Litclub.ge

* * * თავად ცხოვრებამ

* * *

თავად ცხოვრებამ გამხადა ურჩი,
თავად ცხოვრებამ გამხადა ურჩი,
გზას მშვიდობისას დავეძებ მოკლეს,
მე ორიათას რვას გადავურჩი,
თუმც იმის შემდეგ მრავალჯერ მომკლეს!

* * *

დღესაც ნამუსის გასარეცხად ისეც გაწვიმდა,
წამალს მოველით, საწამლავი თუმცა დავთესეთ,
უსაქმურობით ჯოჯოხეთში ეშმაკს ჩასთვლიმა,
მის საკეთებელს ახლა ხალხი თავად ვაკეთებთ.

* * *

საკუთარ ტკივილს თუ არ გამოცდი,
სხვისი - გულზეც არ მოგეკარება,
როცა ქვეყანას მართავს ქაოსი,
ის უფსკრულისკენ მიექანება!