Litclub.ge

*** წვეთი ეცემა

წვეთი ეცემა ხორბლისფერ კანზე,

წვიმასაც უჩენ სურვილს დალაშქვრის,

თითქოს ღრუბლებვის რემა შეკაზმეს,

რომ აბალახონ მტვრიან ქალაქში.

 

აყვავილებულ ქოლგებს აამღვრევს,

ცა გადაიკრავს ელვას ღვედივით

და თითქოს ახლა რითმავდეს ტალღებს,

გალაქტიონი  ყელგაღეღილი.

 

შეწყვიტავს კუდის ქიცინს, გათელავს

წვიმა ქოლგებს და თითქოს ჩამქრალი

მთვარე, როგორაც ციცინათელას,

ღრუბლის ხელებში დააწყვდეს ქარი.

 

ლამის ღრუბლები განზე გავიდა

და დამიჭირა თევზმა მეთევზე,

სულ შეუმჩნევლად მოგწყდი თვალიდან,

სულ ოდნავ დიდი წვიმის წვეთებზე.