზე. სიზმრის აზრი თან ვერ ამოიტანა, ხრამში დარჩა, ამიტომ ამ საკითხზე

ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ ის ვიცი, რომ სიზმარმა შიში დაადევნა, რომელიც ზემოთ,

ღვიძილის ბექობზე, შემადგენელ ნაწილებად დაიშალა. ეს შემადგენელი ნაწილები იყო:

ოფლი, გულის ფრიალი, პულსის არითმია და ჰაერის უკმარისობა.

ამასობაში გათენდა, აღმოსავლეთით მზე წითლად ამოიწვერა, მაღლით ოქროსფერი

სხივები გადმოღვარა და ქვეყნიერება თბილსა და გამჭვირვალე, ნაზად მოცახცახე ნათლის

ბადეში გაახვია.

სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა პარასკევ დილამდე გაგრძელდა. პარასკევ დილამდე

კოსტას პატარა თავში სრული ქაოსი სუფევდა. ცხენები დათარეშობდნენ, ისრები წუოდნენ,

შუბები შხუოდნენ, ხალიბური ფოლადის ხმლები ნაპერწკლებს ჰყრიდნენ, ტყვიები

ზუზუნებდნენ, ზარბაზნები გრიალებდნენ. ყოველივე ამას ზედ ერთვოდა დაჭრილების

გაბმული კვნესა, მოიერიშე რაზმების ომახიანი დაძახილი, ტურების კივილი და ყორნების

ჩხავილი.

ბრძოლა მძიმე იყო. გამარჯვების სასწორი ხან ერთ მხარეს გადაიხრებოდა, ხან მეორე

მხარეს.

პარასკევ დილით სისხლისმღვრელი ომი, როგორც იქნა, დამთავრდა. მოწინააღმდეგეებმა

იარაღი აიყარეს, თავთავიანთი დახოცილები მიწას მიაბარეს, ტყვეები გაცვალეს და ზავი

დადეს. “არამდამარცხების ნიშნად თავისი დროშა გამარჯვებულჰოსმორჩილად

დაუდო ფერხთით.

პარასკევ დილით, გამთენიის ხანს, კოსტამ წასვლა გადაწყვიტა. მაგრამ ამ

გადაწყვეტილებას მთელი დღე გულში ინახავდა და ცოლს მხოლოდ ძილის წინ გაუმხილა.

მაინც რატომ გადადო კოსტამ სათქმელი შუაღამემდე? რა იყო ასეთი დაგვიანების მიზეზი?

თუ ამ მიზეზს გარედან მივანათებთ ფარანს, ასე გვეგონება, თითქოს კოსტას უნდოდა

გადაწყვეტილებისთვის დაღვინება ეცლია, სანამ ცოლს ეტყოდა, ჯერ თვითონ

დარწმუნებულიყო, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო იყო, რათა ისეთ ხლართში არ

შეერგო თავი, საიდანაც სკანდალის გარეშე უკან ვეღარ გამოძვრებოდა. მაგრამ თუ ჩვენი

ფარნიანად მიზეზის გულისგულში შევალთ და შიგნიდან გავანათებთ ყოველივეს, სულ

სხვა სურათს დავინახავთ და ტყუილი მიზეზის უკან ნამდვილი მიზეზი გამოჩნდება.

მაინც რა გამოჩნდება? ის გამოჩნდება, რომ კოსტამ ამ თავისი დაგვიანებით შურისძიების

პატარა ჭიაღვარძლიანი, მშიერი ჭიაგაახარა. მაროს გულით უნდოდა წასვლა.

საერთოდ, ნათესავებში წანწალი უყვარდა, ნათელასთან სტუმრობა კი ნამდვილი

დღესასწაული იყო. და რომ ეს დღესასწაული ძალიან ადრე არ დადგომოდა, კოსტამ

დილით მიღებული გადაწყვეტილება გულში ჩაიმარხა და მხოლოდ მაშინ, როცა ტანთ

გაიხადეს (როგორ ცდილობდა არ გაეხედა ამ დროს ცოლისკენ!) და დაწვნენ, თქვა:

წავიდეთ ხვალა.

მარომ თავი მკვეთრად მოატრიალა და ქმარს უხმოდ შემოაცქერდა. კოსტამ ჭერს მიაპყრო

თვალები და ისეთი სახე მიიღო, ვითომ ცოლის შეკავებული გაანჩხლება სულაც არ

შეუმჩნევია.

მარო ერთხანს უხმოდ უყურებდა.

შე კაი ადამიანო, თუკი წასვლას აპირებდი, გეთქვა ადრე, რომ წესზე და რიგზე

მოვმზადებულიყავით.

რა მომზადება გვინდა რა... – სასხვათაშორისო კილოთი მიუგო კოსტამ და თან ბოლო

სიტყვაზე დაამთქნარა, რათა ცოლისთვის ეგრძნობინებინა, მეძინებაო, და ამით

მოსალოდნელი კინკლაობა აერიდებინა.

არავინ იცის, აირიდებდა თუ ვერა, საქმეში რომ სერაფიტა არ ჩარეულიყო.

მე უნდა წამიყვანოთ, ბიძია კოსტა? – იმედიანი კილოთი იკითხა გოგონამ.

უპირატესობამ წამსვე კოსტას მხარეს გადმოინაცვლა. იმ ერთი ფრაზით გოგონა ვერ

მიხვდებოდა, რაზე იყო ლაპარაკი, დეიდამისისგან რომ არ ყოფილიყო წინასწარ

შემზადებული. მაშასადამე, ამ ოჯახში კოსტას სიტყვას არავითარი ფასი არა აქვს. შენ უარს

ამბობ, ამათ კი მაინც წასვლის იმედი აქვთ, ჩუმჩუმად რაღაც გეგმებს აწყობენ და, ვინ იცის,

შეთქმულებასაც ამზადებენ!

ახლა უკვე კოსტა დააცქერდა ცოლს და ცოლმა მიაპყრო თვალები ჭერს. მაგრამ კოსტა

კინკლაობას არ აპირებდა. კოსტას სიმშვიდე უყვარდა.

წამიყვან, ბიძია კოსტა? – კიდევ ჰკითხა სერაფიტამ.

წაგიყვან ჰო, წაგიყვან. დაიძინე ახლა! – იმ ზომამდე გაუწყრა კოსტა გოგონას, რომ ცოლს

ეს მისთვის შეთავაზებულ ზავად მიეღო.

ცოლმა გაუგო და ზავი დაიდო. სერაფიტამ კი ხმამაღლავაშადასჭყივლა და მერე

შუაღამემდე იმღერა.

ნაწილი მეორე

განსაცდელი

ასე და ამგვარად, სამი ღამისა და სამი დღის განმავლობაში კოსტა სამკვდრო-

სასიცოცხლოდ ებრძოდა კოსტას. საბოლოოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, კოსტამ

გაიმარჯვა, ხოლო კოსტა დამარცხდა (ერთმა ნაცნობმა ბრძენმა მითხრა, დამარცხება

ქარქაშია, გამარჯვება ხმალი, ანდა პირიქითო). დამარცხებული კოსტა ხვალ დილით (თუ

წარმოვიდგენთ, რომ დღეს პარასკევია) მოგონილი ღიმილითა და უჩუმარი ბოღმით

ეახლება ნათესავებს და სერაფიტას მიჰგვრის. ეს მძიმე და დამამცირებელი სასჯელია,

მაგრამ, სამაგიეროდ, გამარჯვებული კოსტა, შინ რომ მობრუნდება, თავის ფაშფაშა მაროს

დაიმარტოხელებს (აღარაფერს ვამბობ მატერიალურ რესურსებზე, რაც სერაფიტას

დროული წასვლით გამოთავისუფლდება და ჯამბულას მოხმარდება), თავის ფაშფაშა

მაროს დაიმარტოხელებს და ამდენი ხნის მარტვილობისა და მარხულობის შემდეგ, ბოლოს

და ბოლოს, ისე იქნება, როგორც იალაღზე გაშვებული თოხარიკი, რომელსაც წინ

ვოკალური დაბრკოლება არ ეღობება.

მაგრამ, სანამ თოხარიკი თავისუფლებას მოიპოვებს, ვინ იცის, კიდევ რამდენი

განსაცდელის გამოვლა მოუწევს!

მაგალითად, უცხო ხალხში (უფრორე უცხო კაცებში) რომ მოხვდებოდა, მარომ თვალების

ცეცება და უსიამოვნო კისკისი იცოდა, რის გამოც კოსტას ზოგჯერ გული ეკუმშებოდა.

ცხადია, მაროს პატიოსნებაში ეჭვი არასოდეს შეჰპარვია (ნურც მკითხველს შეეპარება ეჭვი,

თუ არ უნდა მძიმე შეცდომა მოუვიდეს), მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ხომ შეიძლებოდა

უცხო კაცებს, რომლებიც მასავით არ იცნობდნენ მაროს, მისი კისკისი და თვალების ცეცება

სხვანაირად გაეგოთ?! ამიტომ ეკუმშებოდა გული კოსტას. მით უფრო მწარედ ეკუმშებოდა,

რომ ამ საგანზე კრინტის დაძვრას ვერ ბედავდა. ჯერ ერთი, ეჭვი არაა, თავს სასაცილოს

გაიხდიდა, და მეორეც, ცოტა ეშინოდა კიდეც, ემანდ ისეთი აზრი არ მიეწოდებინა

მაროსთვის, რომ ამ უკანასკნელს მართლა ჭკუაში დაჯდომოდა.

სანამ კოსტა თავის პირველ განსაცდელში იყო გახლართული, დანარჩენ განსაცდელებს

მშვიდად ეძინათ. შიში მხოლოდ მაშინ შეიშმუშნა (ცნობიერების გუბეში წითლად დაკვესა

ჯერ კიდევ შორეულმა ჭავლმა), როცა ბრძოლა დამთავრდა და კოსტამ წაუსვლელობას

წასვლა არჩია.

მეორე დღეს, გზაზე გამოსულები რომ ავტობუსს ელოდნენ (კოსტას მარჯვენა ხელში

სამგზავრო ჩანთა ეჭირა, მარცხენა კი, ბედის მსუბუქი ირონიის გამოისობით,

სერაფიტასთვის ჩაეკიდა, გვერდით ედგა მომცრო ჩემოდანი, რომელშიაც სერაფიტას

ავლადიდება ეწყო, და ვაშლით, მსხლითა და ატმით სავსე მოზრდილი კალათა,

ტილოგადაფარებული და თავმოკრული. სერაფიტას თავისუფალ ხელში განუყრელი

მაიმუნი ეჭირა. მაროს ჯამბულა მკლავზე ჰყავდა გადაწვენილი), შიშს უკვე ეღვიძა.

მართალია, წამოდგომით ჯერ არ წამომდგარიყო, მხოლოდ ცალი თვალი გაეხილა და

იზმორებოდა, მაგრამ წინდახედულმა კოსტამ უკვე მიიღო შესაბამისი ზომები და საიმედო

გეგმა შეადგინა: “იკარუსიისეთი ავტობუსია, წინიდან წინა სკამის მაღალი ზურგი

გფარავს, უკნიდან საკუთარი სკამის მაღალი ზურგი. ცოლს თუ ჯამბულასთან ერთად

ფანჯრის მხარეს დასვამ და აქეთა მხრიდან შენ მიუჯდები, მშვენივრად გეყოლება

მოქცეული ბუნებრივ ალყაში და საკისკისო და თვალების საცეცებელი ასპარეზიც აღარ

ექნება.

ასე ბჭობდა თავის გულში კოსტა. ღმერთი კი იღიმებოდა და შემხვედრ გეგმას აწყობდა.

ავტობუსში ორად ორი თავისუფალი ადგილი აღმოჩნდა, თანაც ერთმანეთისაგან კარგა

მოშორებით. ერთი სადღაც შუა წელში იყო, ვიღაც ძალიან გამხდარი და ძალიან

სათვალიანი ქალის გვერდით, ხოლო მეორე კიდევ უფრო უკან და საპირისპირო მხარეს,

ერთი დიდსახიანი წითური ბიჭის გვერდით. “ეს გამხდარი ქალი და ეს წითური ბიჭი რომ

ერთად დამსხდარიყვნენ...” – ოცნება შემოიპარა კოსტას ცნობიერების გუბეში, რომელმაც

უკვე ბორგვა დაიწყო. კოსტამ იცოდა, ოცნება სასიკეთოს არაფერს მოუტანდა, ამიტომ

წამსვე უკუაგდო და გულში ვითარების საქმიან განსჯას შეუდგა: “ამ ქალის გვერდზე

მაროს და ჯამბულას დავსვამ, იმ ბიჭის გვერდზე სერაფიტას. მე კი, მე ჩემი ბედი... ფეხზე

ვიდგები. მაგრამ, ვიდრე კოსტა ძველ გეგმას სახელდახელოდ გადააკეთებდა, მარომ

საკუთარი გეგმა დააწყო:

მე და ჯამბულა აქ დავჯდებით. ჯამბულას მაინც წინ ურჩევნია.

ჯამბულას სად ერჩივნა, კაცმა არ იცის. რაც შეეხება კოსტას, გუნებაში რომ ადგილებს

ანაწილებდა და თავის თავს ფეხზე დგომა გადაუწყვიტა, ვარაუდობდა, რომ, საცა მაროსა

და ჯამბულას დასვამდა, თავადაც იქ დადგებოდა. მაროს არჩევანმა კი ვითარება შეცვალა.

ახლა ცოლ-შვილთან განშორება გარდაუვალი ჩანდა. მართალია, მაროს არჩეული ადგილი

ადგილად კარგი იყო (“იკარუსშიმძღოლის კაბინის გვერდით მოზრდილი ყუთია. ყუთს

ყვითელი ტყავი აქვს გადაკრული. შეგიძლია ზედ მოიკალათო და მშვენივრად იმგზავრო),

ჯამბულა იქ თავისუფლად იქნებოდა, წინა დიდი შუშიდანაც მთელი ქვეყნიერება ჩანდა,

მაგრამ კოსტა ბუნდოვნად გრძნობდა (მიზეზი წყალქვეშა დინებებში იყო გახლართული),

რომ ისეთი ადგილი, რომელიც მგზავრებისთვის არაა გათვალისწინებული და არ იყიდება,

საშიში ადგილია. აქ, გინდა თუ არა, ყველას თვალში ეჩხირები. “ჯამბულა რომ ეჯდება

კალთაში, ეს კარგია”, ამოყო თავი გუბიდან იმედის იისფერმა ჭავლმა, “რაც არ უნდა იყოს,

ბავშვიანი ქალი მაინც ბავშვიანი ქალია”. მაგრამ იისფერი ჭავლი სუსტი იყო და უღონო.

იგი სწრაფადვე დაიშალა და კოსტა მიხვდა, რომ მოგონილ ნუგეშს ებღაუჭებოდა. არადა,

იმაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, რომ მაროსთვის გადაწყვეტილება გადაეთქმევინებინა. ან

კი როგორ გადაათქმევინებდა? ნამდვილი მიზეზი რომ ეთქვა, პასუხად მაშინვე რამე

შხამიან სიტყვას მიიღებდა, სხვა მიზეზი კი ვერაფერი მოიფიქრა.

კოსტამ მძღოლს გახედა. მძღოლი ხანში შესული იყო. “სამოცის იქნება”, გაიფიქრა კოსტამ,

ორმოცდათვრამეტის მაინც”. ამან ცოტა დაამშვიდა. მართალია, სამოცის კი არა, მთლად

გადაღრძუებული ბერიკაცები ენახა, ქალის დანახვაზე რომ ამძუნებულან, მაგრამ მძღოლი

მაინც მოხუცი სჯობდა. ასაკს თავისი მიაქვს. სამოცი წლის კაცს ის ჯანი აღარ მოგდევს,

მანქანაც მართო და...

კარგი, მაშ მე და სერაფიტა უკან გადავალთ.

კოსტამ მარცხენა ხელში ჩანთა დაიჭირა (ჩემოდანი და კალათა საბარგულში შეინახეს) და

სერაფიტა წინ გაიძღოლა. გოგონა სათვალიანი ქალის გვერდით დასვა. ქალს ახალგაზრდა

უფრო ეთქმოდა, ვიდრე ხნიერი. უზომოდ გამხდარი იყო, ძვლები შარვალში მჭიდროდ

გამოკვართოდა, მოკლედ შეკრეჭილი თმა ჰქონდა და ბრტყელი შუბლი. საერთოდ, კაცს

უფრო ჰგავდა, ვიდრე ქალს, მაგრამ ქალი იყო. ხელში გაშლილი წიგნი ეჭირა და ცხვირ-

პირი შიგ ჰქონდა ჩარგული. გოგონა რომ დასვა, კოსტამ მეორე თავისუფალი ადგილისაკენ

გასწია და თვითონაც დაჯდა. ჩანთა გვერდით მოიდო. დიდსახიან ბიჭს ეძინა. ცხრამეტი-

ოცი წლისა იქნებოდა და სულ ერთიანად წითური იყო. სახეც წითური ჰქონდა, თმაც,

წარბებიც, წამწამებიც. საზურგეს გადასწოლოდა, პირი ოდნავ გაეღო და დაბალ ხმაზე

ფშვინავდა. გრძელი და მაღალი ცხვირი ისე გადმოჰყუდებოდა ზემოდან გაღებულ პირს,

როგორც კლდის წიბო გადმოეყუდება ნაპრალს.

კოსტა ჯერ კარგად მოკალათდა სკამზე, მერე ნელ-ნელა გადაიწია გვერდზე,

გასასვლელისკენ, და შეეცადა მარო და ჯამბულა დაენახა. თან ცოტა რცხვენოდა,

მგზავრებს არ ეფიქრათ, რას უთვალთვალებს და რას დარაჯობს ეს კაცი თავის ცოლსო.

იმიტომ, რომ, კაცი თუ ცოლს დარაჯობს, მაშასადამე, სჭირს კიდეც რაღაც სადარაჯო. რაკი

ბუნებრივი და ზომიერი გადაწევა საკმარისი არ აღმოჩნდა, გადაიხარა, ჩანთა გახსნა და შიგ

ყასიდად დაიწყო ხელის ფათური, რათა ამით მგზავრებისათვის თვალი აეხვია. მარო

წყნარად იჯდა, ჯამბულა კალთაში ესვა და, როგორც ჩანს, გზას გასცქეროდა. მძღოლი არ

ჩანდა, მაგრამ სავარაუდოა, რომ ისიც გზას გასცქეროდა, რადგან ტრასა გადატვირთული

იყო და შეუნელებელ ყურადღებას მოითხოვდა. კოსტა დამშვიდდა, ისევ გაიმართა, წამით

წითურ მეზობელზე შეაჩერა მზერა და ერთბაშად შეეხარბა მისი არხეინი ფშვინვა. თავადაც

საზურგეს გადააწვა და თვალები მილულა.

ბიძია კოსტა! – გაისმა ამ დროს სერაფიტას წკრიალა ხმა.

კოსტამ თვალი გაახილა.

რა გინდა, გოგო?

საკუთარმა ხმამ თვითონვე შეაკრთო და შეშფოთებით მოავლო თვალი ახლომახლო

მსხდომ მგზავრებს. მოეჩვენა, რომ ცოტა მკვახე კილოთი გამოუვიდა ნათქვამი, და

შეეშინდა, მგზავრებს არ ეფიქრათ, რა ბოღმიანად ელაპარაკება, კაცო, პატარა ბავშვს, აბა,

ეგეთ კაცსაც ბიძა უნდა ერქვას, შეხედეთ ერთი, როგორ მობეზრებია ცოლიდიშვილი და

როგორ ამოსვლია ყელშიო!

სერაფიტას მისი ხმის მკვახე კილო აინუნშიაც არ ჩაუგდია.

სავარცხელი არა გაქვს?

კოსტამ შარვლის ჯიბისკენ წაიღო ხელი, მაგრამ ჩაყოფით არ ჩაუყვია, გზაშივე შეაჩერა.

რად გინდა სავარცხელი?

მაიმუნს დავვარცხნი. შეხედე, რას ჰგავს! ერთი კვირაა ამის თავს სავარცხელი არ

მიჰკარებია. სად გამოვაჩინო ასეთი გაბურძგნული! – ამ სიტყვებით გოგონამ თან მწყრალად

და თან სიყვარულით ჩაჰკრა თავში ხელი მაიმუნს.

გვერდით მჯდომმა ქალმა სათვალის ზემოდან ცალი თვალით გამოხედა გოგონას,

გაუგებრად გაიღიმა და ისევ წიგნს მიუბრუნდა. კოსტამ ჯიბიდან სავარცხელი ამოიღო,

მაღლა ასწია, სინათლეზე გახედა და, თუმცა სუფთა იყო, ორჯერ მაინც მძლავრად შეუბერა

სული. წინა რიგში, ფანჯრის მხარეს მჯდომმა კაცმა უკმაყოფილოდ მოატრიალა თავი. კაცი

სულ მთლად ქაჩალი იყო, მუქი ლურჯი პიჯაკი ეცვა და დიდი, ჭრელი ჰალსტუხი ეკეთა.

კოსტამ თვალი აარიდა, მაგრამ გრძნობდა, რომ კაცი მცირე ხანს შუბლშეჭმუხნილი

უყურებდა. მერე ისევ ისე უხმოდ შეტრიალდა.

რა ფეხები უნდა!”, უკმაყოფილოდ გაიფიქრა კოსტამ, “ჩემს სავარცხელს მინდა შევუბერავ,

მინდა ვუკბენ!” ამ დროს შენიშნა, რომ სერაფიტა სკამიდან გადმობობღებას აპირებდა, და

ცნობიერების გუბიდან ერთი კარგი ჭავლი ამოუტივტივდა.

დაიცა მანდ, არ გადმოხვიდე!

რატომ?

მე მოგიტან.

ცოტა ხნის მერე კიდევ მივუტან რამეს. თვითონ თუ არ მომთხოვა, ჩემით მივუტან”.

კოსტა წამოდგა და სერაფიტასკენ გაემართა.

მარო ყვითელ ყუთზე იჯდა მგზავრებისკენ ზურგშექცევით. გავა, ისედაც გვარიანად

სქელი, სხეულის სიმძიმეს დაეწნეხა და კიდევ უფრო განიერი ჩანდა. განიერი და ცოტა

ფორმადაკარგული. კოსტას ეს სანახაობა არაფრად ეჭაშნიკა. ორი საათისა თუ

ორსაათნახევრის მანძილზე ასე უნდა იყოს მოშვერილი და თვალებში ეჩხირებოდეს მთელ

ავტობუსს. “საზურგეს უნდა უკეთებდნენ ეგეთ ყუთებს, რომ კაცი ზედ გულდანდობით

დაჯდე”, გაიფიქრა კოსტამ, “ისე, დიდი კი არაფერი საყურებელია”, სცადა მერე თავის

დამშვიდება, “მე რო ამათი ვიყო, არც დავუწყებდი ცქერასა. მაგრამ კაცის თვალი ხარბია.

ყველაფერს ჭამს”.

სავარცხელი სერაფიტას მიაწოდა და მცირე ხანს მის სკამთან შეჩერდა. გოგონა

დაუყოვნებლივ შეუდგა მაიმუნის ვარცხნას. კოსტამ კიდევ ერთხელ გახედა ცოლს და

გაიფიქრა: “მივიდე თუ არ მივიდე?” მერე სერაფიტას უთხრა:

დავარცხნას რო მორჩე, დამიძახე და წავიღებ.

კარგი, ბიძია კოსტა, – მიუგო გოგონამ და მადლიერი თვალები შემოანათა.

ლამაზია, ხო იცი, ეს მამაძაღლი!”, გაიფიქრა კოსტამ.

მერე ერთხანს ადგილზე იწრიალა.

ხოო... – თქვა ბოლოს და კიდევ მეტხანს უნდოდა აქ დარჩენა, მაგრამ სათქმელი

ვეღარაფერი მოიფიქრა, რადგან სერაფიტასთვის თითქმის არასოდეს გაუცია ხმა და არ

იცოდა, რაზე შეიძლებოდა მასთან ლაპარაკი.

მაშინ ისევ თავის ადგილას დაბრუნდა და სერაფიტას დაუწყო თვალთვალი, აბა ერთი

როდის მოათავებს მაიმუნის დავარცხნას, რომ სავარცხლის წამოსაღებად მივიდეო. მაგრამ

გოგონა არ ჩქარობდა. ერთხელ რომ დავარცხნა, მეორედ მიუბრუნდა, მეორედ რომ

დავარცხნა, მესამედ მიუბრუნდა. ვარცხნიდა და ვარცხნიდა. კოსტას უკვირდა. “ამდენი

ვარცხნა რა არი, კაცო, ემანდ სულ არ დააწიწკნოს თმა!” გოგონა კი ვარცხნიდა და ძალიან

კმაყოფილი სახე ჰქონდა. წითური მეზობელი მშვიდად ფშვინავდა. კოსტამ ცერად გახედა

და მისი დიდი, უზრუნველი სახე რომ დაინახა, გულში შეაგინა. გინებაზე წინა რიგში

მჯდომი ქაჩალი კაცი მოაგონდა, წეღან რომ წარბშეყრილი მოსჩერებოდა, და ახლა იმას

შეაგინა გულში. სერაფიტა კი ვარცხნიდა და ვარცხნიდა თავის მაიმუნს. “მგონი ეს ბავშვი

ცოტა ავადმყოფია”, გაიფიქრა კოსტამ, “აბა, ამდენი ვარცხნა ვის გაუგია!” ბოლოს ვეღარ

მოითმინა და ხმადაბლა გასძახა:

სერაფიტა!

ბატონო!

ერთი კი გაუკვირდა, რისთვის დავუძახეო, და იმ წამსვე ჰკითხა:

კანფეტი გინდა?

გოგონას სახე გაებადრა და დასტურის ნიშნად თავი დაუქნია. კოსტამ ჩანთა გახსნა, ხელი

ღრმად ჩაყო, მუჭით კანფეტები ამოიღო და გაიფიქრა: “ორი ცალი კანფეტი ოჯახს არ

დამიქცევს”. კანფეტები ჯიბეში ჩაიყარა, წამოდგა და სერაფიტასკენ გაემართა. მარო ისევ

ისე იჯდა და სიმძიმისაგან ფორმადაკარგული გავა მაყურებლებისკენ მოეშვირა.

აჰა, ჭამე, – უთხრა კოსტამ სერაფიტას და ორი ცალი კანფეტი მიაწოდა.

გოგონამ ძღვენი ჩამოართვა, კაბის პაწაწკინტელა ჯიბეში ჩაიდო და გაბრწყინებული

თვალები შეანათა ბიძას. კოსტა გაუბედავად იდგა მის სკამთან.

ბიძია კოსტა! – წამოიძახა გოგონამ.

რა?

არაფერი. – სერაფიტა იღიმებოდა და გაბადრული სახით ამოსცქეროდა. მერე უცებ

მაიმუნი კალთაში ჩაისვა, ორივე ხელით კოსტას მკლავს წაეტანა, მიიზიდა და ზედ ლოყა

მიადო. კოსტას კინაღამ გული აუჩუყდა.

ოჯახში ბავშვი არ უნდა გამოილიოს”, გაიფიქრა და, თუმცა იცოდა, ეს აზრი ვიღაცისგან

გაეგონა, მაინც ისე გაიფიქრა, ვითომ მისი საკუთარი ყოფილიყო.

ჭამე კანფეტი, – უთხრა სერაფიტას და, სერაფიტამ რომ მკლავში ჩავლებული ხელები

გაუშვა, ერთბაშად მოწყდა ადგილს და ავტობუსის თავისკენ გაემართა.

მარო ფანჯარაში იყურებოდა. მძღოლს ორივე ხელით საჭე ჩაებღუჯა და ყურადღებით

გასცქეროდა გზას. ჯამბულას ეძინა.

ძინავს? – თქვა კოსტამ.

კი, – მოკლედ მიუგო ცოლმა.

კანფეტი არ გინდა?

არა.

არაფერი გინდა?

არა.

დაცხა, – მცირე დუმილის შემდეგ თქვა კოსტამ.

ცოლს პასუხი არ გაუცია.

ხომ არაფერი გაწუხებს? – შედარებით ხანგრძლივი დუმილის შემდეგ თქვა კოსტამ.

ცოლმა შემოხედა.

რა ექიმივით დამიწყე, კაცო, გასინჯვა? რა უნდა მაწუხებდეს!

კოსტას შერცხვა და ცოტა ეწყინა კიდეც. მერე თვალი მძღოლისკენ გააპარა. მძღოლი

ყურადღებით გასცქეროდა გზას. ტრასა გადატვირთული იყო.

კარგი, – თქვა კოსტამ, – თუ რამე მოგინდეს, აქა ვარ.

ცოლს არაფერი უთქვამს. კოსტა შებრუნდა და წავიდა. სერაფიტას სკამს რომ მიაღწია, ცოტა

ხანს შეჩერდა.

შეჭამე კანფეტი?

ერთი შევჭამე, ერთი კიდევ მაქვს! – ამის დასამტკიცებლად გოგონამ მუჭა გახსნა და

კანფეტი დაანახვა.

თუ კიდევ მოგინდეს, დამიძახე, – უთხრა კოსტამ და თავისი ადგილისკენ გასწია.

მისი დაჯდომა და წითური ბიჭის გაღვიძება ერთი იყო. წითური შეიშმუშნა, თვალი

გაახილა და ზემოდან ჩამოხედა კოსტას. მზერა უტყვი ჰქონდა და კოსტამ მისი შინაარსი

ვერ გამოიცნო. “მე ხომ არ გავაღვიძე?”, გაიფიქრა, მაგრამ შიშით არ შეშინებია. ამ დროს

წითურმა მკლავები ერთბაშად მაღლა შეჰყარა და მძლავრად გაიზმორა. სქელი კუნთები

ჰქონდა და ვეებერთელა მუშტები. კოსტას ახლა მისი სახე (მიუხედავად იმისა, რომ

წითური იყო) ავი ეჩვენა და გაიფიქრა: “მეც რას ვწრიალებ და ვწრიალებ! იქნებ კაცს როგორ

უნდა ძილი!” თან ცოტა გვერდზე მიიწია. გაზმორება რომ მოათავა, წითური წამოდგა

(რამოდენა ყოფილა შობელძაღლი!), ახლა ერთი ასე წამომდგარმა გაიზმორა, მერე

ზემოდან, სადაც წვრილმანი ბარგის შესაწყობი ბადეა, ჩანთა გადმოიღო. ჩანთა სპორტული

იყო, ყავისფერი და გრძელთასმიანი. ძირს რომ ჩამოჰქონდა, ჩანთა წინა სავარძლის

საზურგეს წამოედო. ეს ქაჩალი კაცის საზურგე იყო. ქაჩალმა თავი მოაბრუნა, კოპები

შეჰყარა და შეკავებული ბრაზით მოაჩერდა კოსტას. “გიჟი ხომ არაა!”, გაიფიქრა კოსტამ, “მე

რას მიბღვერის?!” და თვალი უკმაყოფილოდ აარიდა. წითურს არც ის შეუმჩნევია, ჩანთა

თუ საზურგეს წამოსდო, და არც ის, ქაჩალი თუ განაწყენდა. ჩანთა მუხლებზე დაიდო,

გახსნა და იქიდანთავისი თვალით რომ არ ენახა, კოსტა ამას არაფრით არ დაიჯერებდა

ძაფის გორგალი და საქსოვი ჩხირები ამოიღო. კოსტამ თვალები დააჭყიტა. წითურმა ძაფი

ჩხირებზე აასხა, გორგალი უკანვე ჩადო ჩანთაში, ჩანთა ფეხებთან დაიდგა, სავარძლის

საზურგეს გადააწვა, ჩხირები ახლო მიიტანა თვალებთან და გაჰკრა და გამოჰკრა, გაჰკრა და

გამოჰკრა. იგრე ქსოვდა, როგორც რო კაი დედაკაცი. კოსტა დაეჭვდა, იქნებ ქალია და მე

კაცად მომეჩვენაო, და ქურდულად გააპარა თვალი. რა შეატყო, წითური მთლად საქმეში

იყო დანთქმული, უფრო თამამად დააკვირდა. ძირითადად მკერდის არეს უმოწმებდა.

მკერდი დიდი და ამობურცული კი ჰქონდა, მაგრამ საფუძვლიანი შესწავლის შედეგად

კოსტა მაინც იმ დასკვნამდე მივიდა, რომ წითური კაცი იყო და არა ქალი. ამან გაუგებარი

შვება მოჰგვარა, თითქოს ცნობიერების გუბეს მურაბა შეურიესო, და გულმოცემულმა

გაიფიქრა: “გავაღვიძე და გავაღვიძე! ერთი მაგის! მე ჩემს სკამზე ვზივარ და, რასაც მინდა,

იმას ვიზამ. მინდა ავდგები, მინდა დავჯდები, მინდა შევტრიალდები, მინდა

შემოვტრიალდები!” საზურგეს ნებივრად გადააწვა. “ცოტა თვალს მოვატყუებ”, გაიფიქრა.

მართლა მოტყუება გამოუვიდა. ის იყო, ცნობიერების გუბეს ნისლი ჩამოაწვა და კოსტა

მსუბუქად შეცურდა თბილ ბურუსში, რომ ავტობუსი გაჩერდა.

ჩადის ალბათ ვინმე”, გაიფიქრა კოსტამ, თვალი გაახილა, გვერდზე გადაიწია და გაიხედა.

წინ ჩამსვლელი არავინ ჩანდა. “კი არ ჩადის, ეტყობა, ამოდის ვიღაცა”, მწყრალად გაიფიქრა

კოსტამ, “რას აჩერებს ეს ვირიშვილი, ხომ ხედავს, ადგილი არ არის!”, მერე კიდევ უფრო

გადაიხარა და კიდევ უფრო გაიფიქრა, “ქალი ამოდის, ნეტა, თუ კაცი?”

ავტობუსში ორი გამხდარი კაცი ამოვიდა. ერთი დაბალი იყო, გადმოკარკლული თვალები

ჰქონდა და მოღრეცილი ცხვირი. თხემზე თმა იმგვარად გასცვივნოდა, თითქოს ვიღაცას

საგანგებოდ გამოუხშირავსო, აქა-იქ უფრიალებდა მოკლე, თეთრი ბეწვები. რუხი ფერის

კიტელი ეცვა. კიტელის სახელოები დაეკაპიწებინა და ბანჯგვლიანი მკლავები მოუჩანდა.

ხელში თეთრი ბადია ეჭირა და შიგ რაღაც ედო გაზეთში გახვეული. მეორე მგზავრი

ახალგაზრდა იყო და მაღალი. შავი, ხუჭუჭი თმა ბუჩქად ეყარა შუბლზე. ცხვირი ამასაც

მოღრეცილი ჰქონდა. მრგვალი პირი ისე გამობურცოდა, გეგონებოდათ, შიგ ენა ვერ

ეტევაო. ხელში ისეთივე თეთრი ბადია ეჭირა და ბადიაში ისეთივე რაღაც ედო გაზეთში

გახვეული.

ავტობუსმა გზა განაგრძო.

დაბალმა ავტობუსი დაკვირვებით მოათვალიერა და მაღალს უთხრა:

აქ ადგილი არ ყოფილა, ჩემო ჩიტირეკია, და სად დავსხდეთ მე და შენ?

პირი რომ გააღო, დაბალს მარცხენა მხარეს ოქროს კბილი გამოუჩნდა. ოქროს კბილი

მდაბიურად უელავდა პირში.

მაღალმა ჯერ ამხანაგს შეხედა, მერე იმანაც მოათვალიერა ავტობუსი და მძღოლს

მიუბრუნდა:

ადგილი არა გაქვს, კაცო?

ლაპარაკის დროს პირი კიდევ უფრო მოუმრგვალდა, კიდევ უფრო გამოებურცა და ამიტომ

ადგილიკი არ გამოუვიდა, არამედოდგილი”. “ოდგილი არა გაქვს, კაცო?”

ასაკეცი სკამია მაგერ, კიბესთან. ერთი დაჯდებით, – თქვა მძღოლმა და ხელით აჩვენა.

ჩიტირეკიამ ასაკეცი სკამი გადმოშალა და ამხანაგს უთხრა:

აჰა! ღმერთსაც მოუცია და კაცსაც. ისე იჯდები, როგორც რო ხელმწიფე.

შენ რაღას იზამ? – ჰკითხა დაბალმა, როცა მოკალათდა.

უკან მაინც ყოფილიყო ადგილები!”, გაიფიქრა კოსტამ, რომელიც უკვე მიმხვდარი იყო,

რომ ახლადამოსულები ნასვამები იყვნენ.

მეც რამეს მოვძებნი, – თქვა ჩიტირეკიამ, – აგერ, კიბის თავში ჩამოვჯდები. ჯერ ბადიები

დავაბინავო!

ჩიტირეკიამ დაბალს ბადია ჩამოართვა და თავის ბადიასთან ერთად წინ, რაფაზე დააწყო,

მინის ძირას. მერე მაროს მიუბრუნდა და ჰკითხა:

შენ ხომ არ შეგიშლის ხელს, ჩემო დაო?

წესიერი ხალხია”, გაიფიქრა კოსტამ, “ნასვამები კი არიან, მაგრამ ზრდილობიანად

იქცევიან”.

ჩიტირეკია კიბის თავში დაჯდა მაროსა და თავის ამხანაგს შუა.

უფრო მაროს ყუთისკენ დაჯდა, ვიდრე თავის ამხანაგის სკამისკენ”, გაიფიქრა კოსტამ.

მერე თავის თავს შემოსწყრა: “მეც რა მომივიდა! ზომვას ხო არ დაუწყებდა, როგორც

მოუხდა, ისე დაჯდა! (რატომ მაინცდამაინც ყუთისკენ მოუხდა და არა ასაკეცი სკამისკენ? –

ყრუდ ბუყბუყებდა გუბე) აკი, ჩემო დაოო, უთხრა. ბევრი კი არაფერია ეგა, ყველა ჩემო

დაოთი იწყებს უშნო მაიმუნობასა, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ბავშვიანი ქალია...

მგზავრები არიან, ის ხო არ არიან...”

წითური ბიჭი ისევ ისე იყო სავარძელზე გადაწოლილი და დინჯად, დაკვირვებით ქსოვდა.

ისე ჩაფლულიყო საქმეში და ისეთი სახე ჰქონდა, კოსტას ძალიან ახლობელი ეჩვენა, რაღაც

თბილი, ნათესაური გრძნობა გაუჩნდა, წამით გულიდან დარდი გადაეყარა და ალალად

გაუღიმა.

რას იღრიჯები? – მშვიდი ბანით ჰკითხა ბიჭმა და კოპები ოდნავ შეიკრა. მოხედვით არ

მოუხედავს და ჩხირებისთვის თვალი არ მოუშორებია.

გიჟია?”, გაიფიქრა კოსტამ და სკამის კუთხისკენ მიიწია.

გიჟს მოგცემ მე შენ! – ისევ ისე მშვიდი ბანით თქვა წითურმა და ახლა კი გადმოხედა.

თავი არ აუღია, მარტო თვალები მოატრიალა და ცერად ჩამოაცქერდა. კოსტამ უნებურად

თავი მხრებში ჩარგო. ამის გამო შერცხვა და თან საკუთარ თავზე გაბრაზდა. წითურმა

თვალი ისევ მოაშორა და ქსოვა განაგრძო. ცოტა ხანს უხმოდ ქსოვდა, მერე თქვა, – მე რომ

ვქსოვ, შენ არ შეგეშალოს და რამე ისეთი არ იფიქრო, – აქ მცირე ხანს შეიცადა, მაგრამ, რაკი

კოსტამ პასუხი არ გასცა, დაუმატა, – იცი, რატომ ვქსოვ?

აბა, მე რა ვიცი! – ცალი მხარი აიჩეჩა კოსტამ და, თუმცა რაღაც გაუგებარი,

დამთრგუნველი გრძნობა მძიმედ დააწვა, თავს ძალა დაატანა და დასძინა, – ან რაში

მეკითხება!

როგორ არ გეკითხება! – თქვა წითურმაიმიტომ ვქსოვ, რომ შენი სიფათი არ მომეწონა.

ჩემო ქვისლო იაშა და ჩემო ცოლისდა ნათელა! მე თქვენი დედა და მამა, თქვენი ავი და

კარგი, თქვენი ცოცხალი და მკვდარი...”, ანგარიშმიუცემლად ფიქრობდა კოსტა.

შეხედე ამას! – წითურმა ცალი ხელი საქსოვ ჩხირს გაუშვა და კოსტას ახლო მიუტანა.

ნიჩაბივით ხელი იყო. – ახლა მუშტი ნახე! – წითურმა ის ხელი მომუშტა. კოსტა

ძალაუნებურად დააკვირდა. მის თავზე დიდი თუ იქნებოდა, თორემ პატარა არამც და

არამც. – ეს მუშტი რომ თავში ჩაგკრა, – ფიქრიანი ხმით მსჯელობდა წითური, – თუ იცი, რა

მოგივა?

კოსტამ ამაზე წაყრუება ამჯობინა. მაშინ წითურმა ჰკითხა:

შენ ნერვიული ხარ?

კოსტამ მხრები აიჩეჩა.

რა... რა მჭირს... ვითომ რა...

გინდაც ნერვიული იყო, შენს ნერვიულობას მაინც არა აქვს მნიშვნელობა.

რატომ? – უნებურად იკითხა კოსტამ.

ვის რა ფეხებს მოსჭამ! – მიუგო წითურმა, – მე თუ გავნერვიულდი, შეიძლება ეს ამოდენა

ავტობუსი ხელში შემომეფშვნას. ავტობუსი არაფერი, მაგრამ ენერგია დამეხარჯება უქმად.

ამიტომ მწვრთნელმა ქსოვა მირჩია. აწყნარებს კაცს და ამშვიდებს. მაგალითად, წეღან რომ

გამეღვიძა და დაგინახე, შენი სიფათი არ მომეწონა. გაწუმპულ კნუტს ჰგავდი. კნუტები არ

მიყვარს. საქსოვი რომ არ მქონოდა წამოღებული, ხომ დავხარჯავდი უქმად ენერგიას?

რა ოხრად მინდა სახლი!”, გაიფიქრა კოსტამ, “ცოტა ფული თუ მოვაქუჩე, მანქანას ვიყიდი.

ჩავჯდები შიგ, ჩავისვამ ჩემს ცოლ-შვილს და ამდენ ოხერს მაინც არ გადავეყრ... ოხ, იაშა და

ნათელა, მე თქვენი...”

რომ იცოდე, კინაღამ დამრჩა, – განაგრძო წითურმა, – დამრჩა კიდეც. ჭიშკარს რომ

გამოვცდი, მაშინღა გამახსენდა.

კოსტას გააჟრჟოლა. უნებურად წარმოიდგინა, რა იქნებოდა, წითურს რომ შინ დარჩენილი

საქსოვი არ გახსენებოდა და ეს ამოდენა ღლავი ასე უსაქსოვოდ და უჩხირებოდ

გადაჰყროდა. “ზოგჯერ კაცის ბედი საქსოვზედა ჰკიდია”, გაიფიქრა კოსტამ.

ამ დროს ავტობუსის თავში სიცილმა იფეთქა. სიცილი ერთბაშად, ყუმბარასავით გასკდა და

ტალღა-ტალღა წამოვიდა უკანა რიგებისაკენ. კოსტა შეკრთა, ანგარიშმიუცემლად

წამოვარდა, წამით გაშეშდა და მერე წინ დაიძრა, იქით, საიდანაც სიცილი წამოვიდა.

ცნობიერების გუბე მღვრიედ ღელავდა და გაურკვევლად ბუყბუყებდა. ფიქრების ურიცხვი

ჭავლი ერთად ლამობდა ამოტივტივებას, მაგრამ ერთმანეთს ხელს უშლიდნენ და

საბოლოოდ ვერც ერთი ვერ ამოდიოდა ზედაპირზე. ამას გონების დაბინდვა ჰქვია და

კოსტა გონებადაბინდული მიიწევდა წინ. სერაფიტას სკამს რომ გაუსწორდა, ბინდი ცოტა

გადაიყარა, შედარებით მარჯვე ჭავლებმა ზედაპირს მოაღწიეს, თავები ამოჰყვეს და კოსტა

შედგა.

კიდევ გინდა? – ჰკითხა სერაფიტას და პასუხს არ დალოდებია, ისე გაუწოდა ორი ცალი

კანფეტი.

კი, – გოგონამ თბილად შემოსცინა და თვალები სიყვარულით მოუჭუტა.

დაბალი იცინოდა. მაღალი იცინოდა. მძღოლიც იცინოდა. მარო იცინოდა თუ არა, კოსტამ

ვერ დაადგინა: ხმა არ ისმოდა და ისე ძნელი იყო რაიმეს შეტყობა. მთავარი ცვლილება, რაც

კოსტამ შეამჩნია, ის იყო, რომ ჯამბულას გაღვიძებოდა (“გააღვიძეს ამ ვირიშვილებმა”,

ივარაუდა კოსტამ). დედის მარჯვენა მხარზემოთ სანახევროდ მოჩანდა მისი საყვარელი

სახე. კოსტას წამით მოეჩვენა, თითქოს ჯამბულაც იცინოდა. “ჩემზე რა უნდა ეთქვათ...”,

ფიქრობდა კოსტა, “არ მიცნობენ და არაფერი... ვითომ მარო იტყოდა რამეს? არა,

უცნობებთან... უნდა მივიდე”. კოსტამ თავზე ხელი გადაუსვა სერაფიტას, რათაგოგონას

მისი მოსვლა და წასვლა უცნაური არ მოსჩვენებოდა, და გზა განაგრძო. სიცილი ნელ-ნელა

ჩაცხრა და, კოსტა რომ მივიდა, უკვე შემწყდარი იყო. კოსტამ თავი ისე დაიჭირა, ვითომ

არავითარი სიცილი არ გაუგონია, ვითომ საერთოდ ვერ ამჩნევდა ჩიტირეკიასა და მის

ამხანაგს. მივიდა და ხელი წყნარად დაადო ცოლს მხარეზე.

ხომ არაფერი გინდა? – ხმადაბლა, მაგრამ მკაფიოდ და დინჯად, ქმრის მზრუნველი

უფლებამოსილებით ჰკითხა. ოღონდ, რაკი დარწმუნებული არ იყო, რომ ცოლისგან რაიმე

ღირსების შემლახველ პასუხს არ მიიღებდა, სასწრაფოდ ჯამბულას მიუბრუნდა, –

გაიღვიძე, მამიკო?

დაბალმა კოსტას შეხედა და ხმამაღლა გაიცინა.

აგერა, კაცო, – და ხელიც მიაშვირა, – აქ არა ჰყოლია მამაი!

ჩიტირეკიასაც გაეცინა. იცინოდა და თან გვერდზე იყურებოდა, თითქოს რაღაცის

რცხვენიაო. მძღოლიც ახვიხვინდა. მაროს შეეტყო, რომ ძლივს შეიკავა თავი. გაცინებით არ

გასცინებია, მაგრამ წამიერმა ღიმილმა კი გადაურბინა სახეზე. კოსტა დაიბნა. დაბალის

ნათქვამის შემდეგ შეუძლებელი იყო ისე დაეჭირა თავი, ვითომ ეს ახალი მგზავრები არ

შეუმჩნევია. ამიტომ სერიოზული, ოდნავ სიმკაცრისკენ გადახრილი კილოთი იკითხა

(შეკითხვის ისარი უფრო ცოლისკენ ჰქონდა მიმართული):

რა იყო?

პასუხი დაბალმა გასცა:

შენი ბალღი, კაცო, რას ერჩის ამ ჩვენ ჩიტირეკიასა, რომ მამას ეძახის?

ჩიტირეკიას კიდევ უფრო შერცხვა. მძღოლმა ხვიხვინს უმატა. მაროსაც უფრო მკაფიოდ და

უფრო დიდხანს დააჩნდა ღიმილი. კოსტა წამოენთო, მაგრამ თავი შეიკავა. არ იცოდა, რა

უფრო მართებული იქნებოდა ახლა: ყბაში ელეწა ამ ყბედისა და მაიმუნისთვის, თუ ისე

დაეჭრა თავი, ვითომ ყველაფერი ხუმრობად მიიღო. “გავარტყამ და ისევ მე გამოვალ

სასაცილო”, გაიფიქრა კოსტამ, “ან რატომ უნდა გავარტყა? დააშავა რამე?” მართლაცდა, რა

უფლებით უნდა გაერტყა? ეს კაცი იმას ამბობდა, ჯამბულამ ასე და ასე თქვაო, და თუ

ჯამბულამ მართლა თქვა ასე და ასე, მაშინ რაღას ერჩი? საბოლოოდ კოსტამ შუათანა გზა

გამონახა. ჩხუბის ატეხა სწორი არ იქნებოდა, მაგრამ არც ხუმრობაში აყოლა ივარგებდა.

ასეთ ხალხს თავი თუ გაუყადრე, ხელად დაუკრეფავებში გადავლენ. ამიტომ

წეღანდელივით სერიოზული და ცოტა ცივი კილოთი თქვა:

პატარაა ჯერ. არ იცის.

დაბალმა სიცილი შეწყვიტა და რაღაც უცნაურად შემოხედა კოსტას. პირიც კი დააღო. მერე

შედარებით ხმადაბლა და თითქოს ცოტა გაკვირვებითაც თქვა:

მეც მანდა ვარ, რო პატარაა. აკი მაგიტომაც ვიცინით, თორემ, ვინმე რო მართლა პირზე

დაადგეს ამ ჩვენს ჩიტირეკიასა, გინდა თუ არა, ემაგ ბალღის მამა ხარო, განა სასაცილო

იქნებოდა!

მძღოლი ისევ ახვიხვინდა. ჩიტირეკია მთლად ჭარხალივით გაწითლდა. მარომ ერთი

წაიზმუკუნა. “ნეტა კი დედა შეეგინებინა!”, გაიფიქრა კოსტამ. დედა რომ შეეგინებინა,

ყველაფერი გარკვეული იქნებოდა და კოსტაც მაშინვე ყელში ეცემოდა. ახლა კი რა გინდა

ქნა? ეცემი და, რომ ეცემი, შეიძლება მაგიტომ შეიქნე სასაცილო, არ ეცემი და, რომ არ ეცემი,

შეიძლება მაგიტომ შეიქნე სასაცილო. ეს მაროც ხომ, ხალხი თუ ახვევია, არასოდეს მხარში

არ დაგიდგება, რასაც არ იტყვი, ყველაფერს გაგიტრიზავებს, გეგონება სხვების გულის

მოგებას ლამობსო.

მაროს ჯერჯერობით არაფერი გაუტრიზავებია და კოსტა გრძნობდა, რომ მისი ბრაზი

უმისამართო იყო. ეს კი უფრო მეტად აბრაზებდა.

ერთხანს უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს დაბალმა იკითხა:

რა ხნისაა?

წლის გახდება მალე, – მიუგო კოსტამ. მას ვითარების შეცვლა დიაღაც რომ ესიამოვნა,

მაგრამ ამ ცვლილებას ბოლომდე ვერ ენდობოდა და ამიტომ ისეთი კილო შეინარჩუნა, რომ

ზედმეტი შინაურულობა არ დაეშვა.

რა ადრე დაუწყია ლაპარაკი! – თქვა დაბალმა.

ამათი ჯიშია ეგეთი, – მიუგო მარომ და კოსტას მოხედა, – ადრე იდგამენ ენას.

კოსტას ეამა. დიდი არაფერია, ადრე აიდგამ ენას თუ გვიან, მაგრამ მაინც ისა სჯობს, ადრე

აიდგა.

სახელი რა ჰქვიან? – იკითხა დაბალმა.

ჯამბულა, – მიუგო კოსტამ და გაიფიქრა: “აგე! კარგი არა ვქენ, რო მოვედი?! რო

ეცოდინებათ, ქმარი ახლავს, ზედმეტებს მოერიდებიან”.

დაბალი ჯამბულას მიუტრიალდა.

აბა, ერთი ჩემთან მოდი, ახლოდან გაგსინჯო, თუ რა ვაჟკაცი ხარ! – და ამ სიტყვებით

ხელები გაიწოდა.

ჯამბულამ შეხედა, გაუღიმა და ფართქალით წავიდა. დაბალმა წელში ხელები მოჰკიდა და,

როდესაც კოსტამ დაინახა, რა ახლო იყო ეს ხელები მაროს ძუძუ-მკერდთან, ტანში

გაბურძგლა. მერე გაიფიქრა: “შეხებით არ შეხებია”.

ბავშვს არაფერი სჯობს, კაცო! – თქვა დაბალმა და ამხანაგს მიუბრუნდა, – აბა, ერთი,

მანდედან მოგვეცალე, ძია ჩიტირეკიავ. აგე, იქ დაჯექ, ჩემს ადგილას, – და როცა ჩიტირეკია

ასაკეც სკამზე გადაჯდა, თვითონ კიბის თავში მოკალათდა, ფეხები გაშალა და ჯამბულა

გაშლილ ფეხებზე დაიყენა. თან იღლიებში ხელები ეკიდა, – მართლა კაი ვაჟკაცი

ყოფილხარ შენ, ჩემო ძმაო! – და იკითხა, – ფეხზე თუ დგება?

დგება, მაშ! – ამაყად მიუგო მარომ, – ოღონდ ჯერ ხელს არ ვუშვებთ.

სულ სიარული უნდა, – თქვა კოსტამ, რათა თავისი იქ ყოფნა გაემართლებინა.

აბა, დადექ! – უთხრა ჯამბულას დაბალმა, ფეხები გასწი-გამოსწია და ჯამბულა შუაში

ჩაიყენა, – დგა-დგა...

ჯამბულა დადგა. ერთხანს ინარჩუნებდა წონასწორობას, მერე წინ გადმოიხარა, ფეხის

გადმოდგმა სცადა, იგრძნო, წონასწორობას ჰკარგავდა და ორივე ხელი წინ გამოიშვირა.

დაბალმა მაშინვე ხელები შეაგება და დაიჭირა.

კაცი ხარ, კაცი!

მარო გაიბადრა.

ახლა როგორი ცეკვა იცი, აჩვენე ძიასა! – უთხრა ჯამბულას, – აბა, დედა, ტაში! ტაში! ტაში!

კვანწი, დედა, კვანწი!

კოსტას არ მოეწონა მაროს აცუნდრუკება. თანაც დაბალი იმ ასაკში იყო, რომ იგი ჯამბულას

მხრიდან უფრო პაპად უნდა მოეხსენიებინა, ვიდრე ძიად.

ჯამბულამ მკლავები გაშალა და, როგორც შეეძლო, იცეკვა. დაბალი იცინოდა. მაღალიც

იცინოდა, ოღონდ რაღაც სულელურად.

ბავშვს არაფერი სჯობს! – გაიმეორა დაბალმა ადრე ნათქვამი, ჯამბულა მაროს დაუბრუნა

(არ შეხებია!) და ჩიტირეკიას მიუბრუნდა, – სულ მაგას ჩაგჩიჩინებ, შეირთე ცოლი, აღმა-

დაღმა რომ დაყიალობ და სმის მეტი არაფერი გახსოვს!

ჩიტირეკიამ სულელურად გაიცინა. მერე ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. დაბალს თვალები

მიელულა, და მალე ყვინთვა დაიწყო.

შენ თუ არაფერი გინდა, წავალ, სერაფიტას მივხედავ, – უთხრა კოსტამ ცოლს და, წასვლა

რომ ლაღი და ძალდაუტანებელი გამოსვლოდა, ჯერ ჯამბულას გაეთამაშა: დედის მხრებზე

დაწყობილ მის პატარა ხელებს თავისი ხელები რამდენჯერმე მოუცაცუნა. მერე

შეტრიალდა და წავიდა. სერაფიტას რომ მიუახლოვდა, შეჩერდა. სათქმელი არაფერი

ჰქონდა და არც არაფერი უთქვამს, უბრალოდ, ასე ჩავლა და წასვლა უხერხული ეჩვენა.

გოგონა თავად გამოელაპარაკა:

ბიძია კოსტა!

ბატონო!

გოგონამ სიყვარულით შემოსცინა და თვალები მოჭუტა. მერე სავარცხელი გამოუწოდა.

აჰა, სავარცხელი.

აღარ გინდა?

არა. უკვე დავვარცხნე. აი, შეხედე. ხომ ლამაზია?

ლამაზია, მაშ! თუ რამე დაგჭირდეს, დამიძახე.

კარგი, – ისევ შემოსცინა გოგონამ.

წითური აღარ ქსოვდა. საქსოვი შეენახა, სავარძლის საზურგეს გადასწოლოდა, ნიჩბებივით

ხელები მკერდზე დაეკრიბა და თვალები დაეხუჭა, მაგრამ კოსტას ვარაუდით არ ეძინა,

რადგან ფშვინვა არ ისმოდა. ასეთი გველეშაპი, თუ არ სძინავს და არც საქსოვი აქვს ხელთ,

კაცმა არ იცის, რას გიზამს. კოსტა სკამთან შეჩერდა და სუნთქვა შეიკრა, რათა რაც

შეიძლება უხმაუროდ დამჯდარიყო.

დაჯექი, კაცო, რას იწურები და რისა გეშინია! – თვალგაუხელელად თქვა წითურმა.

რისა უნდა მეშინოდეს, რა! – მიუგო კოსტამ და დაჯდა.

დაჯდომა მთლად მოხერხებულად ვერ მოუვიდა, ქვედა საცვალიცა და შარვალიც ორივე

ერთდროულად ამოეჩარა ლაჯებში, მაგრამ ამ გიჟის გადამკიდე განძრევას ვერ ბედავდა.

იჯდა გატრუნული და გაფაციცებული აყურადებდა, როდის ამოუშვებდა ფშვინვას

წითური. წითურმა კი, იმის ნაცვლად, რომ ფშვინვა ამოეშვა, ცოტა ხნის შემდეგ თვალი

გაახილა. კოსტას არ დაუნახავს. კოსტამ იგრძნო, რადგან მკლავებზე ბალანი აებურძგლა.

მერე ეს ეჭვად ნაგრძნობი ცხადი შეიქნა: წითური წამოიწია. კოსტამ თვალი გააპარა მისკენ

და ცდილობდა მისი არც ერთი მოძრაობა არ გამოჰპარვოდა. წითური გაიზმორა, დაიხარა

და, ფეხებთან რომ ჩანთა ედო, იმ ჩანთაში ხელი ჩაყო. “საქსოვს იღებს!”, გაეხარდა კოსტას.

წითურმა კი დიდი, ლოყაწითელი ვაშლი ამოიღო, ხელით გაწმინდა, პირი ისე დააღო,

გეგონებოდათ უჯრა გამოსწიესო, ვაშლი ხმამაღალი ტკაცანით ჩაკბიჩა და ხრაშუნით

დაიწყო ჭამა. ხრაშუნზე ქაჩალმა მოიხედა და კოსტას ზიზღით შემოაცქერდა. კოსტამ

გუნებაში იაშასა და ნათელას შეაგინა.

ბიძია კოსტა! – დაიძახა ამ დროს სერაფიტამ.

რა იყო, სერაფიტა?

პინცეტი მინდა.

რა პინცეტი?

პინცეტი.

აბა, რომ არა მაქვს?

ჩანთაშია.

ჩანთაში?

კი. გარე ჯიბეში. მე ჩავდე. – გოგონა სკამის მკლავსაყრდენს მოეჭიდა და გადმოსვლა

დააპირა.

იჯექი, იჯექი, მე მოგიტან, – გასძახა კოსტამ და იგრძნო, როგორ შეწყვიტა წითურმა

ვაშლის ჭამა და როგორ მოხედა. თავის მიტრიალება ვერ გაბედა და ამიტომ ვერც ის გაიგო,

თუ რას აპირებდა წითური. ყოველი შემთხვევისათვის, რაც შეეეძლო სწრაფად გადმოვიდა

სკამიდან, ჩანთასთან ჩაცუცქდა, ჯიბე გახსნა და პინცეტი ამოიღო. “ნეტა პინცეტი რაღად

უნდა?”, გაიფიქრა.

რად გინდა პინცეტი? – ჰკითხა გოგონას, როცა მის სკამთან მივიდა.

წარბები უნდა გამოვქნა. შეხედე, როგორი გაბანჯგვლულია! – სერაფიტამ მაიმუნი ასწია

და დაანახვა.

წიგნიანმა ქალმა თავი აიღო, ცალი თვალით გადმოხედა გოგონას, გაუგებრად გაიღიმა და

ისევ წიგნს მიუბრუნდა. სერაფიტამ მაიმუნს წარბების გამოქნა დაუწყო.

დაბალს ცალი ხელი იმ ყუთზე ედო, რომელზედაც მარო იჯდა.

ჯამბულა არ ჩანდა, ეტყობა კალთაში ეჯდა დედამისს. მაროს თავი გვერდზე მიებრუნებინა

და დაბალს უსმენდა. დაბალი ლაპარაკობდა. ჩიტირეკია სკამიდან შორს გადმოხრილიყო

და ისიც დაბალს უსმენდა. დროდადრო სულელურად იცინოდა. დაბალი, როგორც ჩანს,

რაღაცას ყვებოდა. მარცხენა ხელი მაროს ყუთზე ედო. ლაპარაკის დროს ის ხელი

რამდენჯერმე აიღო და ისევ დადო. როცა აიღებდა, კოსტა შვებით ამოისუნთქავდა, როცა

დადებდა, ისევ აფორიაქდებოდა. “მივიდე თუ არ მივიდე?”, ფიქრობდა კოსტა. რომ

მისულიყო, რა ეთქვა? იმას ხომ ვერ ეტყოდა, ხელი ყუთზე ნუ გიდევსო? შენ რა გინდა,

ძმაო? შენს ცოლს ვეხები? მა რაღას მედავები? ეგ ყუთი არც შენია და არც ჩემი.

სახელმწიფოსია. სახელმწიფო არ მიშლის ხელის დადებას და, შენ რომ მიშლი, შენ ვისი

ტიკიტომარა ხარ?! მართალი არ იქნებოდა, ამას რომ ეტყოდა? მართალი იქნებოდა. ბილეთი

რომ ჰქონიყო ნაყიდი და ის ყუთი მისი ადგილი ყოფილიყო, კიდევ ჰო, და...

– “ისა სჯობს, არ ვუყურო. ბოლოს და ბოლოს, რა...”, გაიფიქრა კოსტამ და, თუმცა ძალიან

კი უჭირდა, უკან მიბრუნდა, თავისი სკამისკენ. წითურს ისევ ჩხირები აეღო და ქსოვდა.

ქსოვოს, კაცო, ჭკვიანად მაინც იქნება, მე მაგის...”, გაიფიქრა კოსტამ. და მაინც, სანამ

დაჯდებოდა, ცდილობდა წითური მხედველობის არეში ჰყოლოდა. რომ დაჯდა, იმ წამსვე

შემკრთალი ზეზე წამოვარდა: რაღაცას მყარსა და თითქოს ცოტა სველს დააჯდა. რომ

დახედა და ვაშლის ნარჩენი დაინახა, წითურის სიცილიც გაისმა:

ეეე-ჰე-ჰე-ჰე!

იხუმრა თავისი ჭკუით. რას იზამ? მოკლავ კაცს სულელური ხუმრობის გულისთვის? კი

მოკლავ, თუ მოერევი... კოსტამ ხაზგასმული ზიზღით წაჰკრა თითი ვაშლის ნარჩენს და

ძირს გადმოაგდო. მერე ცხვირსახოცი ამოიღო, შარვალზე მოისვა, სავარძელს მოუსვა, ისევ

ჯიბეში ჩაიდო და დაჯდა.

გეწყინა? – ჰკითხა წითურმა. თან ქსოვას განაგრძობდა.

არა, – მიუგო ყოყმანით კოსტამ, – წყენით კი არა... მაგრამა...

რამაგრამა”? – წარბი აზიდა და მკაცრად გადმოხედა წითურმა.

არაფერი, არა, – თქვა კოსტამ და გულზე გაუვალი უმწეობის რაღაც საზარელი,

დამბლადამცემი განცდა შემოეჯარა.

წითური დამშვიდდა. კოსტას გული ძალუმად უცემდა და ცოტა თავი ტკიოდა. “იქ რა

ხდება, ნეტა?”, გაიფიქრა და მერე ეს ფიქრი აღარ მოშორებია. მისულიყოროგორ

მისულიყო, არ მისულიყო დაროგორ არ მისულიყო! დიდხანს იჯდა ასე, ვერაფერი

გადაეწყვიტა და გული ყელში ებჯინებოდა. ბოლოს ჩანთა გახსნა, იქიდან ბოთლი ამოიღო,

რომელსაც თავზე საწოვარა ჰქონდა ჩამოცმული, დაიჭირა ხელში და წავიდა. სერაფიტას

რომ ჩაუარა, ჰკითხა:

ხომ არაფერი გინდა?

არა, – შემოსცინა გოგონამ.

დაბალს ცალი ხელი ისევ ისე ედო და ლაპარაკობდა. მარო და ჩიტირეკია უსმენდნენ.

ჯამბულა არ ჩანდა. ახლო რომ მივიდა, კოსტამ მაშინღა დაინახა: დედამისს ეჯდა კალთაში,

ზურგითა და კეფით მის მუცელსა და მკერდს მიყრდნობილი, და დიდი კაცივით

გასცქეროდა გზას დაფიქრებული და სერიოზული. ფეხის ხმაზე დაბალმა მოიხედა,

ლაპარაკი შეწყვიტა და კოსტას შემოაჩერდა. ყუთიდან ხელი არ აუღია. მისი სახის

გამომეტყველებაზე კოსტა მიხვდა, რომ ასე საწოვარათი ხელში მთლად ღირსეულად ვერ

გამოიყურებოდა.

ტკბილი წყალი არ უნდა ბავშვს? – რაც შეეძლო, მხნე და მზრუნველი, ოღონდ არა

გრძნობებს აყოლილი, მამის კილოთი ჰკითხა ცოლს.

რა დროს ტკბილი წყალია! – მიუგო ცოლმა, – ჭამის დრო მოსდის.

კოსტას დასცეცხლა. “ჭამის დროიმას ნიშნავდა, რომ მაროს ამდენი ხალხის

თანდასწრებით ხელი უბეში ჩაეყო და ძუძუ ამოეღო.

ეგებ ტკბილი წყალი მიგვეცა. ჭამით მერე ვაჭამოთ, იქა.

ტკბილ წყალზე გადავატარო მოშიებული ბავშვი?! – შორს დაიჭირა ცოლმა.

ბავშვს თუ შია, უნდა ჭამოს, – მცოდნე კაცის კილოთი თქვა დაბალმა.

ამათ რა ენაღვლებათ! მაგრამ მაროს ახლა თოფით რომ დადგომოდი, ვერ

გადაათქმევინებდი. ერთადერთი იმედი ისღა იყო, იქნებ რამე ჩვარი მაინც მოეფარებინა და

ისე ეჭმია.

მოიტა ეგ ბოთლი, აქ ჩავდებ ჩანთაში, – უთხრა მარომ და კოსტა ახლაღა მიხვდა, რომ

მკლავი ბოლომდე ჰქონდა გაშლილი და ბოთლი დროშასავით ეჭირა ხელში.

ჰოდა, იმას ვამბობდი, – თქვა დაბალმა მას შემდეგ, რაც მარომ კოსტას ბოთლი გამოართვა

და თავის ხელჩანთაში ჩადო, – მე ვერ მიცნობ? – კოსტას მიუბრუნდა უცებ.

კოსტა დაიბნა და ვერაფერი უპასუხა.

ჩვენებური კაცის მოყვარე ყოფილა, – წამოეშველა მარო, – არკადი ჰქვიან სახელად.

შენ არც მე მახსოვხარ, – უთხრა დაბალმა, – შენი დედაკაციც ძლივ მეცნო. შენს სიმამრ

თომას კი კარგად ვიცნობდი. იცი, ვისი მოყვარე ვარ?

ვისი? – კოსტა ჯერ ისევ დაბნეული იყო და მექანიკურად ლაპარაკობდა.

ავჭალასი.

ავჭალასი?

არ იცნობ, კაცო? – თითქოს უსაყვედურა დაბალმა, – ცოლის სამშობლოში არ დადიხარ?

ისე. ხანდახან.

აი, გითხრა. ეს ხო შენი სიმამრი თომას სახლია, არა? – ყუთიდან ხელი აიღო, ყველა თითი

მოკეცა, გარდა სალოკისა, მერე ეს მოუკეცავი სალოკი იქ ჩაჰკრა, საცა წეღან მთელი ხელი

ედოაქა, – მეორე ხელის სალოკი თითი მოიშველია და პირველი თითის მახლობლად,

მაროს კაბასთან ოდნავ უფრო ახლო დადო, – გაბიტაშვილები ცხოვრობენ. აქა, – ცოტა უკან

გამოსწია ის თითი და მაროს დააშორა, – სისაურები. აი, აქ ცხოვრობს ავჭალას ოჯახი, –

ისევ გადაანაცვლა თითი. ავჭალას ოჯახი აღმოჩნდა ყუთის წინა წიბოსთან, მარჯვენა

კუთხის მახლობლად, მაროს მუხლის სახსარქვეშ, იქ, სადაც კაბა თავდებოდა კიდეც.

კოსტა თვალს ადევნებდა არკადის თითის მოძრაობას. მოსმენით არ უსმენდა. მარტო იმას

უყურებდა, რა მანძილზე უახლოვდებოდა ხოლმე თითი მაროს ჩაბრტყელებულ გავასა და

ბარძაყს, და ერთი-ორჯერ მუცელში რატომღაც ის ნაცნობი ბორბალი დაუტრიალდა.

კოსტას ეს ამბავი თან გაუკვირდა და თან ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს რაღაც

სასირცხო საქმეში გარეულიყოს.

მაშ, არ იცნობ ავჭალასა? – განაგრძო დაბალმა, – გაგონილი კი მაინც უნდა გქონდეს.

მაგარი ბიჭია. ახლა სადღა არიან ეგეთი ბიჭები! ჰოდა, იმას გიყვებოდით, რომა რვა წელი

იჯდა გაუპატიურებაზედა. მააშ! საბჭოს თავმჯდომარე იყო ერთი... შენ არ გეხსომება, –

მაროს მიუბრუნდა, – ბალღი იქნებოდი. ორი გოგო ჰყვანდა. ერთხელ თურმე ამ ჩემმა სიძემ

ავჭალამა... მაშინ ჯერ სიძე არ იყო... ძმაბიჭებს სანაძლეო დაუდო და საღამოს

თავმჯდომარის უფროსი გოგო ტყეში წააწიალა. მაგარ ხათაბალაში გაყო თავი. ეხუმრები

შენ თავმჯდომარის ქალის გაუპატიურებასა! , მაშინ შეიქნა ამბავი, თუ შეიქნა! ეს ავჭალა

კაი ვაჟკაცი იყო და თავმჯდომარეს ეფიქრა, ბარემ ცოლად შევრთავ და ამით მოვრჩებიო.

ავჭალამა კიდე ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. არ უნდოდა და მოკალი! დაეხვივნენ

ნათესავები. თავს რად იღუპავო, ციხეში წასვლას თავმჯდომარის სიძეობა არა სჯობიანო?!

ვერ მოიშორა ნათესავები ავჭალამა. არადა, იმ ქალის შერთვაც არ უნდოდა. რა ექნა? ერთი

სიტყვით, რაღა ბევრი გავაგრძელო და, ერთ მშვენიერ დღეს ამ ჩვენმა ავჭალამა მეორე

გოგოც არ მოსტაცა და არ გაუუპატიურა თავმჯდომარესა! ეხლა რაღას იზამთ, ორთავეს

ხომ ვერ შემრთავთო! მაშ, კაცო! ადგა და ციხეში წავიდა.

მარომ თქვა, ნწუ, ნწუ, ნწუო. ჩიტირეკიამ გაიცინა. კოსტამ ისე, რაღაც რომ ეთქვა, იკითხა:

ახლა სადღაა?

ისევ იქ არის, – კმაყოფილი ღიმილით მიუგო დაბალმა, – ახლა მკვლელობაზე ზის.

კოსტა უცებ მიხვდა, რომ არაბუნებრივ პოზაში იდგა: მარტო მარჯვენა ფეხს ეყრდნობოდა,

თავი ისე გადაეგდო გვერდზე, ლამის ბეჭზე დაედო, პირი ოდნავ გაეღო და ასე

მისჩერებოდა დაბალს. ეს რომ შენიშნა, გასწორდა. მარცხენა ფეხიც მოიშველია, თავიც

გაასწორა, პირიც მოკუმა. მერე იფიქრა, ხომ არ მატყუებენო. იქნებ ამათ აქ ამასობაში რაღაც

და ახლა კოსტას ერთად აცუცურაკებენ, ვიღაც ავჭალათი აშინებენ. “მაშინებენ რა, ის კი არ

არის...”, გაიფიქრა კოსტამ, “აკი ციხეში ზისო!” ბოლოს და ბოლოს, ვინა გდია ეგ ავჭალაა

თუ დარდუბალა! თვალით არ უნახავს კოსტას, ხმა არ გაუცია, არაფერი დაუშავებია და რა

აქვს შესაშინებელი! თანაც ციხეში ზის და, კაცმა არ იცის, გამოვა თუ არა იქიდან. ეგეც არ

იყოს, სიძე თუ ყაჩაღია, რა აუცილებელია ცოლისძმაც ყაჩაღი იყოს!

კოსტას უცებ მოეჩვენა, თითქოს დიდი, ძალიან დიდი ხანია იცოდა, რომ ცალ მხარეს ასე

მდაბიურად ავკაცებს უელავთ ოქროს კბილი. “შიში არა, ფეხები!”, გაიფიქრა კოსტამ და

არკადისკენ გააპარა თვალი. თავიდანვე არ მოეწონა მისი გამოხედვა. არც გამოხედვა და

არც ოქროს კბილი. “მერე რა!”, გაიფიქრა კოსტამ, “აბა, ერთი, გაბედოს და...”

ბიძია კოსტა! – გაისმა ამ დროს.

ბატონო!

დამეკარგა.

რა დაგეკარგა? – ეს უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა კოსტამ, სერაფიტა ვერ გაიგონებდა, –

ვნახო, ერთი, რა უნდა, – უმისამართოდ თქვა მერე.

გაეხარდა, სერაფიტამ რომ დაუძახა. თვითონაც უნდოდა წასვლა, მაგრამ ასე სულ

უმიზეზოდ ვერ მოეხერხებინა. ახლა, რაკი გოგონამ დაუძახა, სწრაფად შეტრიალდა და

წავიდა.

რა დაკარგე, სერაფიტა?

პინცეტი გადამივარდა, – შეწუხებული, თითქმის ცრემლიანი ხმით შესჩივლა გოგონამ, –

და ვეღარ ვიპოვე. ვეძიე და არსად არ არის.

არაფერია, ქალაქში რომ ჩავალთ, ახალს გიყიდი, – უთხრა კოსტამ და მოულოდნელად

გაიფიქრა: “მართლა ვუყიდი”. ამის გაფიქრებაზე ცოტა გულიც აუჩუყდა.

გოგონა მყისვე გახალისდა.

აი, ცოტა კი გამოვუქენი წარბები. შეხედე, ეს წარბი სულ მოვათავე. ესღა დამრჩა.

ვუყიდი”, გაიფიქრა კოსტამ და გოგონას თავზე გადაუსვა ხელი. გოგონამ შემოსცინა და

სახე კიდევ უფრო გაუბრწყინდა. მერე კოსტას თვალი უკან გაექცა. მაროს, არკადისა და

ჩიტირეკიას კარტის თამაში წამოეწყოთ. მარო ბოლომდე მიწეულიყო მარცხნივ და

მარჯვენა მხარეს, ყუთის კიდეზე, რამდენადაც შეიძლებოდა, ადგილი მოეთავისუფლებია.

სწორედ აქ თამაშობდნენ. მარო მარჯვნივ იყო მოტრიალებული, მარცხენა ხელი თან

ჯამბულასთვის შემოეხვია, რომელიც კალთაში ეჯდა, თან შიგ კარტი ეჭირა. მარჯვენა

ხელით ამ კარტს სათითაოდ იღებდა და ჩადიოდა. სამთავეს ხალისიანი სახეები ჰქონდათ.

ცნობიერების გუბეს კვლავ ნისლი ჩამოაწვა. ავტობუსი წამით თითქოს სიბნელეში

დაინთქა. კოსტა იდგა და ერთადერთი, რასაც ახლა გრძნობდა, იყო შიში იმისა, რომ

შეიძლებოდა თვალში ცრემლი ჩაჰგუბებოდა. ვინ იცის, იქნებ ჩაჰგუბებოდა კიდეც, ამ

დროს რომ წიგნიანი ქალი არ წამომდგარიყო. კოსტას არ გაუგია, როდის დახურა წიგნი

წიგნიანმა ქალმა, როდის შეინახა და როდის გაემზადა ჩასასვლელად. ახლა ფეხზე იდგა და

ხელში ჩანთა ეჭირა.

აბა, ერთი, გამატარე, გოგონი, – უთხრა ქალმა სერაფიტას.

კოსტაც გაიწია და ქალი გაატარეს. ძალზე გამხდარი იყო, მაგრამ შემოკვართულ შარვალში

უკანა ნაწილი მაინც მრგვალად და მიმზიდველად ამობურცოდა. “არ უნდა მივჩერებოდე,

წესი არაა”, გაიფიქრა კოსტამ. ქალი გამართული მიდიოდა და სიარულისას გავას

მსუბუქად მიაქნევდა. უკნიდან უფრო ახალგაზრდა ჩანდა, ვიდრე წინიდან. თავში რომ

გავიდა, მძღოლს რაღაც უთხრა და თან თითი გაიშვირა. არკადი წამოდგა, განზე გადგა და

ქალს გზა მისცა. ჩიტირეკიაც წამოდგა და გვერდზე გაიწია. ავტობუსი გაჩერდა და ქალი

ჩავიდა. “არ უნდა მეცქირა”, გაიფიქრა კოსტამ, “შენ რო სხვისას უცქერი, სხვა შენსას

დაუწყებს ცქერას”. მანქანა ისევ დაიძრა და კარტის თამაშიც განახლდა. კოსტა მწუხარედ

და ქურდულად გასცქეროდა მოთამაშეებს.

ბიძია კოსტა! – უთხრა სერაფიტამ, – ჩემთან დაჯექი რა! ის ქალი ხომ ჩავიდა!

კარგი, – მიუგო კოსტამ, – ჩაიწიე.

სერაფიტა ქალის ადგილას გადავიდა. სერაფიტას ადგილას კოსტა დაჯდა. აქედან

მოთამაშეები კარგად ჩანდნენ. მხიარულად თამაშობდნენ და დროდადრო ხმამაღლა

იცინოდნენ. მარო უსიამოვნო ხმით კისკისებდა. სახლში ასე არასოდეს არ იცინოდა. ასე

მხოლოდ მაშინ იცინოდა, როცა უცხო ხალხში მოხვდებოდა. კოსტა ცდილობდა არ ეცქირა.

ამ მიზნით დროდადრო თვალებს ხუჭავდა, მაგრამ გული არ უთმენდა და მალე ისევ

ახელდა. კარგა ხანს ითამაშეს. ერთხელაც, ჩიტირეკიამ რომ ხელახლა დაიწყო კარტის

ჩამორიგება, მარომ რაღაც უთხრა. ჩიტირეკიამ ჩამორიგება შეწყვიტა. რაც უკვე

დარიგებული ჰქონდა, ისიც აკრიფა. “ნეტა რატომ დაანებეს თამაშს თავი?!”, გაიფიქრა

კოსტამ. ჩიტირეკია, რომელიც თამაშის დროს კიბის საფეხურზე იჯდა, წამოდგა და ასაკეც

სკამზე გადაჯდა. მარო და არკადი შებრუნდნენ და ახლა მხოლოდ ზურგები უჩანდათ.

რამდენიმე წამის შემდეგ კოსტამ მაროს მარჯვენა იდაყვი დაინახა. იდაყვი ცოტათი

გამოსცდა სხეულს. ერთხანს ასე ჩანდა და ოდნავ ირხეოდა. მერე მეორე იდაყვი გამოჩნდა

მარცხენა მხრიდან. იმავ წამს მარჯვენა ბარძაყზე ჯამბულას პატარა ფეხები გადმოეფინა და

მარცხენა იდაყვთან ჯამბულას თავმა გაიელვა. მერე მარცხენა იდაყვი მაღლა წავიდა და

სხეულისკენ მიიწია, რის გამოც თავი ისევ გაქრა. კოსტა ერთბაშად მიხვდა. “ძუძუს

აწოვებს!”, გაუელვა თავში. სახეზე ალმურმა გადაუარა. იმავ წამს ცნობიერების გუბე

გახევდა და გაიყინა. წყალქვეშა დინებებიც ადგილზე გაქვავდნენ. არსად არაფერი აღარ

მოძრაობდა და არსაიდან არავითარი ხმა არ ისმოდა. გუბეს ზემოდან დიდი, ბლანტი

სიბნელე აწვა. კარგა ხანს იყო კოსტა გახევებული. მერე რაღაცამ შეაკრთო. ჯერ ეგონა,

ფეხის ხმა მოესმა, მერე მიხვდა, რომ ფეხის ხმა კი არ მოესმა, ვიღაცა დაჟინებით უყურებდა.

კოსტამ თვალი გააპარა. ჭრელჰალსტუხიანი ქაჩალი კაცი მოდიოდა, ხელში პორთფელი

ეჭირა და კოპებშეკრული, მრისხანედ მოსჩერებოდა კოსტას. “რა უნდა ჩემგან ამ

შობელძაღლს?!”, გაიფიქრა კოსტამ. ქაჩალს თვალი არ მოუშორებია, სანამ მის სკამს არ

გასცდა. მუქი ლურჯი კოსტუმი ეცვა, თეთრი, ქათქათა პერანგი და შავი, ლაპლაპა

ფეხსაცმელები. ავტობუსის თავში გავიდა, მძღოლს რაღაც უთხრა, ბილეთი მიაწოდა, თავი

ოდნავ შეატრიალა მარცხნივ და მაროს ჩახედა. კი, ნამდვილად ჩახედა. ჩახედა და ასე

ჩაყურებდა, ვიდრე ავტობუსი არ გაჩერდა. კოსტას გულ-მუცელი ეწვოდა. მერე ქაჩალი

ჩავიდა და ავტობუსმა გზა განაგრძო.

კოსტამ თვალები დახუჭა. გულ-მუცელი ისევ ეწვოდა.

როცა თვალები ხელახლა გაახილა და გაიხედა, დაინახა, რომ მარო, არკადი და ჩიტირეკია

კვლავ ადრინდელ პოზაში დამსხდარიყვნენ და ისევ კარტის თამაში გაეჩაღებინათ.

კოსტა მიხვდა, რომ სრულიად მარტო იყო. ყოველთვის მარტო იყო. დედამისი რა ხანია

გამოსულელდა და მისი სათვალავში ჩაგდება აღარ შეიძლებოდა. ჯამბულას ჯერ ამ

ცხოვრებისა არაფერი გაეგებოდა. მარო იყო ერთადერთი, ვინც კოსტას მარტოობას

უფანტავდა და წუხილზე მალამოდ ედებოდა. კოსტასაც მუდამ მისკენ მიუწევდა გული. ის

იყო გაჭირვების ტალკვესი, იმედი და ნუგეში. მარო კი ზოგჯერ აგე, როგორ იქცეოდა!

კოსტასთან ყოფნას სხვებთან ყოფნა ერჩივნა. კოსტასთან ბუზღუნებდა, წუწუნებდა, ჩიოდა,

სხვებთან კი სულ იცინოდა, სულ კისკისებდა (უსიამოვნო ხმითა), სულ კარგ გუნებაზე

იდგა. ნეტა თუ იცოდა მაინც, რა მარტო იყო ხოლმე ამ დროს კოსტა?

კოსტას სერაფიტას მშვიდი, თანაბარი სუნთქვა ჩაესმა და გაკვირვებულმა მიხედა. არ

გაუგია, ან თვითონ როდის მოჰხვია მხარზე ხელი გოგონას, ან გოგონა როდის მიეკრო და

როდის ჩაეძინა. “არ უნდა გამედევნებინა თვალი იმ ქალისთვინ!”, გაიფიქრა კოსტამ.

წიგნიან ქალს გულისხმობდა.

მერე არკადი და ჩიტირეკიაც ჩავიდნენ. ჩასვლის წინ არკადი კიდევ გაეთამაშა ჯამბულას,

მოვიდა-მოვიდაო, თითებით შეუღიტინა მკერდზე. ჩიტირეკია იცინოდა. მერე ორთავემ

თავიანთი ერთნაირი ბადიები აიღეს, რომლებშიაც რაღაც ეწყოთ გაზეთებში ერთნაირად

გახვეული, და ჩავიდნენ.

კოსტამ შვებით ამოისუნთქა, თითქოს დამაშვრალმა და დაქანცულმა ტვირთი მოიხსნა და

მცირე ხნით დასასვენებლად ჩამოჯდა. “განა რა მოხდა ისეთი?”, იმედიანად გაიფიქრა,

ნასვამი კაცები ამოვიდნენ, ბალღს მიუალერსეს, კარტი ითამაშეს და ჩავიდნენ”. გუბე კი

ტორტმანებდა, გაუგებრად ბუყბუყებდა, რაღაცას მალავდა, რაღაცას ზედაპირზე ამოსვლის

საშუალებას არ აძლევდა და მიუხედავად შვებისა, ტვირთის მოხსნისა და დასასვენებლად

ჩამოჯდომისა, კოსტას ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ყელში ძვალი გაჩხეროდეს. მარო

ახლა ძველებურად იჯდა, როგორც არკადისა და ჩიტირეკიას ამოსვლამდე. მგზავრებისაკენ

გავა ჰქონდა მოქცეული, ჩამობრტყელებული, განდღრეული და ფორმადაკარგული. კოსტა

უყურებდა ცოლს და ვერ გაეგო, ის ნიაღვარივით გრძნობა, რომელსაც მთელი მისი სხეული

უდიდესი ძალით აევსო და დაემუხტა, საშინელი სიძულვილი იყო თუ საშინელი

სიყვარული.

ბოლოს და ბოლოს, ავტობუსმა დანიშნულების ადგილს მიაღწია. კოსტამ სერაფიტა

გააღვიძა და ჩასასვლელად მოემზადა. ის იყო, თავის სკამს უნდა გამოსცდენოდა, რომ

ჰაერის მძლავრი ტალღა დაეტაკა და უკანვე შემოაგდო. იმავ წამს გვერდით ჩაუქროლა

წითურმა ბიჭმა. თავით ჭერს ეხებოდა, მხრებით კედლებს, გასასვლელში ძლივს ეტეოდა.

მიდიოდა და ცალი ხელით ჩანთას მიაკონწიალებდა. “თუ სხვამ არ მოაგონა, ამას

ერთხელაც იქნება დაავიწყდება საქსოვის წამოღება”, გაიფიქრა კოსტამ. მერე ჩანთა აიღო,

სერაფიტას ხელი ხელში ჩაჰკიდა და გზას გაუდგა. ნელა მიდიოდნენ, რადგან ბოლო

გაჩერებაზე ყველანი წამოიშალნენ და გასასვლელი ხალხით იყო სავსე. კოსტასა და

სერაფიტას წინ ორი კაცი მიდიოდა.

მოკვდები და დაიბადები, მოკვდები და დაიბადები, მოკვდები და დაიბადები, – თქვა

ერთმა.

მეორე თავჩაღუნული მიაბიჯებდა, ალბათ ფიქრებში თუ იყო წასული. ბოლოს იკითხა:

მართალია ვითომ ახლა ეგ?

! – გაკვირვებით აღმოხდა პირველს. როგორც ჩანს, არ მოელოდა, თუ მისი ნათქვამი

შეიძლებოდა ეჭვის ქვეშ დაეყენებინათ.

ამის შემდეგ ორივე გაჩუმდა.

თუ მოვკვდები, როგორღა დავიბადები?”, გაიფიქრა კოსტამ.

ეპილოგი

თუ მოვკვდები, როგორღა დავიბადები?”, გაიფიქრა კოსტამ და გაყინული ხელები

ერთდროულად გაუშვა ჩანთასაც და სერაფიტასაც. ჩანთის დაცემის ყრუ ხმა ჯერ კიდევ

მოსწვდა სმენას იმ დროს, როცა მუცელში გავარვარებული შანთი გაუყარეს და

არაადამიანური ტკივილისაგან წელში მოიკაკვა. სერაფიტამ შეჰკივლა თუ გაიცინა, ძნელი

გასარკვევი იყო, რადგან ცნობიერების გუბე ყოველი მხრიდან ერთდროულად მოწყდა

ნაპირს, შეიკუმშა, შეიკრა, საკუთარი თავი შეიწოვა და ნაპირმა, მიტოვებულმა და

შეშინებულმა, მშრალი და ცივი სიმსუბუქე იგრძნო. ყველგან, სადამდეც კი თვალი

წვდებოდა, შავ სიცარიელეს დაესადგურებინა და შავ სიცარიელეში არეულად ჩახერგილი,

უფორმო და უცნობი საგნები ისე ჩანდნენ, როგორც შემოდგომის ფანჯრიდან, როცა გარეთ

წვიმს და წვიმა ღვარად დასდის ფანჯრის მინას, ხოლო მერეარავინ იცის, როდისროცა

შეკუმშული გუბე კვლავ გაიშალა და მტკივნეულ ზვირთად მიაწყდა ნაპირს, როცა შუბლზე

და ბეჭებში ოფლის ყინულივით ცივი სისველე იგრძნო, ქვეყნიერებამყარი, მქისე, ცხელი

ძველებური სახით აღდგა და კოსტამაც ცალ ხელში ჩანთა აიღო, მეორე კი ისევ

სერაფიტას ჩაჰკიდა.