Litclub.ge

*** სხეულმა სული ვეღარ დაწრიტა

სხეულმა სული ვეღარ დაწრიტა,
კვლავ საცალფეხო ცხოვრება დამაქვს,
და ჩემი რწმენის დამწვარ ტაძრიდან
გამომყავს ჩიტი და ვუწყებ თამაშს.

გავყურებ ზეცას, ელვის ნახაზებს,

მეცნობა ღმერთის გაკრული ხელი,

და შენს ჭორფლიან უცხო სახეზე

ვწერ და ვკითხულბ, ვხატავ და მშველის.