Litclub.ge
მამები
ბავშვობა ფრჩხილებში ჩასმული,
მამები ომებში წავიდნენ,
მამები ჯერ კიდევ ბავშვები
წავიდნენ ,წავიდნენ ,წავიდნენ.
ქალაქში ტყვიები გამეფდნენ,
სიკვდილმა ქუჩები გაყინა,
უფალო, შენ მაინც დაბრუნდი,
წასული მამების მაგივრად.