როცა გიყურებ მერყევს
ამოუხსნელს ვგრძნობ კავშირს,
შენი სიმშვიდე მიყვარს,
ჩემი სიგიჟის მსგავსი.
გულს მკერდზე ოდნავ მომცროს
უახლესი ჭამს სენი,
შენი თვალებით მომწონს
ჩემი თვალები შენი.
მხოლოდ ჩვენ ვიცით ორმა,
ჩვენსკენ სიზმრად ვინ მორბის,
ჩემს სიცოცხლეს აქვს ფორმა
დღეს შენი მუცლის ფორმის.
თუ კი აიღებ საქსოვს,
შენ გაქვს სიმშვიდის შანსი,
შენი სიგიჟეც მახსოვს,
ამ სიყვარულის მსგავსი.