თოვლი მოვიდა და სხვებიც მოვლენ,
თოვლი ხომ მარტო არასდროს მოდის...
დავასაჩუქრებ მპოვნელის მპოვნელს,
ვალს გადავუხდი ვალმოხდილ ლოდინს.
სულ გავათეთრებ თმასა და ლექსებს,
პოლიტიკაზეც არაფერს ვიტყვი,
ცრუ დაპირება იქნება ესეც,
და ბოლოს ასე, სულ ორი სიტყვით:
აგიხსნი ყველა ფიფქსა და ამინდს,
გაჩუქებ მფეთქავ ცასა და გუნდას.
და ამის შემდეგ, იქნებ ამენთოს
გული, ან გულზე, ან რაღაც გულთან