***
სოფლის ქალები აქუჩებენ საქმეს დროებით,
(ანკესსაც უნდა შეეგუო,რახან მოები),
მერე საკუთარ სატკივრებზე ჩამოსხდებიან,
და ჭორაობით იმარცვლება საღამოები.
***
ახლა ვრწმუნდები,უკვდავება მართლაც მითია,
დღეები,როგორც ტურისტები სადღაც მიდიან,
გუშინაც გავხდი დესპოტური აქტის მოწამე:
ზაფხულს ივნისი მოაჭრეს და ინვალიდია.